1. ეს ფეხსაცმელები ძალიან კომფორტულია - ქალები, რომლებიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ატარებენ, ხშირად ამბობენ, რომ ფეხსაცმელი საოცრად კომფორტულია. როგორი შეჩვეულიც უნდა იყოთ მასზე სიარულს, ეს მაინც ძალიან რთულია. ქალი, რომელიც ასეთ ფეხსაცმელს ატარებს, გამუდმებით ეძებს ადგილს, სადაც დაჯდომას და დასვენებას შეძლებს. ასე რომ, როცა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ამბობენ, რომ ძალიან კომფორტულია, არ დაუჯეროთ მათ.
2. ამბობს: „არ მივყვები მოდურ ტენდენციებს“ - სინამდვილეში კი „გუგლავს“, „როგორ გაივიკეთო სუპერმოდელ კარა დელევინის მსგავსი წარბები“.
3. ბიუჯეტს უნდა გავუფრთხილდე, მომდევნო თვეში „საშოპინგოდ“აღარ წავალ - ეს ყველაზე დიდი ტყუილია, რასაც მოდის მოყვარული ქალები ამბობენ. დიდი ალბათობით, ერთ კვირასაც ვერ გაძლებს ახალი სამოსის შეძენის გარეშე.
4. 5 000 დოლარიანი ჩანთის შეძენა არის ინვესტიცია - განა რამდენ ხანს ივლის ერთი და იგივე ჩანთით? ერთი თვე, თუ ორი? მალევე მობეზრდება და ახალი ჩანთის შეძენას მოინდომებს.
5. ზოგჯერ იტყუებიან, რომ ბრენდული სამოსი აცვიათ და სინამდვილეში ასე არ არის.
6. ამბობს: „ვაპირებ, ამ სეზონზე ფერადი სამოსი ვატარო“ - თუმცა არჩევანს კვლავ შავ ფერზე აკეთებს, რადგანაც შავი ყველაზე ელეგანტურია.
7. ამბობს: „მოვდივარ, გზაში ვარ, 5 წუთში მანდ ვიქნები“ - ასე ამბობენ, მაგრამ ჯერ აქსესუარებიც კი არ შეურჩევიათ. ისინი თითქმის ყოველთვის აგვიანებენ.
8. ამბობს: „ასეთი ყურადღება რა საჭიროა, არც ბევრი ფული მჭირდება“ - ზოგჯერ ასეთ თავმდაბლობასაც იჩენენ, თუმცა რეალურად მათ დიდი ყურადღება და ბევრი ფული სჭირდებათ იმისთვის, რომ თავიანთი „ფეშენ სურვილები“ აიხდინონ.
9. ამბობს: „არაფერი მაქვს რომ ჩავიცვა“ - კლასიკური ტყუილი, რომელსაც ყველა მოდის მოყვარული ქალი ამბობს.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ტანსაცმელი, ტრენდი
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია