ვერძი
თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ასეთი აზრები მაშინ, როდესაც თქვენი ყოფილი დაიწყებს სხვასთან შეხვედრას, და თქვენში გაიღვიძებს ბანალური კონკურენციის სული. თქვენ ყოფილი კი არ გჭირდებათ, არამედ, შეჯიბრების პროცესი და შეგრძნება მოგწონთ. თუ გაიმარჯვებთ, თქვენი ინტერესი მომენტალურად ჩაქრება გამარჯვებასთან ერთად.
კურო
შესაძლებელია, თქვენ ცოტა დრო არ დაგჭირდებათ, რომ დაივიწყოთ განშორების გამო გამოწვეული ტკივილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აღარ მოინდომებთ ასეთი ტკივილის განცდას უახლოეს დროში. როდესაც ნდობა დაკარგულია, თქვენ არ დაიწყებთ მის აღდგენას.
ტყუპები
პირველ რიგში არ გინდათ იმყოფებოდეთ საპასუხისმგებლო ურთიერთობებში. თქვენ არ განიცდით ნეგატივს წარსულის მიმართ, თანხმდებით მეგობრულ ურთიერთობებზე და თანაც უარს არ ამბობთ სტუმრად ყოფილების დაპატიჟებაზე, მაგრამ თქვენი ურთიერთობების სასიყვარულო ნაწილი დამთავრებულია.
კირჩხიბი
როგორც ჩანს, თქვენ ძალიან გინდათ დაიბრუნოთ წარსული და ისევ ერთად იყოთ. თქვენ ყოველთვის გჭირდებათ პარტნიორი, რათა იგრძნოთ თავი თავდაჯერებულად და მშვიდად. გარდა ამისა, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც უბრალოდ ურთიერთობებში ყოფნა მოსწონს, ვიდრე მარტოობა.
ლომი
თქვენს ყოფილებს მოუწევთ პატიებისა და მეორე შანსის თხოვნა, განსაკუთრებით თუ თავად იყვნენ განშორების ინიციატორები. თქვენი ლომური სიამაყე ნებას არ მოგცემთ დაბრუნდეთ ასე მარტივად. თქვენ თვლით, რომ ყველაზე კარგი საშუალებაა დაივიწყო წარსული ურთიერთობები - მოძებნო ვინმე სხვა, და თქვენ ყოველთვის გაქვთ ამ საკითხში არჩევანი.
ქალწული
თქვენ შეიძლება მიგეცათ კიდეც ყოფილისთვის მეორე შანსი, მაგრამ ამის განსაკუთრებული სურვილი არ გაგაჩნიათ. თქვენ მაშინვე იწყებთ ფიქრს ღრმა ანალიზის კუთხით. შეიცვალნენ ისინი, თუ მათი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის კორექტირებული? თქვენ განიხილავთ წარსულ ურთიერთობებს, როგორც ერთ-ერთ საკუთარი წარუმატებლობებიდან, და გირჩევნიათ არ გაიმეოროთ შეცდომები, რათა ბოლომდე არ განიცადოთ გაწბილება.
სასწორი
თქვენ მზად ხართ შეურიგდეთ იქამდე, სანამ ურთიერთივა არ იქნება ძალიან დაძაბული ან რთული. მაგრამ თუ ყოფილები ცუდად გექცეოდნენ, თქვენ არასოდეს არ აპატიებთ მათ და მითუმეტეს არ მისცემთ კიდევ ერთ შანსს. თქვენ მოგწონთ მშვიდობიანი და ცივილიზებული ურთიერთობები, მაგრამ გულში ჩადებაც კარგად იცით.
მორიელი
თუ თქვენი ყოფილები გღალატობდნენ ან გატყუებდნენ, თქვენ შერიგების არანაირ შესაძლებლობას არ განიხილავთ. მაგრამ თუ ამას არ აკეთებდნენ, და თქვენს შორის ჯერ კიდევ არ ჩამქრალა ნაპერწკალი, ყველაფერი შესაძლებელია. გარდა ამისა, ყოფილმა პარტნიორმა იცის, რას უნდა მოელოდეს თქვენგან, და თქვენ ამას, უთუოდ, აფასებთ.
მშვილდოსანი
არა, თქვენ არაფრის აღდგენა არ გსურთ. თქვენ გაგაჩნიათ საკუთარი მორალური კოდექსი და, როგორც ჩანს, ყოფილმა დაარღვია ის. მარტოობა მაინცდამაინც არ გაღელვებთ, ვინაიდან სწრაფად იძენთ საინტერესო ნაცნობებს. ყოფილებს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებთ, მაგრამ არ აპირებთ ფიქრს იმის შესახებ, რომ ყველაფერი შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო.
თხის რქა
შესაძლებელია, თქვენ მზად ხართ დაუბრუნდეთ განახლებულ ურთიერთობებს, თუ თქვენი ყოფილი თანახმაა იმუშაოს საკუთარ თავსა და ქცევებზე. რაღაც დრო დაგჭირდებათ, რომ თქვენ ისევ იგრძნოთ თავი წყვილად, ამიტომ ისევ დაიწყებთ რაღაც ნაკლოვანებებისა და პარტნიორის არასრულყოფილების ნიშნების ძებნას.
მერწყული
ყოფილთან დაბრუნება არაპროდუქტულ საქმედ გეჩვენებათ. რატომ გაიმეოროთ ის, რამაც ვერ იმუშავა წარსულში? მოვიდა დრო იმოძრაოთ წინ. შესაძლოა, თქვენ გინდოდათ მეგობრებად დარჩენა, მაგრამ ეს არაპრიორიტეტულია. თუ მაინც შერიგდით, თქვენ შეიძლება გქონდეთ ბევრი ემოცია და ცრემლი, რაც ნამდვილად სარგებელს არ მოგიტანთ.
თევზები
თქვენ მისცემთ მეორე შანსსაც, მესამესაც, და მეოთხესაც. სინამდვილეში თქვენ ისე ძალიან გინდათ დაბრუნდეთ ყოფილ პარტნიორთან, რომ ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოს რომ ამნეზია გქონდათ და არ გახსოვთ რისთვის დაშორდით. გარდა ამისა, თქვენ ყოველთვის პოულობთ იმ მიზეზების გამართლებას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი აირია. თუ გიღალატეს, თქვენ დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ პარტნიორი შეიცვალა. თუ არ იყავით ბედნიერი ურთიერთობებში, თქვენ წარმოიდგენთ, რომ ახალი მცდელობა იქნება ბევრად იღბლიანი.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://www.cluber.com.ua">http://www.cluber.com.ua</a>