LIFE

რატომ არ უნდა შეწყვიტოთ ფლირტი პარტნიორთან არასოდეს?

რატომ არ უნდა შეწყვიტოთ ფლირტი პარტნიორთან არასოდეს?

მუდმივი ფლირტი მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ამის შესახებ ბლოგერი ნიკ დუგლასი წერს და აღნიშნავს, რომ მის ცოლს არასოდეს შეუწყვეტია მასთან ფლირტი.

„ჩემი ცოლი ფლირტის ნამდვილი ოსტატია. მან იცის, რომ ფლირტი არ არის მხოლოდ ადამიანებისთვის, რომლებმაც ახლახანს გაიცნეს ერთმანეთი. ფლირტი ისეთივე მნიშვნელოვანია მრავალწლიან ურთიერთობაშიც, როგორც ურთიერთობის დასაწყისში“, - წერს ბლოგერი.

დაიბრუნეთ ძველი ჩვევები და მოიქეცით პარტნიორთან ისე, როგორც ურთიერთობის დასაწყისში. უთხარით კომპლიმენტები როგორც ამას ადრე აკეთებდით, შეეხეთ ისე, თითქოს არასოდეს გინახავთ შიშველი.

ფლირტის წესები, როცა უკვე თქვენი ურთიერთობა წლებს ითვლის, არ იცვლება და ზუსტად იგივეა, როგორც ახალგაცნობილების შემთხვევაში. გარდა ამისა, თქვენ უკვე იცით საზღვრები, იცით რა მოსწონს პარტნიორს.

მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენი ურთიერთობა თითქოს თავიდან დაიბადა, უფრო საინტერესო გახდა. ფლირტის წყალობით თანაცხოვრება უფრო მყარი გახდება.

რატომ არ უნდა შეწყვიტოთ ფლირტი პარტნიორთან არასოდეს?

შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი პაემანი და სხვა მნიშვნელოვანი მომენტები, რომელთა საშუალებითაც ურთიერთობის ყველაზე ლამაზი მომენტები ამოგიტივტივდებათ. აღმოაჩენთ, რომ ძველი გრძნობა დაბრუნდა, თითქოს ახლა შეგიყვარდათ.



<a href="http://lifehacker.com">http://lifehacker.com</a>