LIFE

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

1. ერთმანეთს ხვდებით მხოლოდ ინტიმური სიახლოვის გამო. ეს კლასიკური ხერხია, რომელიც ამავე დროს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ნიშანს წარმოადგენს.

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

2. ის ხშირად არის მიუწვდომელი თქვენთან ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია, რომ მამაკაცი ამ დროს სხვა ქალებთან ატარებს, მაგრამ თუ მამაკაცი თქვენთან შეხვედრას მოინდომებს, უნდა გნახოთ დანიშნულ დროს და დანიშნულ ადგილას.

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

3. თუ მას გულთან ახლოს არ მიაქვს თქვენი გასაჭირი და მოთხოვნილებები, და ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, როგორც ჩანს, ის გიყენებთ.

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

4. ის არასოდეს იხდის რესტორანში. ერთია, თუ უკვე ხვდებით ერთმანეთს და ხანდახან თქვენ სთავაზობთ გადაიხადოთ ანგარიში. მაგრამ თუ პირველივე პაემანზე მოგიწიათ ფულის დახარჯვა, შემდეგ კი ყველა მომდევნოზეც - მისი განზრახვა ნამდვილად არ არის კეთილსინდისიერი.

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

5. გრძნობთ თავს მის პერსონალურ მძღოლად. ის გიყენებთ, თუ მუდმივად გიწევთ მისი დანიშნულების ადგილას მიყვანა. თუ მამაკაცს არ ჰყავს მანქანა, ან ჩამოართვეს მმართვის მოწმობა, ამ შემთხვევაშიც კი უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, გინდათ თუ არა გქონდეთ ურთიერთობა უპასუხისმგებლო ადამიანთან. და თუ ჰყავს ავტომობილი, მაგრამ მუდმივად გთხოვთ, რომ გაუაროთ, ან მიიყვანოთ სადმე - ეს აშკარა ნიშანია. რატომ დახარჯოს დრო და ბენზინის ფული, თუ ამის გაკეთება ქალს შეუძლია?

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

6. მის მაგივრად აკეთებთ სახლის საქმეებს. როდესაც მასთან რჩებით რამდენიმე დღით, რა თქმა უნდა, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ გამოამჟღავნოთ დიასახლისის ოსტატობა. ვთქვათ, რაიმეს მოუმზადოთ, დაალაგოთ და გარეცხოთ. მაგრამ თუ ახლახანს დაიწყეთ ურთიერთობები - ეს უკვე ნამეტანია. ეს დამლაგებლის როლია, და არა საყვარელი ქალის.

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

7. ის უმალავს თქვენს არსებობას საკუთარ ოჯახს და მეგობრებს. საერთოდ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს 2-3 თვის განმავლობაში ხვდებიან, ამას მოყვება ნათესავებისა და მეგობრების გაცნობა. თუ ასეთი შეხვედრები არ მოხდა, ესე იგი ეს აშკარა სიგნალია, რომ ის გიყენებთ.

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

8. ის აუქმებს პაემანს, თუ მას უფრო საინტერესო გეგმა გამოუჩნდება. ცუდი ნიშანია, როცა მამაკაცი თქვენთან პარასკევის საღამოს ან უქმე დღეებს არ ატარებს. როგორც ჩანს, ამ დროს სხვა ქალთან ან მეგობრებთან ერთადაა. მთლად უარაესი, როცა ის აუქმებს უკვე დანიშნულ პაემანს და ასეთი სიტუაცია ხშირად მეორდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მან თავისთვის უფრო შესაფერისი ვარიანტი მოძებნა.

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ

დასკვნა

თუ აღმოაჩინეთ, რომ ეს ნიშნები სამართლიანია თქვენი ურთიერთობებისთვის, ესე იგი ეს მამაკაცი ის არის, ვისგანაც უნდა გარბოდეთ.თუ ჩამონათვალთა შორის აღმოაჩინეთ მხოლოდ 2-3 ნიშანი, შესაძლებელია ურთიერთობებს კდიევ გააჩნია შანსი. მაშინ მათზე მუშაობას აქვს აზრი, განსაკუთრებით, თუ ერთმანეთში არსებულ სიძნელეებს განიხილავთ და ცდილობთ მონახოთ კომპრომისი. ადვილია განგაშის ნიშნების იგნორირება, თუ ქალი დაბრმავებულია სიყვარულით. მაგრამ ხანდახან ბრძნულად უნდა მოიქცეთ და სწორად გაანალიზოთ პარტნიორის ქცევა.

8 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გიყენებთ



<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>