ვინ არის 3 ყველაზე ტრენდული ქართველი მამაკაცი - Trend-Ge-ს მკითხველთა არჩევანი
- 10.10.2017
ვინ არის ყველაზე ტრენდული ქართველი მამაკაცი? - აღნიშნულის გასარკვევად Trend.Ge-მ ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა.
ვინ მიგაჩნიათ ყველაზე ტრენდულ ქართველ მამაკაცად?
გამოცემის მკითხველებმა თავიანთი ფავორიტი დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეობა 1245-მა ადამიანმა მიიღო.
მესამე ადგილზე თანაბარი 7-7%-ით სამი მამაკაცი გავიდა - მსახიობი ზურა ყიფშიძე, ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ბახუტაშვილი და მწერალი გიორგი კეკელიძე.
ყველაზე ტრენდულ მამაკაცებს შორის მეორე ადგილზე მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანია მას ხმა გამოკითხვაში ჩართულთა 12-მა პროცენტმა მისცა ხმა.
რაც შეეხება პირველ ადგილს - ჩვენი გამოკითხვის მიხედვით,Trend.Ge-ს მკითხველებს ყველაზე ტრენდულ მამაკაცად ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია მიაჩნიათ. ის გამოკითხვაში 16%-ით პირველ ადგილს იკავებს.
Trend.Ge მალე ანალოგიურ გამოკითხვას ქალების შესახებაც შემოგთავაზებთ. გამოკითხვის შედეგად ყველაზე ტრენდულ ქართველ ქალს გამოვავლენთ.
თემები: ტრენდი, მამაკაცები, გამოკითხვა, რჩეული
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია