LIFE

მსოფლიო ფსიქოლოგების 20 საუკეთესო რჩევა სწორად ცხოვრებისთვის

მსოფლიო ფსიქოლოგების 20 საუკეთესო რჩევა სწორად ცხოვრებისთვის

1. აზრების შეცვლით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებაც შევცვალოთ. (დეილ კარნეგი).

ნეგატიური აზრები იზიდავენ ცუდ მოვლენებს. შეცვალეთ აზროვნების სტილი, და ცხოვრებას ახალ ფერებში დაინახავთ.

2. არ შეიძლება შეადარო საკუთარი თავი სხვებს.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა შეადაროთ საკუთარი თავი, - ეს თავად თქვენ ხართ წარსულში. და ერთადერთი ადამიანი, ვისზეც უკეთესი უნდა იყოთ - ეს თქვენ ხართ ახლა. (ზიგმუნდ ფროიდი).

3. ნორმალურები არიან მხოლოდ ისინი, ვისზეც ცოტა რამ არის ცნობილი თქვენთვის. (ა. ადლერი).

შორიდან ყველა ნორმალური გეჩვენება, სინამდვილეში კი ყველას თავის „ჩონჩხი ჰყავს კარადაში“.

მსოფლიო ფსიქოლოგების 20 საუკეთესო რჩევა სწორად ცხოვრებისთვის

4. წარსულზე განცდები უაზროა.

ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომელი თქვენთაგანი დახერხავდა ნახერხს? რა თქმა უნდა, არავის შეუძლია ხერხოს ნახერხი, ის უკვე დახერხილია. იგივეა წარსულიც. როცა განიცდით მოვლენებზე, რომლებმაც უკვე გაიარა, ამით თქვენ ხერხავთ ნახერხს. (დეილ კარნეგი).

5. ყველა ადამიანს გააჩნია ფარული მხარე, ისევე როგორც მთვარეს, და არ აჩვენებენ მას სხვებს.

აჩვენებენ მხოლოდ კარგ თვისებებს, ამიტომ ძნელია ადამიანის გამოცნობა ერთი ნახვით.

6. შიში შეიძლება დაძლიო.

შიში, როგორც მშიშარა ქუჩის ძაღლი, დასდევს მხოლოდ მას, ვინც მისგან გარბის, მაგრამ ის უკან იხევს, როცა პირდაპირ მიდიან მასზე (ვლადიმირ ლევი).

მსოფლიო ფსიქოლოგების 20 საუკეთესო რჩევა სწორად ცხოვრებისთვის

7. თითოეული საქციელი ჩადენა ხდება სექსუალური ლტოლვის მიზეზით ან დიდების მიღწევის სურვილით (ფროიდი).

8. ეჭვიანობა სნეულებასავითაა, არ არის ცნობილი, როდის შეგიბრუნდება პრობლემით.

ეჭვიანობა დამახასიათებალია ურთიერთობებისთვის, რომლებშიც ადამიანი ძალაუფლებას უფრო ეძებს, ვიდრე სიყვარულს (როლო მეი).

9. არ უნდა დააყენოთ სხვისი სურვილები საკუთარ სურვილებზე მაღლა, და ეცადო გამოჩნდე უკეთესი. ჯობია დაფიქრდეთ, პირადად თქვენ რა გაგხდით ბედნიერს.

მრავალრიცხოვანი პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა ვცდილობთ გავამართლოთ სხვისი მოლოდინი, იმის მაგივრად, რომ განვსაზღვროთ ჩვენი საკუთარი (კარლ როჯერსი).

მსოფლიო ფსიქოლოგების 20 საუკეთესო რჩევა სწორად ცხოვრებისთვის

10. შეინარჩუნო ურთიერთობები კონტროლის ქვეშ მერყეობისა და პრობლემების გარეშე - შეუძლებელია. ურთიერთობებში კრიზისები, უთანხმოება და წყენა გარდაუვალია.

ქორწინება არასოდეს არ არის „სტაბილური“, თუ არ ჩავთვლით სტაბილურობად უწყვეტი ცვლილებების პროცესს. (კარლ როჯერსი).

11. ხშირად „აზრების ერთობის“ შეგრძნება მცდარია, და თითოეული რჩება საკუთარ აზრთან.

ხანდახან გვეჩვენება, რომ გვესმის ერთმანეთის, ამავე დროს თითოეული ისე იგებს მოსაუბრის სიტყვებს, როგორც თავად უნდა (ვირჯინია სატირი).

12. რთულია დააინტერესო ადამიანები, სინამდვილეში ისინი უფრო დაინტერესებულები არიან, რომ მათ მოუსმინონ, გაიგონ მათი პრობლემები და გაიზიარონ სიხარული და გასაჭირი.

სხვა ადამიანების დაინტერესებით, თქვენ შეგიძლიათ ორ თვეში მეტი მეგობარი მოიპოვოთ, ვიდრე მოიპოვებდით ორ წელიწადში, როდესაც ცდილობდით, რომ სხვები თქვენით დაგეინტერესებინათ (დეილ კარნეგი).

მსოფლიო ფსიქოლოგების 20 საუკეთესო რჩევა სწორად ცხოვრებისთვის

13. პრობლემის არსებობის უარყოფით, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ, ეს ეხება ცხოვრების უამრავ სფეროს.

პრობლემის აღიარება - მისი გადაწყვეტის ნახევარი წარმატებაა (ზიგმუნდ ფროიდი).

14. ვიღაც ყოველთვის უნდა იყოს საიმედო საყრდენი, სხვაგვარად ურთიერთობები დაიმსხვრევა რეალობის ხისტ კლდეებზე.

კარგ ქორწინებად შეიძლება ჩათვალო ის, რომელშიც დროის ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორი წარმოადგენს შეშლილს (ჰაინც კოხუტი).

15. თითოეულ ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება. ნება მისცეს საკუთარ თავს გააკეთოს ის, რასაც გული კარნახობს, ყველას არ შეუძლია. იშვიათია აკმაყოფილებდე სხვების იდეალებს და შეძლო გახდე ბედნიერი.

მცდელობით იყო ბუნებრივი, ჩვენ ბევრ ადამიანში ვიწვევთ განრიდებას, და როცა ვცდილობთ დაუთმოთ სხვებს, ჩვენ ვშორდებით საკუთარ თავს (კლარისა ესტესი).

მსოფლიო ფსიქოლოგების 20 საუკეთესო რჩევა სწორად ცხოვრებისთვის

16. ყველა სხვადასხვანაირები ვართ, ჩვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ერთნაირი ადამიანების სამყაროში მოვკვდებოდით მოწყენილობისგან.

ყველა ადამიანი იდეალური რომ ყოფილიყო, მაშინ ყოველთვის იქნებოდა შესაძლებელი თითოეული ადამიანის შეცვლა ნებისმიერი სხვით (ვიქტორ ფრანკი).

17. მანამ, სანამ ამოიღებთ საკუთარ რისხვას, კარგად უნდა დაფიქრდეთ, ნამდვილად გაწყობთ თუ არა მისი შედეგები.

რისხვის მიზანი - ნებისმიერი დაბრკოლების სწრაფი ძალადობრივი მოსპობა (ალფრედ ადლერი).

18. გამარჯვებებისკენ უნდა მიისწრაფოდეთ, მაგრამ მზად უნდა იყოთ ნებისმიერი შედეგისთვის.

წარუმატებელმა ადამიანმა არ იცის რას გააკეთებს, თუ დამარცხდება, მაგრამ ლაპარაკობს იმაზე, რას გააკეთებს, თუ გაიმარჯვებს. გამარჯვებული არ ლაპარაკობს იმაზე, რას გააკეთებს, თუ გაიმარჯვებს, მაგრამ იცის, რას გააკეთევს, თუ დამარცხდება (ერიკ ბერნი).

მსოფლიო ფსიქოლოგების 20 საუკეთესო რჩევა სწორად ცხოვრებისთვის

19. ნებისმიერმა შეხვედრამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს პიროვნებაზე.

ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების კონტაქტის მსგავსია: თუ არსებობს თუნდაც უმცირესი რეაქცია, იცვლება ორივე ელემენტი (კარლ გუსტავ იუნგი).

20. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ადამიანები ვართ.

ყველა უსიამოვნება მაშინ იწყება, როცა ადამიანებს ავიწყდებათ იმის შესახებ, რომ ისინი - ადამიანები არიან (ოლივერ საქსი).



<a href="https://www.nastroy.net/">https://www.nastroy.net/</a>