LIFE

საუბრის ხელოვნება - რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ

საუბრის ხელოვნება - რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ

როცა ადამიანს პირველად ხვდებით, ჯერ იგებთ მის სახელს და შემდეგ, სავარაუდოდ, ეკითხებით, თუ რას საქმიანობს, საიდან არის წარმოშობით და ა.შ. - მოსაწყენია.

ჩვეულებრივი და მოსაწყენი კითხვები ბევრჯერ მოგვისმენია და უმეტეს ჩვენგანს მათზე პასუხის გაცემა ეზარება.

გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც საინტერესო საუბრის წარმართვასა და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ:

1. მიამბე შენი ისტორია - ეს საუბარს გახსნის და უფრო საინტერესოს გახდის. გაიგებთ თანამოსაუბრის ოცნებების, მიზნების, წარსული გამოცდილების შესახებ და მისთვისაც გაცილებით საინტერესო იქნება პასუხის გაცემა. გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმეტესობას მოსწონს საკუთარ თავზე ლაპარაკი.

საუბრის ხელოვნება - რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ

2. რა მოხდა დღეს განსაკუთრებული შენს თავს (ამ კვირაში)?- ამ კითხვას საუბარი პოზიტივისკენ მიჰყავს. ამით თანამოსაუბრეს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობას აძლევთ და ასევე, აძლევთ საშუალებას, რომ თავს გადახდენილი კარგი ამბით მიღებული შთაბეჭდილება გაგიზიაროთ.

საუბრის ხელოვნება - რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ

3. რა არის შენს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა? - ეს კიდევ ერთი შესანიშნავი კითხვაა. ამით თქვენ იწვევთ თანამოსაუბრეს, რომ გაგიზიაროთ ის, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამასთანავე კითხვა კორექტულია და არ არის გამაღიზიანებელი. თუმცა გეტყვით, რომ ამ კითხვის დასმამადე აუცილებლად მოგიწევთ რამდენიმე მოსაწყენი და ჩვეულებრივი შეკითხვის დასმა.

საუბრის ხელოვნება - რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ

4. რომელმა წიგნმა მოახდინა გავლენა შენზე ყველაზე მეტად? - ამ თემაზე საუბარს ხშირად პირად თემებზე საუბარი მოჰყვება ხოლმე, ვინაიდან წიგნმა შეიძლება იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ადამიანზე, რომ მთლიანად შეიცვალოს მისი ცხოვრება.

საუბრის ხელოვნება - რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ

5. რა იყო შენი საოცნებო საქმე?- ადრეულ ასაკში ყველას გვაქვს ოცნება მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით - ზოგს სურს ექიმი იყოს, ზოგს პოლიციის ოფიცერი, ასტრონავტი, სუპერგმირი და ა.შ. ეს ძალიან სენსიტიური თემაა ადამიანებისთვის და უყვართ ამ თემაზე საუბარი. დიალოგი შეიძლება ძალიან სახალისო გახდეს.

საუბრის ხელოვნება - რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ

6. რატომ აირჩიე ეს პროფესია? - აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ხელს უწყობს ადამიანის უკეთ გაცნობას. ეცნობით მის მიზნებს, ხედვებს. შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ - როგორი ადამიანია ის სინამდვილეში, რა ინტერესები აქვს.

საუბრის ხელოვნება - რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ იყოთ საინტერესო და თანამოსაუბრეზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ

არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებსაც დიალოგის დროს უნდა დაეყრდნოთ:

იყავით სხარტი - გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ არ ისაუბროთ პაუზებით და ნელა. ასეთი ადამიანები მარტივად კარგავენ მსმენელებს და ხდებიან მოსაწყენები.

იყავით პოზიტიურები - გაიღიმეთ, ნუ იქნებით მონოტონურები, ისაუბრეთ ემოციურად, ჟესტებით, შეიტანეთ საუბარში პოზიტივი.

გახსოვდეთ - საუბარი წარმატებული მაშინ არის, როცა თანამოსაუბრეც გისვამთ კითხვებს. მათაც მიეცით საშუალება თქვენს შესახებ გაიგონ და დასვან კითხვები, რომლებზე პასუხებიც აინტერესებთ.

იყავით ცნობისმოყვარე - კვლევები აჩვენებს, რომ ცნობისმოყვარე ადამიანები უკეთესი თანამოსაუბრეები არიან და უფრო წარმატებული ურთიერთობები აქვთ. ეს ადამიანები არიან უფრო კომუნიკაბელურები, შეუძლიათ ადამიანებთან მარტივად დაახლოება და კომუნიკაცია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბალანსი ყველაფერში უნდა დაიცვათ - ზედმეტი ცნობისმოყვარეობა სხვებისთვის მოსაბეზრებელია.

მოყევით საინტერესო ისტორია - კარგია, როცა რამდენიმე კარგი ისტორია გაქვთ ეს ძალიან ეხმარება ადამიანებს ურთიერთობის აწყობაში. კარგი, სახალისო, პოზიტიური ისტორიებით ნამდვილად შეძლებთ ადამიანების მოხიბვლას და ყურადღების მიპყრობას.



<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>