სტრესი ჩვენი ცხოვრების თანმდევია და დროდადრო ყველა ადამიანს უწევს მასთან ბრძოლა. სტრესი მძიმე გავლენას ახდენს პირად ცხოვრებასა და ჯანმრთლობაზე.
მას 21-ე საუკუნის ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევენ და სტრესთან საბრძოლველად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ.
გთავაზობთ უძველეს იაპონურ მეთოდს, რომლის გამოყენების საშუალებითაც მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ სულ რაღაც 5 წუთში დაძლიოთ სტრესი, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ სიტუაციაში.
ამ მეთოდის გამოყენებისთვის აუცილებელია იცოდეთ ხელის რომელ თითთან რომელი გრძნობაა დაკავშირებული.
1. ცერა თითს უკავშირდება დარდი და წუხილი;
2. საჩვენებელ თითთან დაკავშირებულია ადამიანის შიშები;
3. შუა თითს სიბრაზე უკავშირდება;
4. არათითს მოწყენილობა;
5. ნეკა თითთან კი, ადამიანის თავდაჯერებულობა და თვითრწმენაა დაკავშირებული.
თუ გსურთ, რომ რაიმეზე წუხილი, ან დარდი დაძლიოთ, ცერა თითს (არ აქვს მნიშვნელობა მარჯვენა ხელი იქნება, თუ მარცხენა) შემოხვიეთ მეორე ხელის ყველა თითი და ნელი მოძრაობით დაიმუშავეთ 4-5 წუთის განმავლობაში.
თუ გინდათ შიშები დაამარცხოთ იგივე მეთოდი უნდა გამოიყენოთ ამჯერად საჩვენებელ თითზე.
სიბრაზესთან გასამკლავებლად შუა თითი უნდა დაიმუშაოთ, იგივე მეთოდი გამოიყენეთ არათითზემ თუ გსურთ, რომ მოწყენილობა დაამარცხოთ, ხოლო თვითრწმენის განსამტკიცებლად მეთოდი ნეკა თითზე სცადეთ.
სრული ჰარმონიის მისაღწევად და სტრესის დასამარცხებლად უმჯობესია, თუ ამ იაპონურ სწავლებას ყოველ დღე მიმართავთ. შედეგად თქვენ სიმშვიდესა და ბალანსს იპოვით.
თემები: ფსიქოლოგია, სიმშვიდე, სტრესი, სტრესის დაძლევა
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია