LIFE

„მე მისთვის სათადარიგო ვარიანტი ვარ“ - ქალის წერილი-აღიარება

„მე მისთვის სათადარიგო ვარიანტი ვარ“ - ქალის წერილი-აღიარება

ხანდახან საკუთარ თავს თავად ვწირავთ ტანჯვისთვის. ცუდი ხერხია გადააქციო ცხოვრება კოშმარად - შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც გულს უღრღნის ეჭვები და წინააღმდეგობები. ჟურნალისტმა როუზ გუდმენმა გამოაქვეყნა წერილი -აღიარება. ის ყვება, რას ნიშნავს იყო საყვარელი, და არა შეყვარებული, და რით არის ეს სახიფათო ქალისთვის.

თქვენ აღიარებთ მის წინაშე საკუთარ გრძნობებს, პასუხად კი იღებთ იმედსა და უარს ერთდროულად. გულის სიღრმეში იმედს იტოვებთ, რომ ერთხელ გადაიფიქრებს და დადგება დღე, როცა გრძნობითვე გიპასუხებთ.

„მე მისთვის სათადარიგო ვარიანტი ვარ“ - ქალის წერილი-აღიარება

პირველივე დღიდან იცოდით - ის თქვენი არ არის. მაგრამ ის ყოველთვის ყურადღებას გაქცევდათ, მაგრამ როგორც კი დაიწყეთ ოცნება ვარდის ფურცლებით მოფენილ ზეწრებზე, მოგზაურობაზე პარიზში, მიირეთ პასუხად - მე ჯერ არ ჩამოვყალიბდი. თქვენი გრძნობები მას არ აღელვებს. მისთვის მთავარია მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებები - სექსი, ფლირტი, უაზრო ცხოვრებისგან გაქცევა. მაგრამ თქვენთვის ეს ურთიერთობები - ცხოვრების აზრია.

მასთან თქვენ განიცადეთ გრძნობა, რომლის შესახებაც ადრე მხოლოდ წაკითხული გქონდათ. თქვენ ცვლით განრიგს, რათა ზედმეტი საათი გაატაროთ მასთან ერთად. თქვენ გეჩვენებათ - მე ვიპოვე ის, ის ჩემი ერთადერთია. მაგრამ გულის სიღრმეში იცით - ის არასოდეს არ გახდება თქვენი.

„მე მისთვის სათადარიგო ვარიანტი ვარ“ - ქალის წერილი-აღიარება

თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს, რომ ასეთი შესანიშნავი, უმწიკვლო ურთიერთობები არ შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ცხოვრება არ შეიძლება ასეთი სასტიკი იყოს. ელოდებით, რომ ის დარეკავს და მოვა, მაგრამ ტელეფონი დუმს. ის კი ამ დროს შეყვარებულთან ან კიდევ ვინმე სხვასთან ატარებს დროს.

თქვენ არაერთხელ ეუბნებით საკუთარ თავს - მეყოფა, მე მეტის ღირსი ვარ. ტელეფონიდან შლით მის ნომერს, რათა ორი წუთის შემდეგ უპასუხოთ მას. თქვენ გაშინებთ სიცარიელე, რომელიც ჩნდება, როცა ის გვერდით არ არის. თქვენ უგზავნით მას გულახდილ სურათებს, რათა მიიქციოთ ყურადღება.

ის ისე არ პასუხობს, როგორც ელოდით. დღეს ის თამაშობს წესიერი მეოჯახის ან სხვისი „ბოიფრენდის“ როლს. თქვენ გძულთ საკუთარი თავი ამის გამო. გარშემომყოფები გირჩევენ შეჩერდეთ - ეს კავშირი განადგურებთ.

„მე მისთვის სათადარიგო ვარიანტი ვარ“ - ქალის წერილი-აღიარება

თქვენ არწმუნებთ საკუთარ თავს, რომ არ ხართ შეყვარებული. უბრალოდ გინდოდათ გართობა, მაგრამ როგორც კი დაინახავთ მას, ისევ გეუფლებათ გრძნობები.

თქვენ თავს იკატუნებთ, თითქოს დამოუკიდებელი ხართ, რათა დაარწმუნოთ, რომ თქვენც შეგიძლიათ გაერთოთ. ღამეებს ტირილში ატარებთ, როცა არ გპასუხობთ შეტყობინებებზე ან გეუბნებათ, რომ სურს დარჩეთ „მხოლოდ მეგობრებად“. თქვენ მისი საყვარლის როლითაც კმაყოფილი იქნებოდით, მაგრამ სინამდვილეში ოცნებობთ იყოთ მისთვის მთელი სამყარო.

„მე მისთვის სათადარიგო ვარიანტი ვარ“ - ქალის წერილი-აღიარება

ასეთი გამოცდილების შემდეგ თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ თავდაჯერებული სხვა ურთიერთობებში. თქვენ გეშინიათ, რომ მამაკაცის ყურადღებას მიიპყრობს უფრო ლამაზი ქალი. თქვენ გრძნობთ თავს საცოდავად, იმიტომ რომ მხოლოდ სექსისთვის, შუაღამის შეტყობინებებისა და დამალული კოცნისთვის სჭირდებით მას.

გეჩვენებათ, რომ არასოდეს იქნებით პირველ ადგილზე - თვენ ამის ღირსი არ ხართ. თქვენ გეშინიათ სიყვარულის და იმის, რომ ვინმეს მიენდოთ. თქვენ არ იცით, გიპასუხებენ თუ არა იგივე გრძნობით. თქვენ გრძნობთ თავს შეშინებულად და დამსხვრეულად და არ გესმით, როგორ დაიბრუნოთ ყველაფერი, როგორ დაიბრუნოთ საკუთარი თავი.



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>