გასული სეზონის უხეშ, ნაცრისფერ ტონებს დავემშვიდობეთ, ახლა უპირატესობა ისეთ რბილ და თბილ ფერებს ენიჭება, რომლებიც ჩვენს თმას სინაზესა და ჰაეროვნებას შემატებს.
თმის სტილისტები მოოქროსფრო ტონის დაბრუნებაზე საუბრობენ. ეს თანდათანობით და ნელ-ნელა მოხდა და თმის ფერმაც სხვადასხვა ცვლილება გაიარა, მათ შორის იყო პერიოდიც, როდესაც მოდაში ვარდისფერი თმა შემოვიდა.
შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, პოპულარულობას თმის ისეთი ტონები იძენს, რომლებიც შამპანურის ფერს მოგვაგონებს. მოთეთრო-ვერცხლისფერი თმა უხეშად და ხშირად მოსაწყენადაც გამოიყურება, ამიტომ მოთეთრო ტონს თუ თბილ ოქროსფერსაც შევურევთ, სახის ნაკვთებს ბუნებრივად გავუსვამთ ხაზს. ამ ფერის თმით არაფრით გამორჩეული გარეგნობის მქონე ადამიანიც კი უფრო საინტერესოდ გამოიყურება, შენზე რომ აღარაფერი ვთქვათ!
თემები: თმა, ტრენდი, მოოქროსფრო-თეთრი ტონალობა, თმის ფერი
წყარო: <a href="http://www.wmagazine.com/story/platinum-hair-color-trend?mbid=social_facebook">www.wmagazine.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია