LIFE

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან

1. ჯონ ირვინგი - მეღვინეების წესები

ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის ჯონ ირვინგის რომანი თანამედროვე საგაა ოჯახზე, რომელიც ჩვენს აბსურდულ და უაზრო სამყაროში ცხოვრობს, რომლის წევრები ცდილობენ თავისებურად მოიპოვონ ჰარმონია და დაამყარონ წონასწორობა მარადიულობასა და წარმავალს შორის.

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან

2. ჯერომ კ. ჯერომი „სამნი ნავში, (ძაღლის გამოკლებით)“

მოთხრობა სამი ჯენტლმენის ტემზაზე მოგზაურობის შესახებ გვიყვება, რომელიც აღსავსეა საინტერესო მოვლენებით და კომიკური სიტუაციებით, საიდანაც გმირები შენარჩუნებული ღირსებით გამოდიან.

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან

3. ჯენი დაუნჰემი - სანამ ცოცხალი ვარ

ამ წიგნის გმირი 16 წლის გმირი გოგონაა, რომელიც ახალ ცხოვრებას იწყებს და ბევრი რამის მოსწრება სურს. ის წერს ყველა თავისი სურვილების სიას და საქმეს სერიოზულად უდგება. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც მის თანატოლებთან. მიზეზი კი ისაა, რომ ბევრ რამეში მათ არ ჰგავს.

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან

4. დუგლას ადამსი - ავტოსტოპით გალაქტიკაში

თავისუფალი ყარიბების ჭრელი კომპანია ვარსკვლავიდან-ვარსვლავამდე სიხარულისა და სიმშვიდის ძიებაში დახეტიალობს, მაგრამ უხილავი ძალები დღეში ორჯერ თავს ახვევენ სხვადასხვა ნაძირალებისა და ფსიქოპატებისგან შექმნილ სხვადასხვა მისიებს.

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან

5. ერლენდ ლუ - ნაივური. სუპერი

მწერლის ეს ყველაზე ცნობილი რომანი 30 წლის გმირის სახელით არის დაწერილი, რომელიც „შუა ცხოვრების კრიზისს“ განიცდის. ეს მომხიბვლელი და ირონიულად-თავშეკავებული წიგნი, „გულუბრყვილო“ ფერწერის მსგავსია - ერთი შეხედვით მარტივი და სასაცილო, რეალურად კი - ჭკვიანური და გულის ამაჩუყებელია.

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან

6. ელიზაბეტ ჯილბერტი - ჭამე, ილოცე, შეიყვარე

ეს წიგნი თანამედროვე წარმატებული ქალის ავტობიოგრაფიული ისტორიაა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ განქორწინების, დეპრესიის, მორიგი სასიყვარული წარუმატებლობის შემდეგ მიხვდება, რომ ყველა ადრინდელი წარმოდგენა საკუთარ თავზე მცდარი იყო. იმისათვის რომ თავიდან იპოვოს საკუთარი თავი, ის რადიკალურ ნაბიჯს დგამს...

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან

7. რეი ბრედბერი - მელანქოლიის წამალი

„როდესაც ყველაფერი დაკარგულია, იმედი რჩება“- ამტკიცებს ბრედბერის მოთხრობების ერთ-ერთი გმირი. და ეს სიტყვები შეიძლებოდა გამხდარიყო მთელი კრებულის ეპიგრაფი, რომლის გვერდებზე ყოველთვის მოიძებნება სევდიანი ღიმილისა და კეთილი სასწაულების ადგილი.

7 წიგნი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს იხსნის დეპრესიისგან



<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>