სილამაზე

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

სუნამო ერთ-ერთ ყველაზე ინტიმურ პარფიუმად მიიჩნევა, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია მის მფლობელზე. სურნელი შეიძლება იყოს ეგზოტიკური, გაბედული, თამამი, რომანტიკული, სექსუალური და ა.შ.

გთავაზობთ 10 ცნობილი ქალის საყვარელ სუნამოებს:

1. მერლინ მონრო, „შანელის №5“ და „ფლორის“„როუს ჯენარიუმი“ - მილიონობით ქალის მსგავსად მონროც თაყვანისმცემელი იყო „შანელის №5“-ის, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მონროს„ფლორის“„როუზ ჯენარიუმიც“ მოსწონდა. ამ სუნამოს გამოშვება ახლა შეჩერებულია.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

2. ჯეკი კენედი - მისი საყვარელი სუნამო „ჯოი“ გახლდათ. წლების განმავლობაში ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო იყო. მას ყვავილების მძაფრი არომატი ჰქონდა. მხოლო ერთი ტუბი სუნამოს შექმნას 10 000 ჟასმინი და 280 ვარდი სჭირდებოდა. „ჯოი“ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სუნამოდ ითვლება.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

3. გრეის კელი, „კრიდ ფლორისიმო“ - მას შემდეგ რაც გრეის კელი მონაკოს პრინცესა გახდა, ის იყენებდა „კრიდ ფლორისიმოს“.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

4. ელიზაბეტ ტეილორი, ჟან დესპრეზის „ბალ ა ვერსალი“ - ჩვენს ეპოქაში ბევრ ცნობილ ადამიანს სუნამოს საკუთარი ხაზი აქვს, მაგრამ ელიზაბეტ ტეილორი ამ სფეროში პიონერი იყო. ის იყო ვარსკვლავი, რომელმაც პირველმა გამოუშვა საკუთარი სუნამო. თუმცა საკუთარის გარდა, მისი საყვარელი სუნამო ჟან დესპრეზის „ბალ ა ვერსალი“ იყო, რომელსაც როზმარინის, ფორთოხლის ყვავილისა და ვანილის არომატი ჰქონდა.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

5. ნატალი ვუდი, „ჯანგლ გარდენია“ - მისი სურნელი მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკურ არომატად ითვლებოდა. ნატალის ქალიშვილმა ნატაშა გრეგსონმა მსგავსი არომატის სუნამო გამოუშვა და დედის პატივსაცემად უბრალოდ „ნატალი“ დაარქვა.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

6. პრინცესა დაიანა - დაიანა QuelquesFleuers იყენებდა, პრინცესას მოსწონდა სუნამოს ყვავილების ნოტები, რომელიც ჟასმინისა და ვარდის სურნელის ნაზავი იყო. ასევე პრინცესას მოსწონდა ჰერმესის “24 Faubour”, რომელსაც ფორთოხლის ყვავილის, ატმისა და ქარვის არომატი ჰქონდა.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

7. დოროთი დენდრიჯი, „ტაბუ“ - დოროთი პირველი შავკანიანია, რომელიც ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში იყო ნომინირებული. მსახიობი იყენებდა „ტაბუს“. ის თვლიდა, რომ სუნამოს შეუძლია ადამიანს სექსუალურობა შეჰმატოს და ეს სუნამო ამაში ეხმარებოდა.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

8. ავა გარდნერი, კრიდ ფლორის The Rose Bulgare - ავას ძალიან მოსწონდა ვარდისა და მწვანე ჩაის არომატით შექმნილი სუნამო.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

9. ოდრი ჰეპბერნი, ჟივენში L’Interdil - სუნამო ჰუბერტ დე ჟივენშიმ სპეციალურად ოდრისთვის შექმნა 1957 წელს. ეს არის ვარდის, ჟასმინის, იისა და ნარცისების სურნელის ნაზავი.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო

10. კეტრინ ჰეპბერნი - ის 1933 წელს გამოშვებულ სუნამოს,Vol de Nuit-ს იყენებდა. სუნამოს პიკანტური არომატი ჰქონდა და ის შეიცავდა ბერგამოტის, ჟასმინისა და ვანილის არომატს.

ვარსკვლავების სურნელი - 10 ცნობილი ქალი და მათი საყვარელი სუნამო



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>