რამ შეიძლება გაგიტეხოთ გული სასიყვარულო ურთიერთობაში - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 13.10.2017
ვნახოთ, რის გამო შეიძლება გეტკინოთ გული და დაასრულოთ ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
1. ვერძი - ვერძი თბილი, გულკეთილი და დამოუკიდებელია. მან უნდა იპოვოს ვინმე ისეთი, რომელიც ასევე დამოუკიდებელია და მარტივად შეუძლია მიხვდეს, თუ რა სჭირდება პარტნიორს. სხვა შემთხვევაში, წარმატებული ურთიერთობა გამორიცხულია. დამოუკიდებელ ადამიანთან ვერძი თავს ცუდად და გულგატეხილად გრძნობს, ის იმედგაცრუებულია და ცდილობს მალე დაასრულოს ურთიერთობა.
2. კურო - კურო ერთგული და ძალიან ჯიუტია. რაიმეზე თუ გაბრაზდა, შესაძლოა, პარტნიორის მხრიდან შეცდომის აღიარებამ და ბოდიშის მოხდამაც კი არ უშველოს. გვერდით ძალიან მომთმენი ადამიანი სჭირდება, რომელიც შეძლებს მის ჯიუტ ხასიათს შეეჩვიოს. თუ კუროს პარტნიორიც ჯიუტია და მას არაფერს უთმობს, მათი თანაცხოვრრბა დიდხანს ვერ გასტანს.
3. ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები თავისუფლების მოყვარულები არიან და ვერ ეგუებიან მის მცირედით შეზღუდვასაც კი. ისინი მარტივად დაანგრევენ ურთიერთობას, თუ თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა. აკრძალვები მათთვის არ არსებობს.
4. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მზრუნველები არიან და როგორც წესი, სხვა ადამიანებისგანაც ამას ითხოვენ. მათ მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. თუ პარტნიორი ასეთი არ არის, ისინი გულგატეხილები და იმედგაცრუებულები არიან.
5. ლომი - ლომი ერთგულია და პარტნიორს არასოდეს ღალატობს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და მუდამ კომპლიმენტებით შემკობა. უყვართ გამარჯვება, შეიძლება არგუმენტები საერთოდ არ ჰქონდეთ, მაგრამ რაიმე საკითხზე თუ თვლიან, რომ მართლები არიან არ უნდა შეეწინააღმდეგოთ. თუ წინააღმდეგობას გაუწევთ, ის იმედგაცრუებული დარჩება და დიდი ალბათობით, ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოუნდება.
6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები არავის ენდობიან. ძალიან ეჭვიანები არიან. აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადამიანთან გქონდეთ სასიყვარულო ურთიერთობა, რომელსაც ბოლომდე ენდობით, სხვა შემთხვევაში, მუდამ ეჭვიანობა თქვენც და თქვენს პარტნიორსაც დაგტანჯავთ და ურთიერთობა საბოლოო ჯამში დაინგრევა.
7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს მოსწონთ სასიყვარულო ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაცდახმარება სჭირდებათ, გამოსასწორებელი ნატურები უყვართ. როცა შედეგს ვერ აღწევენ, ისინი გულგატეხილები რჩებიან.
8. მორიელი - ვნებიანი მორიელი წარმოუდგენლად ეჭვიანია, რაც სასიყვარულო ურთიერთობებში ხელს უშლის. მცირედი ეჭვიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ურთიერთობა დაანგრიოს. უმჯობესია, იმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა აღარ იყოთ ასეთი ეჭვიანი.
9. მშვილდოსანი - მხიარული და თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსანი იმედგაცრუებული რჩება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მის პარტნიორს სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვს და არ შეუძლია მასსავით მხიარული და პოზიტივით სავსე იყოს.
10. თხის რქა - თევზები რთულად შედიან ადამიანებთან კონტაქტში და არ არიან გახსნილები, ასევე უჭირთ სხვებისდმი ნდობის გამოხატვა. როგორც წესი, ადამიანებისგან ძალიან ბევრს ელოდებიან და ამის გამო ხშირად იმედგაცრუებულები რჩებიან. ნუ შეიქმნით დიდ მოლოდინებს, უმჯობესია, მყარად იდგეთ მიწაზე და ადამიანები აღიქვათ ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან.
11. მერწყული - მერწყული ძალიან ჭკვიანია და აქვს სწრაფად აზროვნების უნარი, თქვენ უნდა იპოვოთ ვინმე ისეთი, ვინც შეძლებს აჰყვეს თქვენი ცხოვრების რიტმს. სხვა შემთხვევაში ურთიერთობა წარუმატებელი იქნება.
12. თევზები - თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან ემოციურები არიან. მათ ზოგადად უჭირთ ურთიერთობის დასრულება და როცა ასრულებენ, ურთულესი პერიოდი აქვთ. თევზების გულის ტკენა მარტივია, მაგრამ ისინი ამჯობინებენ, რომ გულის ტკენის მიუხედავად, ურთიერთობა არ დაასრულონ. სჯობს უარი თქვათ ისეთ ადამიანზე, რომელიც მუდამ გულს გტკენთ. იყავით მხოლოდ მასთან, ვინც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ, სხვა შემთხვევაში მარტოობა სჯობს.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია
<a href="http://memes.com">http://memes.com</a>