ნოამ ჰომსკი - ამერიკელი ლინგვისტი, ფილოსოფოსი, საზოგადოებრივი მოღვაწე, წიგნების ავტორი და პოლიტიკური ანალიტიკოსი, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ენათმცოდნეობის დამსახურებული პროფესორი და მე-20 საუკუნის მეცნიერების ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწეა. მისმა ფუნდამენტალურმა ნაშრომებმა ენათმცოდნეობის თეორიისა და შემეცნების მეცნიერების დარგში დამსახურებული აღიარება მოიპოვა სამეცნიერო საზოგადოებაში.
1. ყურადღების გადატანა
საზოგადოების მართვის ძირითად ელემენტს წარმოადგენს ადამიანების ყურადღების გადატანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პრობლემებისა და გადაწყვეტილებებისგან, მარტივ თემებზე. ყურადღების გადატანის ხერხი საკმაოდ არსებითია იმისათვის, რომ არ მისცე საშუალება მოქალაქეებს მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეირობიოლოგიისა და კიბერნეტიკის დარგში.
2. შექმნა პრობლემები, შემდეგ კი შესთავაზო მათი გადაწყვეტილების ხერხები
მოცემულ მეთოდს ასევე ეწოდება „პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტილება“. პრობლემის ხელოვნურად შექმნა გათვლილია იმაზე, რომ მოსახლეობაში განსაზღვრული რეაქცია გამოიწვიოს, შემდეგ კი თავად მოითხოვონ ზომების მიღება, რომელიც რეალურად მმართველ წრეებს სჭირდებათ. მაგალითად, დაუშვან ძალადობის სპირალის დატრიალება ქალაქებში, ან მოაწყონ სისხლიანი ტერაქტები იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონის მიღება უშიშროების ზომების გაძლიერების შესახებ და სამოქალაქო თავისუფლების შემლახავი პოლიტიკის გატარება.
3. ეტაპობრივი გამოყენების ხერხი
იმისათვის რომ მიაღწიო რაიმე არაპოპულარული ზომის მიღებას, საკმარისია შემოიღო ის თანდათან. სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი, რომელიც უკვე ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ ცხოვრებას. ეს ყველაფერი რომ ერთბაშად მომხდარიყო, აუცილებლად მიიყვანდა სახელმწიფოს რევოლუციამდე.
4. ასრულების ვადის გადატანა
არაპოპულარული გადაწყვეტილების სხვა ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ წარმოადგინო ის „მტკივნეულისა და აუცილებელის“ სახით და მოცემულ მომენტში მიაღწიო მოქალაქეების თანხმობას მის განსახორციელებლად მომავალში. შედარებით მარტივია დათანხმდე რაიმე მსხვერპლს მომავალში, ვიდრე აწმყოში. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არ მოხდება დაუყონებლივ. მეორეც, ხალხს ყოველთვის აქვს მიდრეკილება გულუბრყვილო იმედებისკენ და სჯერათ, რომ „ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“.
5. მიმართო ხალხს, როგორც პატარა ბავშვებს
პროპაგანდისტული გამოსვლების უმეტესობაში, რომლებიც გათვლილია ფართო პუბლიკაზე, გამოიყენება ისეთი მოსაზრებები, პერსონაჟები, სიტყვები და ინტონაცია, თითქოს საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე. მენტორი რაც უფრო ძლიერად ცდილობს მსმენელი შეცდომაში შეიყვანოს, უფრო ხშირად იყენებს ინფანტილურ სიტყვებს. ადამიანებს მიმართავს ისე როგორც 12 ან უფრო ნაკლები წლის ბავშვებს, რაც ხალხის მხრიდან ნაკლებ კრიტიკას იწვევს.
6. განსაკუთრებული ყურადღება ემოციებზე
ემოციებზე ზემოქმედება წარმოადგენს კლასიკურ ხერხს, რომელიც მიმართულია ხალხის რაციონალური ანალიზის დაბლოკვისკენ, რის შემდეგაც უჭირთ მომხდარის კრიტიკული გაანალიზება.
7. გყავდეს ხალხი უვიცობაში და შემოიღო უფერულობა
მიაღწიო იმას, რომ ადამიანებმა დაკარგონ უნარი მიუხვდნენ ხერხებსა და მეთოდებს, რომლებსაც მათ სამართავად და მორჩილებისთვის იყენებენ.
8. წააქეზო მოქალაქეები აღფრთოვანდნენ ამ უფერულობით
დანერგო მოსახლეობაში აზრი იმის შესახებ, რომ მოდურია იყო გაუნათლებელი, ბილწი და უზრდელი.
9. გააძლიერო დანაშაულის გრძნობა
აიძულო ადამიანი დაიჯეროს, რომ მხოლოდ თავად არის დამნაშავე საკუთარ უბედურებაში, რომელიც მას გონებრივი შესაძლებლობებისა და უნარების უკმარისობისგან სჭირს. შედეგად, იმის მაგივრად, რომ აჯანყდეს ეკონომიური სისტემის წინააღმდეგ, ადამიანი კავდება თვითგანადგურებით და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს მის დათრგუნვას და უმოქმედობას. მოქმედების გარეშე კი რევოლუციაზე საუბარი არ იქნება!
10. იცოდე ადამიანებზე მეტი, ვიდრე მათ თავად იციან საკუთარ თავზე
სისტემამ მოახერხა გაეგო ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი, ვიდრე მან თავად იცის საკუთარ თავზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა ფლობს დიდ ძალაუფლებას და მეტად მართავს ადამიანებს, ვიდრე თავად ისინი.
თემები: პრობლემები, მოტივაცია, სტრესი, მანიპულაცია
<a href="facebook.com">facebook.com</a>