11 მარტივი ხერხი - როგორ გახადოთ თქვენი ცხოვრება პოზიტიური და სასარგებლო
- 04.09.2017
ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობისას, ხშირად ვხდებით რუტინის მძევლები და გვავიწყდება იმის შესახებ, როგორი მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიმართ ყურადღება და სიყვარულის გამოვლენა. შედეგად სულ უფრო ხშირად დგება მომენტი, როდესაც ხვდებით, რომ ურთიერთობა გაცივდა.
გთავაზობთ 11 ხერხს, რომლებსაც შეუძლია შემოაბრუნოს ურთიერთობები ოჯახში და მის საზღვრებს გარეთ და აღადგინოს საკუთარი სულიერი წონასწორობა.
1. მოეხვიეთ საყვარელ ადამიანს მინიმუმ დღეში ერთხელ
თუნდაც 20-30 წამის განმავლობაში... შეხება იწვევს ორგანიზმში მიჩვევისა და სიამოვნების ჰორმონის გამომუშავებას. გრძნობა, რომელიც ამის შემდეგ ჩნდება, მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ, მოგანიჭებთ სითბოს და სინაზეს.
2. აქტიურად გამოიყენეთ ურთიერთობებში თანამედროვე ტექნოლოგიები
ნუ დაიზარებთ ყოველ დღე მიწეროთ საკუთარ რჩეულს თქვენი სიყვარულის შესახებ, გაიხსენეთ ორივესთვის ძვირფასი მომენტები და ისტორიები. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ - ტელეფონის თუ სოცქსელების მეშვეობით.
3. გაანებრივეთ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო წვრილმანით
სამსახურიდან სახლში წამოსვლისას გაიხსენეთ საყვარელი ადამიანის პატარა სისუსტეები. შეიძლება ეს იყოს გემრიელი ტკბილეული ან არომატული ყავა. წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდება, თუ მიიღებს თქვენგან ასეთ სიურპრიზს მიზეზის გარეშე.
4. ხშირად გაიხსენეთ ძველი მეგობრები
თუ თქვენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელსაც ხშირად ვერ ნახულობთ, მაგრამ ძალიან ძვირფასია თქვენთვის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობებს არ სჭირდება „კვება“. შეახსენეთ, როგორი ძვირფასია თქვენთვის, მიწერეთ, რომ ათვალიერებდით ძველ ფოტოებს, გაგახსენდათ და ძალიან გინდათ შეხვდეთ.
5. მოიქეცით ისე, რომ თქვენმა ბავშვმა ხშირად გაიღიმოს
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვებს სხვებზე მეტად სჭირდებათ თქვენი ყურადღება და ზრუნვა. და საქმე მუდმივ საჩუქრებში სულაც არ არის. საკმარისია სასკოლო სადილში ჩაუდოთ ბარათი „სიყვარულით, დედა“ და დატოვოთ გზავნილი სურვილებით მის ჩანთაში.
6. ბავშვთან ურთიერთობაში მუდმივად გამოავლინეთ ფანტაზია
გახდეთ ბავშვისთვის ჯადოქარი არც ისე რთულია. მაგალითად, შეგიძლიათ გაალამაზოთ მისი გაღვიძების რთული პროცესი. პატარას გვერდით ბალიშზე დაუდეთ მცირე სიურპრიზი ან საყვარელი კანფეტი, და ეს აუცილებლად გამოიწვევს ღიმილს პატარა მძინარას სახეზე.
7. ხშირად შეაქეთ ბავშვი და მოიწონეთ მისი ქმედებები
ხშირად შეახსენეთ ბავშვს, როგორი მნიშვნელოვანია ის თქვენი ოჯახისთვის, რამდენი კარგი რამ გააკეთა დღეს და როგორ გიხარიათ მისი წარმატებები, თუნდაც უმნიშვნელო.
8. გაანებივრეთ კოლეგები
ჯანმრთელი ფსიქოლოგიური კლიმატი კოლექტივში - წარმატებული და ნაყოფიანი მუშაობის საწინდარია, და თქვენ ყველაზე საუკეთესოდ შეგიძლიათ ამაზე მოახდინოთ გავლენა. გაიყოლეთ არომატული ფუნთუშები ან გაუმასპინძლდით თანამშრომლებს სახლში გამომცხვარი ნამცხვრით.
9. შეპირდით საკუთარ თავს და ეცადეთ შეასრულოთ დანაპირები
უმჯობესია ჩაიწეროთ ისინი ფურცელზე: კვირის დასაწყისში შეადგინეთ მოკლე სია 5-7 პუნქტისგან და სცადეთ შეასრულოთ 7 დღეში რომელიმე ერთი მაინც.
10. აიხდინეთ ოცნებები
თუ დიდიხანია ვერ ბედავთ იმას, რომ გაანებივროთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი, მოიქეცით ასე: დაჭერით ფულის კუპიურის ზომის რამდენიმე ქაღალდი, დაწერეთ მასზე საკუთარი სურვილები და ჩადეთ საფულეში. ყოველთვის, როცა ფულის ნაცვლად ხელში აღმოჩნდება ეს ფურცელი, სასწრაფოდ გაიქეცით მაღაზიაში და იყიდეთ ის, რაც მასზე წერია.
11. ყოველ დღე გააკეთეთ კეთილი საქმეები
თუ ქუჩაში დაინახეთ ლამაზი ადამიანი, ნუ მოგერიდებათ, უთხარით მას კომპლიმენტი. თუ მოგინდათ აჩუქოთ ბავშვს კანფეტი ან დაეხმაროთ მოხუცს მძიმე ჩანთების მიტანაში, თამამად იმოქმედეთ! ეს ხომ შესანიშნავია - ყოველდღიურად გახდე უფრო კეთილი და უკეთესი.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია