LIFE

ტყუილები "სექსი დიდი ქალაქიდან"

ტყუილები "სექსი დიდი ქალაქიდან"

ვის არ უყვარს სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" და მისი მთავარი გმირი, ქერი ბრედშოუ?! მომხიბვლელი, წარმატებული, დახვეწილი, ნიჭიერი, თამამი... ყველას, ვისაც წაუკითხავს ქენდის ბუშნელის „ქერის დღიურები“ ან უნახავს ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული სერიალი და ფილმები, არასდროს დაავიწყდება ქერისა და მისი მეგობრების თავბრუდამხვევი ცხოვრება ნიუ-იორკში. „სექსი დიდ ქალაქში“ ეს არის - საოცნებო კაცების გარემოცვა, წვეულებები, მოდური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დიდი შემოსავალი! მოკლედ, გლამურული ცხოვრების ყველა სიკეთე და მომხიბვლელობა!

მართალია, ეს მხოლოდ ლიტერატურაა და კინო, მაგრამ ვინ მოგვახსენა, რომ მასში ყველაფერი გამოგონილი უნდა იყოს და არაფერი არ უნდა დავიჯეროთ?! არც არავინ! თუმცა, ფრთხილად! შეგიძლია მას ბევრ რამეში მიბაძო, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ქერი ბრედშოუ ლამაზი გმირია და მისი ცხოვრებაც მეტ-ნაკლებად ლამაზი ზღაპარი. ამიტომაც ნუ დაიჯერებ, როცა ის ამტკიცებს:

7. ნიუ-იორკში საცხოვრებლად საკმარისია კვირაში მხოლოდ ერთხელ დაბეჭდილი სვეტის ჰონორარი შესანიშნავია, არა? თან, უბრალოდ, ნიუ-იორკში კი არა, მის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ უბანში იცხოვრებ. სამწუხაროდ, ტყუილია. არამხოლოდ ნიუ იორკში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბლოგერებს და ჟურნალისტებს დიდი ჯაფა აწევთ, იმისთვის, რომ თავი შეინახონ.

ტყუილები

6. მოდური თუ ხარ, რად გინდა საკვები ? ჯერჯერობით არავის უთქვამს: „მოდი, დღეს არ შევჭამ და მხოლოდ მოდის ჟურნალებს დავათვალიერებ“.

ტყუილები

5. მთელი დღე შეძლებ, 16-სანტიმეტრიან ქუსლებზე სირბილს. ცნობილი დიზაინერის, ბოლო კოლექციის, საოცნებო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არაჩვეულებრივია წვეულებაზე, დაბადების დღეზე, ქორწილში. თუმცა ასეთი ფეხსაცმლით არცთუ ისე კომფორტულად იგრძნობ თავს მთელი დღე, გადარბენაზე, ტრანსპორტსა თუ ქუჩაში.

ტყუილები

4. რატომ უნდა იმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როცა ყველგან ტაქსი მიგიყვანს?! ტაქსით მგზავრობა არც ისე იაფია, მით უმეტეს 24/7-ზე და მით უმეტეს, მწერლის ბიუჯეტისთვის. ამის მაგივრად ხშირად მოგიწევს გაჩერებებზე ლოდინი და არც ისე კომფორტული მგზავრობა.

ტყუილები

3. შეძლებ იყიდო ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ უბანში დიდი ბინა, ოთახი-გარდერობით. არანაირი მეზობელი, დიდი ფართობი, ყველაფრისთვის ცალ-ცალკე ოთახი... :) ამაზე მოდით,კომენტარს არ გავაკეთებთ. 

ტყუილები

2. არა უშავს, თუ ქირის ფული ფეხსაცმელებში დახარჯე ამ ამბით არა მგონია, რომელიმე ბინის მეპატრონე ბედნიერი დაგრჩეს. იმის მაგივრად, რომ გადაიხადო ქირის ფული, უბრალოდ, იყიდე მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელები - აბა, რა, ბინის პატრონი ხომ გაგებით მოეკიდება ამ ამბავს?!

ტყუილები

1. მარტივია, გაიცნო იდეალური მამაკაცი გეტყვი სიმართლეს: როდესაც ხარ მარტო და არ გყავს არავინ, შეიძლება იდეალისგან ძალიან შორს მყოფ მამაკაცს დათანხმდე პაემანზე :)

მოკლედ შევთანხმდეთ,ასე ვერავინ ცხოვრობს ფილმის პერსონაჟების გარდა, თუმცა გულს ნუ გაიტეხთ, ეს სერიალი თქვენი განწყობის გამოკეთებას ყოველთვის შესძლებს.

ტყუილები



<a href="allwomanstalk.com">allwomanstalk.com</a>