როდესაც საქორწინო, თუ სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასასწრებ მოსაწვევს ვიღებთ, მასზე დატანილია „დრეს კოდი“, რომლის შესაბამისადაც უნდა ჩავიცვათ.
ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის შესაძლოა გაუგებარი აღმოჩნდეს ის, თუ როგორი სამოსის ჩაცმას ითვალისწინებს ეს თუ ის „დრეს კოდი“. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ განვიხილოთ 9 მთავარი „დრეს კოდი“ და შემოგთავაზოთ ის სამოსი, რომელიც თითოეულ მათგანს შეესაბამება.
1. თუ მოსაწვევზე მითითებული „დრესკოდია“ Black Tie - მამაკაცებისთვის საკმაოდ მარტივია ასეთ დროს სამოსის შერჩევა. მამაკაცმა აუცილებლად შავ-თეთრი კლასიკური სამოსი უნდა ჩაისვას, შეუძლია არჩევანი გააკეთოს ჰალსტუხსა და ბაფთას შორის, თუმცა ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა ეკეთოს.
რაც შეეხება ქალების ჩაცმის სტილს, ასეთ დროს სამოსის შერჩევა ცოტა სახიფათოა. საუკეთესო გზაა ჩაიცვათ გრძელი კაბა. კაბის ფერი აუცილებლად უნდა იყოს ღია, მსუბუქ ტონებში - კრემისფერი, ღია ვარდისფერი, შესაძლებელია თეთრიც. რაც შეეხება სამკაულს, უნდა გაიკეთოთ კლასიკური და დახვეწილი სამკაული, თუმცა გაითალისწინეთ, რომ არ გადაიტვირთოთ.
2. თუ მოსაწვევზე მითითებული „დრეს კოდია“ - Black Tie Optional - წარმოიდგინეთ, რომ ოსკარის ცერემონიაზე მიდიხართ და რაღაც განსაკუთრებული უნდა ჩაიცვათ. არჩევანი შეაჩერეთ ან შავ კაბაზე და ძალიან ღია ფერების სამოსზე. კაბა ამ შემთხვევაშიც გრძელი უნდა იყოს. შესაძლებელია ჩაიცვათ მუხლს ოდნავ ქვემოთ კაბაც.
3. თუ მოსაწვევზე „დრეს კოდის“ ველში მითითებულია Creative Black Tie - ეს საშუალებას გაძლევთ სამოსის შერჩევას შემოქმედებითად მიუდგეთ და ცოტა ექსტრავაგანტულობაც გაურიოთ. მამაკაცს შეუძლია ასეთ დროს ჩაიცვას ე.წ. პინგვინი კოსტიუმი, ქალებს კი შეუძლიათ ცოტა რისკი გაწიონ, ჩაიცვან რაღაც განსხვავებული, თუმცა აუცილებელია ტრენდული დეტალები.
4. თუ „დრეს კოდია“ Cocktail - მამაკაცს შუძლია ჩაიცვას შავი პიჯაკი ამავე ფერის ჰალსტუხთან. ქალებს კი ეს „დრეს კოდი“ საშუალებას აძლევთ, რომ მოკლე კაბაზე შეაჩერონ არჩევანი. შეგიძლიათ ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ჩაიცვათ თქვენი საყვარელი „პატარა შავი კაბა“.
5. თუკი „დრეს კოდი“ არის სადღესასწაულო - ასეთი „დრეს კოდი“ ძირითადად შობისა და ახალი წლის დღეებში გამართულ წვეულებებზეა. ეს არის დრო, როცა სადღესასწაულოდ უნდა გამოეწყოთ, უნდა ბრწყინავდეთ. სადღესასწაულო და და კოქტეილის დრეს კოდი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თუმცა სადღესასწაულო უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევთ. მაგ: შეგიძლიათ სვიტერი შეუსაბამოთ ბრჭყვიალა კაბას. არ ხართ ფერების შერჩევისას შეზღუდული. შეგიძლიათ გაიკეთოთ მკვეთრი მაკიაჟი, მთავარია, რომ ბრწყინავდეთ.
6. „დრეს კოდი“ Business Formal - ასეთი „დრეს კოდის“ მოთხოვნა ძირითადად ფორმალური ბიზნეს შეხვედრების მოსაწვევებზეა დატანილი. მამაკაცებისთვის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც უფრო მარტივია სამოსის შერჩევა - ჩვეულებრივი კლასიკური შავი სამოსი. რაც შეეხება ქალებს, თუ კაბის ჩაცმას გადაწყვეტთ, ის არც ძალიან გრძელი და არც მოკლე არ უნდა იყოს. უნდა იყოს კლასიკური და უმჯობესია შავი ფერის, რომელსაც კლასიკურ პერანგსა და პიჯაკს შეუსაბამებთ. ასევე შესაძლებელია, ჩაიცვათ კლასიკური შავი შარვალი. არ დაგავიწყდეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
7. „დრეს კოდი“ Business Casual - არაფორმალური ბიზნეს შეხვედრების დროს სწორედ ასეთი, ჩვეულებრივი, მარტივი ბიზნეს-სტილის დაცვაა საჭირო. არ არის აუცილებელი კლასიკური პერანგის, ან პიჯაკის ჩაცმა. შეგიძლიათ, კლასიკურ შარვალსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს სვიტერიც შეუსაბამოთ. ასეთ დროს უფრო მეტი იმპროვიზაცია და შემოქმედებითი ხედვა შეგიძლიათ გამოიყენოთ.
8. „დრეს კოდი“ Casual Dressy – ეს არის ყოველდღიური ჩაცმის სტილი, რომელიც მცირედით გზღუდავთ - თქვენ არ შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერი რამ, რასაც მოისურვებთ. სამოსი რომელსაც შეარჩევთ, აუცილებლად უნდა იყოს ტრენდული.
9. „დრეს კოდი“ - ჩვეულებრივი, ყოვლედღიური სტილი - ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაიცვათ ყოველდღიური სამოსი, შეარჩიოთ ისეთი სტილი, რომელშიც თავს უბრალოდ კომფორტულად გრძნობს, თქვენგან ამ შემთხვევაში ტრენდულობას არავინ ითხოვს.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, რჩევები, დრესკოდი
<a href="https://women.com">https://women.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია