ქცევები, რომლებიც ადამიანებს თქვენზე წარმოდგენას სამუდამოდ უფუჭებენ
- 16.10.2017

1. სოციალური ქსელები
· სოცქსელებში ატვირთული ფოტოების დიდი რაოდენობა, რომლებიც არ გამოირჩევიან მრავალფეროვნებით და არ ატარებენ ემოციურ დატვირთვას, მიუთითებენ, თქვენს ეგოიზმსა და თავმოყვარეობაზე.
· მსხვილ ფორმატში გადაღებული სახე 45 სმ-ზე ნაკლები მანძილიდან, იწვევს უნდობლობასა და ეჭვს კომპეტენტურობაში.

· ინტერნეტში მეგობრების დიდი რაოდენობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანი ზედმეტად ჩაციკლულია პოპულარობაზე და ცდილობს შექმნას კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანის იმიჯი.
2. ემოციები
· მცდელობა დამალოთ თქვენი რეალური ემოციები შეიძლება მეტყველებდეს ინტერესის უქონლობაზე გარშემომყოფების მიმართ.

· ნათლად გამოხატული ემოციები თეატრალურობის ეფექტით აფიქრებინებთ გარშემომყოფებს თქვენს თავშეუკავებლობაზე და ზედმეტ იმპულსურობაზე.
3. საუბარი
· ყველაზე საუკეთესო საშუალება გაიცნო ახალი ადამიანები - ორმხრივად გაუზიაროთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად ბავშვური მოგონებები და გატაცებები. მაგრამ ნაცნობების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა ახასიათებთ როგორც არასანდო და ჭორიკანა ადამიანებს.

· საკუთარ თავზე გადაჭარბებული საუბრით იცილებთ გარშემომყოფებს და ქმნით შთაბეჭდილებას, რომ საკუთარ თავს სხვებზე საინტერესოდ და ჭკვიანად თვლით.
· მცდელობა, დაფაროთ ტრაბახი თვითკრიტიკით, ამ დროს იცილებთ გარშემომყოფებს და ხდებით ნაკლებად სასიამოვნო და გახსნილი მოსაუბრე.
4. ქცევა
· ზედმეტი თავაზიანობა გარიდებთ ადამიანებს, რადგან იწვევს ეჭვს, რომ ასეთი ქცევისთვის გაგაჩნიათ ფარული მოტივები.

· უსიამოვნო განწყობა და სიცივე ვერ დაგეხმარებათ მოიგოთ მოსაუბრის გული. ისე მოექეცით, თითქოს გრძნობთ, რომ მოსწონხართ - მაშინ ამუშავდება „ორმხრივი სომპათიის ფენომენი“.
· ცნობილ ადამიანებთან თქვენი ნაცნობობის ან შეხვედრების ხსენება ბადებს ეჭვს, რომ ასე გარშემომყოფების მანიპულირებას ცდილობთ და მათზე მაღლა აყენებთ საკუთარ თავს.
5. ღიმილი
· ყალბი ღიმილისგან ან დაღვრემილი სახის გამომეტყველებისგან განსხვავებით, გულწრფელი ღიმილი ზრდის თქვენს შანსებს იმაზე, რომ ადამიანი უფრო მალე გაგიხსენებთ შემდეგი შეხვედრისას.

· თუ მოხერხებულად ზიხართ ჩაკეტილ პოზაში, მაშინ საკმარისია გულწრფელად გაიღიმოთ, რათა მოიგოთ მოსაუბრის გული. გამოკვლევების მიხედვით, დიდ სიმპათიას იწვევენ მომღიმარი ადამიანები, დამოუკიდებლად მათი პოზისა.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>