აღმოსავლეთის 9 პრინცესა, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევენ - როგორ გამოიყურებიან შეიხების ცოლები
- 04.08.2017
აღმოსავლური სილამაზე 21-ე საუკუნეში მხოლოდ ბურკაში აღარ არის დამალული, მაგრამ ბევრი ქალი ჯერ კიდევ ვერ ბედავს ჩაიცვას ისე, როგორც შეიხების ცოლები იმოსებიან.
9. რანია ალ აბდულა
იორდანიის დედოფალი, მეფე აბდულა მეორის ცოლია და დედა პრინცი ჰუსეინის, რომელიც მოქმედი ტახტის მემკვიდრეა. რანია აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებების დასაცავად აღმოსავლეთში, მოუწოდებს მათ შეიცვალონ ჩაცმის ტრადიციული სტილი. დედოფალს ძალიან უყვარს არმანის ტანსაცმელი და მოდური ჟურნალებისთვის გადაღება.
8. ამირ ალ ტავილი
ულამაზესი ამირი საუდის არაბეთის პრინცის მეუღლე იყო, თუმცა მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა. ისინი 2014 წელს განქორწინდნენ, ოფიციალური ინფორმაციით გაყრის მიზეზი საქორწინო კონტრაქტის ის პუნქტი გახდა, სადაც ეწერა, რომ ტავილს შვილის გაჩენა არ შეეძლო, რადგან პრინცს პირველი ქორწინებიდან მემკვიდრე უკვე ჰყავდა.
ამირი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და მუსლუმანურ ქვეყნებში ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვის.
ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ტრადიციულ სამოსზე უარი თქვა და საოცრად დახვეწილ და თანამედროვე სამოსს ატარებს.
7. დინა აბდულა ალ საუდი
საუდის არაბეთის პრინცესა ძალიან განსხვავებულია თანამემამულე ქალებისგან. ის არც ჰიჯაბს ატარებს, არც ბურქას. დინას აქვს საკუთარი ექსკლუზიური სამოსის მაღაზიაც. მოკლე თმით, მოკლე კაბებით და ექსცენტრიკული სამოსით ყოველთვის უსვამს ხაზს ევროპულ იმიჯს. პრინცესას სამი შვილი ჰყავს და დიდ დროს ატარებს ოჯახთან ერთად.
6. შეიხა მოზა
ქალი, რომელმაც არაბული სამყაროს სტერეოტიპები დაანგრია. ის კატარის ყოფილი ამირის მეორე ცოლია. შეიხა მოზა სოციოლოგიის ბაკალავრია და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ითვლება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის კუთხით. ის ერთ-ერთი პირველი ქალია ამირების ცოლებიდან, რომელიც მეუღლეს ოფიციალურ მიღებებზე ახლდა. მოდის სამყაროში კი საკულტო ფიგურად ითვლება. ჰყავს 7 შვილი და ტანისამოსის შერჩევისას თავისი ქვეყნის რელიგიურ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს.
5. ჰაია ბინტ ალ ჰუსეინი
იორდანიის მეფე ჰუსეინის და მისი მესამე ცოლის — დედოფალი ალიას ქალიშვილი, მეფე აბდულა II-ის ნახევარი და. პრინცესა ჰაია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მეოთხე და უმცროსი მეუღლეა. მისი გატაცება ცხენით ჯირითია. ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ჰაია საქველმოქმედო საქმიანობას ჩაუდგა სათავეში. პრინცესა გაეროს მშვიდობის ელჩია.
4. ლალა სალმა
მაროკოს მეფე მუჰამედ მეექვსის პირველი მეუღლე წითურ პრინცესად არის აღიარებული. ლალა სალმა არ მალავს სახეს და ბურკის გარეშე ჩნდება საზოგადოებაში. მას თანამედროვე პროფესია აქვს - მართვითი სისტემის ინჟინერია.
3. ფატიმა კულსუმ ზოჰარი
საუდის არაბეთი ყველზე დახურული და რელიგიური სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ დედოფლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფატიმა დედოფლად 2012 წელს გამოაცხადეს. მისი ფოტოებიც პრესაში ბურკის გარეშე მაშინ გავრცელდა, რაც ამ სამყაროსთვის წარმოუდგენელია.
2. შეიხა მაიტა ბინთ მოჰამმედ ბინ რაშინ ალ მაკტოუმი
მაიტა დუბაის შეიხის ყველაზე უმცროსი შვილია. მაიტა ტაიკვანდოსა და კარატეს სპეციალისტია. 2006 წელს სპორტის სწორედ ამ სახეობებში აზიის თამაშებზე ვერცხლის მედალი და მსოფლიო აღიარება კი მოიპოვა. ის განსაკუთრებულად უყვართ სამშობლოში.
1. დანა ალ ხალიფა
კიდევ ერთი აღმოსავლეთის პრინცესა, რომელიც გატაცებულია მოდით და ის ნამდვილად ინსტაგრამის ვარსკვლავია. ის იმდენად გავლენიანია, რომ მსოფლიოში არაერთი გოგონას შთაგონების წყაროდ იქცა.
თემები: პრინცესები, დედოფალი, შეიხი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>