როგორი სექსი სურთ ქალებს და რა ეხმარებათ მათ ორგაზმის მიღწევაში? - ახალი კვლევის შედეგი
- 12.10.2017
ქალის ორგაზმი წლების განმავლობაშიშეუსწავლელი იყო. მამაკაცებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ ქალმა ორგაზმს მიაღწიოს. თუ თვლით, რომ ეს მხოლოდ ვაგინალური შეღწევაა, ცდებით, ასე არ არის.
ჟურნალში „სექსისა და ქორწინების თერაპია“, გამოქვეყნდა კვლევა იმის შესახებ,თუ როგორ აღწევენ ქალები ორგაზმს.
ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა დებრა ჰერბენიკმა კოლეგებთან ერთად შეისწავლა ის, თუ რა ანიჭებთ საწოლში ყველაზე მეტ სიამოვნებას ქალებს და რა ზრდის მათ სექსუალურ აქტივობას, რა ეხმარება მათ ორგაზმის მიღწევაში.
მკლვევარებმა გამოკითხეს 1 055 ამერიკელიქალი. მათი ასაკი 18-დან 94 წლამდე მერყეობდა. კვლევაში ჩართულ ქალებს უნდა ეპასუხათ კითხვებზე, რომლებიც შეეხებოდა სექსუალურ აქტივობასა და სექსუალურ სტიმულაციას.
კვლევაში ჩართული ქალების 18,4%-მა თქვა, რომ მათთვის საკუთარ თავთან სექსუალური კავშირი საკმარისი იყო ორგაზმის მისაღწევად, 36,6%-მა თქვა, რომ ორგაზმის მიღწევაში ინტიმური სიახლოვის დროს კლიტორის სტიმულაცია ეხმარებოდათ, ასევე 36% ამბობდა, რომ კლიტორის სტიმულაცია არ იყო საჭირო, მაგრამ საჭირო იყო სექსის დროს სიხარულისა და სიამოვნების განცდა, რაც ხელს უწყობდა მათ ორგაზმის მიღწევაში.
კვლევაში ჩართული ქალების 2/3 უპირატესობას ანიჭებდა კლიტორის სტიმულირებას, ვინაიდან ასეთ დროს სექსუალურად უფრო მეტად აქტიურობას ავლენდნენ და შედეგად, უფრო მეტ სიამოვნებას იღებდნენ.
კვლევაში ჩართული ქალების ნახევარი ამბობდა, რომ სექსი გაცილებით სასიამოვნოა და ორგაზმის მიღწევაც უფრო მარტივი, როცა პარტნიორი გეუბნება როგორი სექსი სურს. ამავე ქალების აზრით ორგაზმის მიღწევა მით უფრო მარტივია, რაც უფრო მეტი ემოციური კავშირი გაქვს პარტნიორთან.
მკვლევართა იგივე ჯგუფმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. ამჯერად 1 046 ამერიკელი ქალი და 975 ასევე ამერიკელი მამაკაცი გამოკითხეს. მათ უნდა გამოეყოთ სექსუალურ ურთიერთობაში ყველაზე სასიამოვნო ნაწილი - გამოკითხულთა 69, 9%-მა თქვა, რომ ყველაზე სასიამოვნო ვაგინალური შეღწევაა, 49%-მა თქვა, რომ სექსის დროს კოცნა ყველაზე სასიამოვნოა, 46,6% მიიჩნევსს რომ განსაკუთრებით სასიამოვნო სექსის დროს რაიმე სახის რომანტიკული ქცევაა.
თემები: სექსი, ორგაზმი, სექსი და ძილი, სექსუალური მიზიდულობა
<a href="http://www.iflscience.com">http://www.iflscience.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია