11 პოპულალური მამა, რომლებიც განსაკუთრებულად ზრუნავენ შვილებზე
- 30.06.2017
ისინი ხშირად დადიან გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში, თითქმის არასოდეს არ სცალიათ, მაგრამ ყოველთვის იცლიან საკუთარი შვილებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები და სპორსტმენები არიან.
11. კრის ჰემსვორტი - ჰოლივუდის წარმატებული მსახიობი 2010 წელს ელზა პეტაკაიაზე დაქორწინდა. წყვილს უკვე სამი შვილი ჰყავთ ოთხი წლის როუზი და ორი წლის ტყუპები - საშა და ტრისტანი. ის საუკეთესო მამააა, ზრუნავს შვილების კვების რეჟიმზე და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად დიდ დროს უთმობს ოჯახს.
10. დევიდ ბექჰემი - ცნობილი ფეხბურთელი გადარეული მამაა. ის გამორჩეულად ზრუნავს თავის სამ ვაჟსა და ერთ ქალიშვილზე. სპორტსმენი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ფოტოებს, სადაც შვილებთან ერთად სხვადასხვა გასართობ ადგილებზეა გადაღებული.
9. დუეინ ჯონსონი - საუკეთესო მამაა სპორსტსმენი და მსახიობი თავისი ორი ქალიშვილისთვის. ის მუდმივად აქვეყნებს საკუთარ გოგონებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
8. მარკ უოლბერგი - მსახიობი, მუსიკოსი და ქველმოქმედი მეუღლესთან ერთად ოთხ შვილს ზრდის. ორ გოგონასა და ორ ბიჭს. მარკი დიდ როლს თამაშობს შვილების აღზრდაში, რეგულარულად აქვეყნებს მათთან ერთად ყოფნის დროს გადაღებულ ფოტოებს.
7. ორნალდო ბლუმი - მსახიობი მუდმივად აქვეყნებს თავისი 7 წლის ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ინსტაგრამზე.
6. ჯენსენ როზ ეკლსი - ამერიკელი კინოსა ტელევიზიის მსახიობი პოპულარული სატელევიზო სერიალით „ჩვენი ცხოვრების დღეები“ გახდა. ჯენსენი სამი შვილის მამაა, უფროსი ქალიშვილი და თვეების ტყუპები. მსახიობი საკუთარ შვილებს ხშირად თავად აჭმევს.
5. მარკ რუფალო - ამერიკელ მსახიობს მეუღლე და სამი მოზრდილი შვილი ჰყავს. მიუხედავად მოუცლელობისა მარკი დიდ დროს უთმობს ოჯახსა და შვილებს და ამის ამსახველ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.
4. ნილ პატრიკ ჰარისი - მსახიობი სუროგატი დედისგან გაჩენილ ტყუპებს თავად ზრდის.
3. კრის პრატი - იშვიათად აჩვენებს შვილს საზოგადოებას, მაგრამ მისი მეუღლე ანა პარისი თაყვანისმცემლებს პერიოდულად ანებივრებს ინსტაგრამზე და ტვიტერზე ოჯახური ფოტოებით.
2. მეთიუ მაკკონაჰი - მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი მუდმივად მოუცლელია და არ უყვარს პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ცნობილია რომ მეთიუ იდეალური მამაა, მაგრამ ამის აფიშირებას სოციალურ ქსელში იშვიათად ახდენს.
1. რაიან რეინოლდსი - მსახიობს იდეალური იუმორის გრძნობა გააჩნია. ის სახალისო სტატუსებს ხშირად წერს საკუთარი გოგონების შესახებს. რაიანს მეუღლე და ორი ქალიშვილი ჰყავს და მეოჯახე მამაა.
თემები: მშობლები, ბავშვი, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი, მამები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია