9 გზა - როგორ უნდა შეუმსუბუქოთ მეგობარს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი
- 23.07.2017
ზოგჯერ მძიმე მდგომარეობაში ვვარდებით, რომელსაც ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება იწვევს. საყვარელი ადამიანის დაკარგვა დიდ ტკივილთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ცხოვრებაა და დაზღვეულები არაფრისგან ვართ.
ამ დროს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, ზოგიერთი ვერ აცნობიერებს რას აკეთებს, ზოგიერთი გაუცნობიერებლად უაზროდ ბევრ საჭმელს ჭამს, ან პირიქით, საერთოდ არ ჭამს არაფერს.
ასეთ მომენტში მეგობრების მხარდაჭერა და გვერდით დგომა უმნიშვნელოვანესია.
ჯოდი ვითსიტი ქვრივი და სამი შვილის დედაა. ის იმ სირთულეების შესახებ უზიარებს დანარჩენებს გამოცდილებას, რომელიც ქმრის გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა მოუტანა და გვაძლევს რჩევებს, როგორ უნდა დავეხმაროთ მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და ვიზრუნოთ მათ გადარჩენაზე.
1. გაახსენეთ გარდაცვლილთან დაკავშირებული ისტორიები - გაიხსენეთ მხიარული ისტორიები, რომლებიც გარდაცვლილთან გაკავშირებთ. „რა თქმა უნდა, როცა ამას აკეთებდნენ, მე ვტიროდი და საშინლად მენატრებოდა ჩემი ქმარი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან დადებითად იმოქმედა“, - ამბობს ჯოდი.
2. დაეხმარეთ საოჯახო საქმეების გაკეთებაში - ასეთ მომენტში ვერ ფიქრობ სახლის საქმეებზე, ყველაფერი არეულია. იმასაც კი ვერ ახერხებ, რომ მაღაზიაში ჩახვიდე და ტუალეტის ქაღალდი იყიდო, ამასთანავე მაღაზიაში არიან ადამიანები, რომლებიც გეკითხებიან, ეს როგორ მოხდა და შენ უბრალოდ არ გსურს მათთან საუბარი. „მძიმე დღეებში მეგობრები ასეთ საქმეებს მიგვარებდნენ და ახლა რომ ვფიქრობ, ეს უძვირფასესი საჩუქარი იყო მათი მხრიდან“, - წერს ჯოდი.
3. ხშირად ჩაეხუტეთ მგლოვიარე ადამიანს - „იცით რა ხდება როცა გაუთავებლად ტირით და ემოციებს ვერ თოკავთ? - ეს საშინლად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან ერთი კვირის განმავლობაში კბილიც კი არ გამიხეხავს. ის, რამაც პირველ ეტაპზე მდგომარეობიდან ცოტათი გამომიყვანა საყვარელ ადამიანებთან ჩახუტება და მათი მხარდაჭერის დანახვა იყო. ისინი მე მარტო არ მტოვებდნენ“, - იხსენებს ვითსიტი.
4. ნაკლები ლაპარაკი, ბევრი მოსმენა - მოსმენა ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც შეიძლება ამ მძიმე მომენტში მეგობარმა გაგიკეთოს. შენ უბრალოდ არ იცი რას ამბობ, ამბობ ზოგჯერ სისულელეებს, საშინელებებს, მაგრამ გსურს, რომ ვინმემ მოგისმინოს.
5. თუ ოჯახში ბავშვები არიან, იზრუნეთ მათზე, მიუტანეთ სათამაშოები - „წიგნები, სათამაშოები, ლეგოები, ეს ის იყო, რაც ჩემს შვილებს დაეხმარა, როცა მათი დედა განადურებული და უუნარო იყო“, - ამბობს ჯოდი.
6. ბავშვებს ჭამა სჭირდებათ - ამ დროს არაფრის თავი არ გაქვს, ვერ ფიქრობ საჭმლის მომზადებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია მეგობარი, რომელიც ამ მძიმე წუთებში შენს შვილებზე იზრუნებს და საჭმელს მოუმზადებს მათ.
7. აგრძნობინე, რომ მასზე ზრუნავ - ქვრივი იხსენებს, რომ ჰყავდა მეგობარი, რომელიც ყოველ დილით ურეკავდა, ან მესიჯს სწერდა, ერთგვარად მაღვიძარას ფუნქცია შეითავსა. „ზოგჯერ მქონდა თავი მისთვის პასუხი გამეცა, ზოგჯერ არა, მაგრამ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, როცა აცნობიერებ, რომ ამ სამყაროში არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც დარდობს და ფიქრობს შენზე. მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულს შეუძლია ადამიანის გადარჩენა“ - წერს ჯოდი.
8. უთხარით, რომ მსგავს მდგომარეობაში კიდევ ბევრი ადამიანია - თქვენ ნამდვილად არ ხართ პირველი, ვისაც ეს ტრაგედია შეემთხვა. „მე არ შემეძლო საუბარი ადამიანებთან, რომლებმაც მსგავსი ტრაგედია გადაიტანეს, მაგრამ მათ შესახებ მიყვებოდნენ მეგობრები. თითქოს უფრო მარტივდება ტრაგედიის გადატანა, როცა იგებ, რომ მსგავს მდგომარეობაში კიდევ ბევრია, ეს გეხმარება ფეხზე დადგომაში“.
9. ურჩიეთ, რომ ილოცოს - „არაფერს გამოყავს მდგომარეობიდან ადამიანი ისე, როგორც ლოცვას, ჩახუტებასა და სხვების თანდასწრებით ტირილს. ილოცეთ ხმამაღლა და ილოცეთ ადამიანისთვის, რომელმაც დაგტოვათ. ეს ყველაზე მეტად დაგეხმარებათ“ - წერს ჯოდი ვითსიტი.
თემები: პრობლემები, ტკივილი, დარდი
<a href="https://www.thriveglobal.com">https://www.thriveglobal.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია