თუ იმედგაცრუებული ხართ - 4 რჩევა, რომელიც მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ
- 30.07.2017
ყველა ჩვენგანს გვქონია ცხოვრებაში რთული მომენტი და ვყოფილვართ იმედგაცრუებულნი. იმედგაცრუება შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანს, რომელიც მოგვწონდა, სამსახურს, რომელიც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ველოდით.
მკვლევარები ამბობენ, რომ იმედგაცრუება არის მწუხარების ფორმა, რაიმის დაკარგვით გამოწვეული განცდა, ეს არის არაკომფორტული სივრცე ადამიანის მოლოდინსა და რეალობას შორის.
თუკი თავს იმედგაცრუებულად გრძნობთ, ან ოდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, გთავაზობთ ფსიქოლოგის რჩევებს, რომელიც მდგომარეობიდან გამოსვლაში და რეალობის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ:
1. გვჯერა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ რაიმეს შეუძლია ბედნიერება მოგვიტანოს - ვავითარებთ ფიქსირებულ იდეებს იმისას, თუ რა გაგვხდის ბედნიერს. გონებას ვამუშავებთ ისე, რომ ვიწყებთ დაჯერებას, რომ სწორედ ეს გაგხვდის ბედნიერს, მხოლოდ მაშინ ვიქნებით ბედნიერი, როცა მას მივიღებთ და როცა ვერ ვიღებთ სასურველს, თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობთ.
ფსიქოლოგების თქმით, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ სასურველის მიღების შემთხვევაში ბედნიერი იქნებით. რეალურად ფაქტები იმისა, რომ სასურველის მიღების შემდეგ ადამიანებმა ბედნიერება იპოვეს, ძალიან ცოტაა.
გამოცდილება აჩვენებს, რომ როცა ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ მოცემული მომენტით, გაცილებით უფრო ბედნიერები ვართ. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, თუ როგორ იყოთ ბედნიერები მოცემული მომენტით და არა იმაზე, რომ ერთ დღეს, როდესაც სასურველს მიიღებთ, ბედნიერი გახდებით.
2. გვჯერა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ბედნიერება მოგვიტანოს - არ შეიძლება დაჯერება მოსაზრების, რომ თუ იმ „ერთს“ შევხვდებით ყველაფერი სიხარულით აივსება და ვიქნებით იმაზე ბედნიერები, ვიდრე ოდესმე.
წარმოიდგინეთ, შეხვდით ადამიანს, რომელიც მაღალი და სიმპათიურია, მას დიდი ალბათობით სხვა პოზიტიურ მახასიათებლებსაც მიაწერთ (მაგ: მდიდარი, ინტელიგენტი, სექსუალური, მხიარული), მაგრამ რეალურად მხოლოდ ის იცით, რომ ის მაღალია და სიმპათიურია. როდესაც გაიცნობთ, დიდი ალბათობით, იმედგაცრუებული რჩებით.
მოლოდინი, უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომაც ვრჩებით იმედგაცრუებულები. ასე ხდება, როცა წარმოვიდგენთ რომ „ის ერთი“ მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას. ეცადეთ ცხადად წარმოიდგინოთ სურათი, არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება.
3. ვაწესებთ დროის ლიმიტს - რა დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც გვსურს? - არსებობს დაუწერელი კანონები იმისა, თუ რამდენ ხანში უნდა შეძლოს ადამიანმა წარმატების მიღწევა, რა ასაკში უნდა დაქორწინდეს და ა.შ. ვუყურებთ თანატოლებს და ვადარებთ მათ საკუთარ თავს.
როცა ვხედავთ, რომ ჩვენმა თანატოლებმა უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეს, ჩვენ იმედგაცრუებულები ვრჩებით, უფრო მეტიც, ამის გამო შეიძლება საერთოდ დავნებდეთ.
არარეალურია ყველა თქვენი ნაბიჯი სხვისას შეადაროთ. თქვენი და მათი რეალობა განსხვავებულია. ის, რომ სხვამ თქვენზე ადრე მიაღწია წარმატებას არ ნიშნავს, რომ ხელმოცარული ხართ. შეიძლება თქვენ უფრო მეტი დრო გჭირდებათ.
4. გვაქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული იდეები, თუ როგორ უნდა მივიღოთ სასურველი - როდესაც რაიმეს სურვილი გვაქვს, ვიწყებთ ფიქრს და ვეძებთ გზებს ამ სურვილის განსახორცილებელად და თუ ვერ ვიპოვით გზას, მარტივად ვნებდებით, ან შეიძლება გავაკეთოთ სქემა სასურველის მისაღებად. როდესაც ცხოვრება არ მიდის ჩვენი გეგმის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ არ შეგვიძლია მიზნის მიღწევა, ხელმოცარულები და იმედგაცრუებულნი ვართ.
უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ქმედებების შედეგი შეიძლება არ იყოს ის, რასაც ელოდით. განიხილეთ მიზნის მიღწევის ბევრი გზა, იყავით გახსნილი და მიიღეთ შესაძლებლობები. არ არის აუცილებელი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს. მთავარია მიიღოთ ის, რაც გსურთ.
თემები: მიზანი, რჩევები, იმედგაცრუება
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია