ჯანმრთელობა

ყავის მოყვარულები ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ - ესპანური კვლევის შედეგი

ყავის მოყვარულები ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ - ესპანური კვლევის შედეგი

ადამიანების უმეტესობა გიჟდება ყავაზე. მიზეზი იმისა, რომ ყავა ძალიან გვიყვარს, მხოლოდ სასიამოვნო არომატი არ არის. მისი საშუალებით, ვართ უფრო ენერგიულები და საქმეზე კონცენტრირებულები.

მიუხედავად ყავის სასარგებლო თვისებებისა, ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღება მავნებელია, თუმცა ყავის მოყვარულებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ ახალი ესპანური კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს.

კვლევის თანახმად, დიდი რაოდენობით ყავის მიღება ამცირებს სიკვდილის რისკს და ის ადამიანები, რომლებიც ბევრ ყავას მიირთმევენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

ყავის მოყვარულები ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ - ესპანური კვლევის შედეგი

კვლევაში მონაწილეობდა 19 986 საშუალო ასაკის ადამიანი და მათ 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის შედეგი ევროპის კარდიოლოგთა კონგრესზე, ბარსელონაში წარადგინეს.

დასკვნაში აღნიშნულია, ადამიანი რომელიც მიირთმევს ყავას ყოველ დღე, როგორც წესი, ცოცხლობს უფრო დიდხანს, ვიდრე ის, ვინც იშვიათად მიირთმევს, ან საერთოდ არ სვამს.

კვლევის მთავარი დასკვნა კი შემდეგია - „ყავის დიდი რაოდენობით მოხმარება ამცირებს სიკვდილის რისკს“.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყავა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირების ხარისხს, ამცირებს შემეცნებითი დისფუნქციის რისკს და აქვს ანტიოქსიდანტის ფუნქციები.

ყავის მოყვარულები ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ - ესპანური კვლევის შედეგი

კვლევის მონაწილეებს, რომლებიც დღეში 4 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ ჰქონდათ 64 %-ით ნაკლები რისკი სიკვდილის, ვინაიდან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო უფრო სტაბილური, ვიდრე დანარჩენების (იმ ადამიანების, რომლებიც იშვიათად სვამდნენ, ან საერთოდ არ მიირთმევენ ყავას).

„ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ დღეში 4 ფინჯანი ყავა არის ჯანსაღი კვების ნაწილი და მისი მიღება აუცილებელიც კია ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი ადელა ნავარო. 



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>