სტილი

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Businessoffashion.com სამუშაო გარემოს თვალსაზრისით, მოდის ინდუსტრიაში, 2017 წლის საუკეთესო კომპანიების სიას აქვეყნებს. ვნახოთ, რომელი კომპანიები სთავაზობენ თანამშრომლებს საუკეთესო პირობებს:

H&M - დემოკრატიულობა და კულტურული მიდგომები - შვედური კომპანიის მთავარი სტრატეგია დასაქმებულებთან ურთიერთობისას სწორედ ასეთია. H&M აყალიბებს გუნდური მუშაობის კულტურას და დასაქმებულ ინდივიდებს აძლევს გლობალურ შესაძლებლობებს.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საუკეთესოდ გაყიდვადი ბრენდი, რომელსაც მაღაზია უკვე 4 600 ლოკაციაზე აქვს, ხოლო დასაქმებულია 160 000 ადამიანი.

„როცა მუშაობ H&M-ში, შენ მუშაობ დემოკრატიისთვის. ეს ნიშნავს ერთ გუნდად მუშაობას“, - ამბობენ კომპანიაში.

„ყველა ჩვენგანი თანასწორები ვართ. ყველა ჩვენგანი ვაკეთებთ ერთმანეთის საქმეს და საერთო საქმეს. ყველა ჩვენგანი საერთო მიზნისთვის ვმუშაობთ“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის სპეციალისტი.

„ყოველთვის არიან ადამიანები რომლებსაც სურთ, რომ ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდნენ“, - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, ხელმძღვანელობა მუდამ აკვირდება თანამშრომლებს, მათ შესაძლებლობებს, მუშაობის ხარისხს და დაწინაურების შანსსაც აძლევს. აშშ-ში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში H&M-ში დასაქმებული 6000-დან 7000 ადამიანამდე დააწინაურეს.

Farfetch- კომპანია რეგულარულად ამოწმებს თანამშრომელთა რეაქციებს, ეკითხება მათ სამუშაო გარემოს, საჭიროებების შესახებ. ამით კი დასაქმებულთა მოტივირებას ახდენს. ხელმძღვანელობა ზრუნავს არა განახლებაზე, არამედ განვითარებაზე.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

კომპანიის მესვეურებს არ სჯერათ, რომ ფული ადამიანების მთავარი მოტივატორია. ისინი აკვირდებიან თავიანთ თანამშრომლებს და არკვევენ, თუ რა არის კონკრეტული მათგანისთვის უფრო მეტად მოტივატორი. კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს იოგას, პილატესს, უფასო კვებას, ხილს და ოჯახურ ლანჩებსაც კი. 2016 წლიდან ყველა თანამშრომელი ჩართულია ხელმძღვანელობის საქმიანობაშიც და უფრო მეტი კავშირია ხელმძღვანელობასა და უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ თანამშრომელს შორის.

Tommy Hilfiger - კომპანია მხარს უჭერს პერსონალის პირად ამბიციებს.აქ სამუშაო გარემო დაბალასებულია და ადამიანები სიამოვნებით ასრულებენ თავიანთ საქმეს და კმაყოფილები არიან. თანამშრომლებისთვის ხშირად ეწყობა სხვადასხვა ივენთები, წვეულებები. ხელმძღვანელობა ზრუნავს დასაქმებულთა განვითარებაზე და მათ სპეციალურ ტრეინინგ კურსებსაც სთავაზობს.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

„ტომი ჰილფიგერი“ კონცენტრაციას ახდენს როგორს ცვლილებებზე, ასევე სხვა ბრენდებთან კოლაბორაციაზეც. ბრენდი ფოკუსირებულია შედეგზე. კომპანიის მესვეურებს სჯერათ, რომ წარმატებისთვის აუცილებელია მოტივირებული და კმაყოფილი თანამშრომელი. ისინი პატივს სცემენ პერსონალის ამბიციებს და მხარდაჭერას უცხადებენ მათ. ბრენდის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ბედნიერი სამუშაო გარემო წარმატების გარანტია. როგორც ბრენდის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, ძალიან რთული სამუშაოა, მაგრამ ამავდროულად, აქვთ თავისუფლებაც.

„აქ ადამიანები საოცრად მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან და მუდამ ცდილობენ შენს დახმარებას. საოცრად კომფორტული გარემოა, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დახმარება ვთხოვოთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ადრესატისგან ნეგატივი არ წამოვა“, - ამბობს „ტომი ჰილფიგერის“ პროდუქტ-მენეჯერი.

Gucci - ბრენდის ხელმძღვანელობას აქვს გამჭვირვალე პოლიტიკა და ფოკუსირებულია თანამშრომლებთან კომუნიკაციაზე. 2016 წლის ბოლოსკენ ბრენდის შემოსავალი 21%-ით გაიზარდა და ეს ექსპერტთა მოლოდინზე 2-ჯერ მეტი იყო. კომპანიის წარმატებაში სწორედ ლიდერებმა და თანამშრომელთა მიმართ მათმა მიდგომებმა ითამაშეს მთავარი როლი.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

ამპერიოდში შეიცვალა სწორედ ბრენდის ხელძღვანელობა. ახალმა ხედვებმა და თანამშრომელთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლამ შედეგი სწრაფად გამოიღო.

„ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი შესანიშნავი ლიდერია, რომელსაც კომუნიკაციის ფანტასტიკური უნარი აქვს“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

Loewe - უძველესი ესპანური და პრესტიჟული მოდის სახლის მთავარი სტრატეგია დასაქმებულებთან ურთიერთობისას მათი ინფორმირებულობა და კულტურულ განვითარებაზე ზრუნვაა. მისი კრეატიული დირექტორი 2013 წლიდან ჯონათან ანდერსონი გახლავთ. კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ აქ სამუშაოდ შესანიშნავი პირობებია.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

ხელმძღვანელობა უსმენს დასაქმებულებს, მხარს უჭერს და შესაბამისად, მათ აქვთ საშუალება ეფექტურად იმუშაონ. სწორედ ამის გამო დგას ბრენდი მყარად. კომპანია ინვესტიციას დებს თანამშრომელთა განვითარებაში. ეს ნიშნავს, რომ გუნდის წევრებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი შემოქმედებითი უნარები - არქიტექტურული, სამხატვრო, თუ ფოტოგრაფიული მონაცემები. გუნდის წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან, სხვადასხვა კულტურას წარმოადგენენ, რაც მუშაობას უფრო საინტერსოს ხდის. „ჩემი კომპანია სამუშაოდ საუკეთესო ადგილია, აქ შესანიშნავი სამუშაო გარემოა, გვაქვს უამრავი შესაძლებლობა, განვითარების, პროგრესის საშუალება და საინტერესო წინადადებები“, - ამბობს ბრენდის თანამშრომელი.

Galeries Lafaytte - კომპანიის მთავარი სტრატეგიაა მისცეს დასაქმებულებს საშუალება, ინდივიდუალურად შექმნან პროდუქტი. ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს საუკეთესო მოტივატორია. კომპანიის ლიდერები დასაქმებულებს განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობას აძლევენ.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Levi Strauss & Co. - კომპანიაში დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ იმაზე გაცილებით მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე იმსახურებენ. კომპანია დიდ ფულს დებს დასაქმებულთა მოტივირებაში. გარდა ხელფასისა, ხშირად ახალისებს მათ ხელფასებზე ფულადი დანამატებით. ყოველწლიურად ატარებენ „მეგობრულ შეჯიბრებებს“ და საუკეთესო თანამშრომლებს ავლენენ, რომლებსაც სხვადასხვა პრიზებით აჯილდოებენ.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Warby Parker - კომპანია სათვალეებს და თვალის დამცავ სხვა საშუალებებს აწარმოებს. ხელმძრვანელი პირები თანამშრომლებს აძლევენ თავისუფლებას, ისმენენ მათ იდეებს და მხარდაჭერას უცხადებენ. პრობლემის დროს ყველა ერთად ცდილობს მის გადაჭრას. როგორც იქ დასაქმებულები ამბობენ, საოცრად თბილი და მეგობრული გარემოა. აქ დასაქმებულებს შეუძლიათ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ, ისე რომ არ ჩარიონ ხელმძღვანელობა. „თავისუფლად მუშაობის საშუალება გვაქვს, შესაბამისად, ვართ უფრო კრეტიულები და იდეებით სავსენი“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Zara - კომპანიაში თანამშრომლებს შორის დიდი კონკურენციაა, რაც მათ უკეთ მუშაობის მოტივაციას უქმნის. ბრენდი საუკეთესო თანამშრომლებს ყოველთვის აჯილდოვებს და ამით როგორც საუკეთესოებს, ასევე დანარჩენებსაც მოტივაციას უქმნის.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Gap Inc. - კომპანიის თანამშრომლები განებივრებულები არიან კომპენსაციებითა და ჯილდოებით.ყოველ თვეში იმართება ერთი შეხვედრა მთავარ მენეჯერთან, რომელიც დასაქმებულებს ესაუბრება მარცხსა და წარმატებაზე და რაც ყველაზე მთავარია, მათ ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს სთავაზობს. კომპანიაში დასაქმებულებს აქვთ მაღალი ხელფასი. „ყოველივე ამის გამო თითოეული ჩვენგანი საოცრად მოტივირებულია. ამასთანავე, ხელმძღვანელობა მუშაობისთვისსაინტერესო გარემოს ქმნის“, - ამბობს „გეპ“-ის თანამშრომელი.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Nordstrom Inc. - კომპანიას 115 წლის ისტორია აქვს. მათი მთავარი სტრატეგია მრავალფეროვნებაა. თანამშრომლები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, რაც განსაკუთრებულ გარემოს ქმნის და როგორც ხელმძღვანელი პირები ამბობენ, შედეგად, ადამიანები საქმისადმი უფრო შემოქმედებით მიდგომებს იჩენენ. მათ განსხვავებული ხედვები აქვთ და ეს ბრენდისთვის დიდი სარგებლის მომტანია.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Adidas - კომპანიის მთავარი სტრატეგია დასაქმებულებთან ურთიერთობისას მათ მუდმივ განვითარებასა და სწავლებაზე ზრუნვაა. „ადიდასს“ მსოფლიოს მასშტაბით ბოლო მონაცემებით 60 000 დასაქმებული ჰყავს და კომპანია მუდმივად ზრუნავს მათ განვითარებაზე. კომპანიის ხელმძღვანელობის საქმიანობა გამოირჩევა გამჭვირვალობით და ისინი მუდმივად კომუნიკაციაში არიან დასაქმებულებთან.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Cotton on Group - ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანია, შექმნას სასიამოვნო სამუშაო გარემო, სადაც დასაქმებული თავს ბედნიერად იგრძნობს. თანამშრომლებს საშუალება აქვთ კომპანიის სპორტდარბაზში ივარჯიშონ, აქვთ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც შეუძლია თანამშრომელს საკუთარ სურვილებს მოარგოს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ აუცილებელია თანამშრომელი აქტიური, ენერგიული და მოტივირებული იყოს, ამ კუთხით კი, უმნიშვნელოვანესია სამუშაო საათების სწორად განაწილება. თანამშრომლებს კომპანიაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობაც ეძლევათ.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Calvin Klein - ეს არის კომპანია, რომელიც გეხმარება დაგეგმო მომავალი. კომპანია თანამშრომლებს ეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური უსაფრთხოება უზრუნველყოს. მას აქვს თანამშრომლების საპენსიო გეგმა.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

„ჩვენ ვთავაზობთ დასაქმებულებს ფულის შენახვის პროგრამას, რაც ეხმარება მათ რომ სამომავლოდ, როცა აღარ იმუშავებენ, ფინანსურად უზრუნველყოფილნი იყვნენ“, - ამბობენ ხელმძღვანელი პირები.

ხანგრძლივი კარიერა, ფინანსური მოგება და ფინანსური თალსაზრისით უსაფრთხო მომავალი - სწორედ ამას სთავაზობს „კალვინ კლეინი“ დასაქმებულებს.

Berluti- კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებთან ურთიერთობისას თანამედროვე მიდგომებს იყენებს. მათ სურთ შექმნან მასტიმულირებელი სამუშაო გარემო. კომპანია თავიანთ თანამშრომლებს ხშირად სთავაზობს ფასდაკლებებს. მათ შორის, ფასდაკლებებს სთავაზობს ყოველ კვირაში იოგას გაკვეთილებზე და სპორტდარბაზში. ხშირად აქვთ კომუნიკაცია დასაქმებულებთან, ისმენენ მათ ხედვებს, დამოკიდებულებას, ასევე საჭიროებებს და მხარდაჭერას უცხადებენ.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში

Zalando- კომპანიათანამშრომლებისთვისსასიამოვნოსამუშაოგარემოსქმნისდამათ სწრაფი პროგრესის საშუალებას აძლევს. ეს ახალგაზრდა და სწრაფად მზარდი გერმანული კომპანიაა. „ზალანდო“ 2008 წელს დაარსდა და ევროპაში უკვე 15 მაღაზია აქვს. წლიური შემოსავალი კი 3,6 მილიარდი ევროა. კომპანიის ასეთ წარმატებას ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების დამოკიდებულებას უკავშირებენ. ხელმძღვანელები მათი მოტივირებისთვის ბევრს აკეთებენ. „ზალანდო“ დასაქმებულს კარიერულ წინსვლას და განვითარებას სთავაზობს.

H&M ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელია მოდის ინდუსტრიაში



<a href="https://www.businessoffashion.com">https://www.businessoffashion.com</a>