7 მიზეზი რატომ არის მარტოხელობა კარგი და რა სარგებლობა მოაქვთ მარტოხელა ადამიანებს ყველასთვის?
- 30.06.2017
ბოლო წლებში მსოფლიოს მასშტაბით მარტოხელა ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ამაში არაფერია ცუდი. პირიქით, ეს სასიხარულოც კია, ვინაიდან მარტოხელა ადამიანებს რეალურად ბევრი სარგებელი მოაქვთ.
მარტოხელა ადამიანებს ძალიან დიდი სარგებელი მოაქვთ ყველასთვის, ადამიანებისთვის, თავიანთი ქალაქებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და მთლიანად ჩვენი პლანეტისთვის.
1. ჩვენი პლანეტა - მარტო მცხოვრებ ადამიანებს სარგებლობა მოაქვთ დედამიწისთვის და მწვანე გარემოსთვის. როგორც წესი, მარტოხელა ადამიანების ნაწილი არ გადაადგილდება საკუთარი ავტომობილით, მათ არ ჰყავთ ოჯახი, შვილები, რომ მანქანით წაიყვანონ და ველოსიპედიც ჰყოფნით გადასაადგილებლად. შესაბამისად, არ აბინძურებენ ავტომობილის გამონაბოლქვით გარემოს.
2. ქალაქები - მარტოხელა ადამიანები უფრო მეტად არიან ჩართულები სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში და საზოგადოებრივ ღონისძიებებში, ქმნიან უფრო მეტ ხელოვნების ნიმუშებს, მუსიკას და არიან უფრო ატიურები, ვიდრე ქორწინებაში მყოფი ადამიანები.
3. საზოგადოება - მარტოხელა ადამიანები უფრო მეტად არიან სხვადასხვა სოციალურ საქმიანობაზე ორიენტირებულები, ვიდრე დაქორწინებულები. ისინი ჩართულები არიან სპორტულ, სახელოვნებო, თუ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში. მუშაობენ მოხალისედ საავადმყოფოებში, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანიზაციებში.
4. მშობლები, დედმამიშვილები, მეგობრები და მეზობლები - როდესაც მშობლები ასაკში შედიან მათ უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ. ისინი უფრო მეტ დახმარებას იღებენ თავიანთი მარტოხელა შვილებისგან, ვიდრე დაქორწინებულებისგან. მარტოხელა ადამიანი ყოველთვის მზად არის მშობლის გვერდით იყოს. დაქორწინებულებთან შედარებით მარტოხელები უფრო ხშირად ეხმარებიან სხვებს - მეგობრებს, მეზობლებს. მათ მოსწონთ, როცა გეწვევიან, მხარს დაგიჭერენ და რჩევას მოგცემენ.
5. მარტოხელობით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს - კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ თავს კარგად გრძნობენ, არ არიან იზოლირებულები და მოწყენილები. ძველი თაობის მამაკაცები ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ და ეს ნორმად მიიჩნეოდა. თანამედროვე მამაკაცი კი ადრეულ ასაკში არ ქორწინდება და მარტო ცხოვრობს.
მარტო ცხოვრებამ კაცს ბევრი რამ ასწავლა და დღევანდელი კაცი გარდაქმნა - მათ ისწავლეს, როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე, მეგობრებსა და ოჯახზე, ისწავლეს საჭმლის მომზადებაც, ჭურჭლისა და ტანსაცმლის გარეცხვა. ასეთ მამაკაცებთან თანაცხოვრება, პირველ რიგში, უფრო სასიამოვნოა და ამასთანავე, თუ ისინი დაქორწინდებიან და შემდეგ განქორწინდებიან, ან დაქვრივდებიან, უკვე შეჩვეულები არიან მარტო ცხოვრებას, ვიდრე მათი წინა თაობის მამაკაცები.
6. მარტოხელობა არის არჩევანი - რაც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს მარტო, მარტოხელობა ხდება ნაკლებად სტიგმატიზებულია და უფრო მეტიც მარტოხელობა, ისევე, როგორც ქორწინება, ადამიანის პირად არჩევნად აღიქმება. ადამიანები იმიტომ კი არ არიან მარტონი, რომ ვერ ქორწინდებიან, არამედ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ სურთ ქორწინება.
7. მეტი შესაძლებლობა - ისინი უფრო კომუნიკაბელურები, დამოუკიდებლები, აქვთ საკუთარი აზრი, გამოცდილება და უფრო მეტიც, მათ შესაძლოა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობები და გამოწვევები ცხოვრებაში, ვიდრე დაქორწინებულ ადამიანებს.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები, მარტოხელა
<a href="https://www.psychologytoday.com/">https://www.psychologytoday.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია