ახალი კვლევის თანახმად, ქალის ტვინი მამაკაცის ტვინზე ბევრ არეში გაცილებით უფრო აქტიურია. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ქალს მამაკაცზე უფრო მეტად აწუხებს დაუცველობის შიში, დეპრესია, უძილობა და აქვს კვების რეჟიმის დარღვევისადმი მიდრეკილება.
კალიფორნიელმა მეცნიერებმა ქალისა და მამაკაცის ტვინს შორის განსხვავებების დასადგენად 46 000 ადამიანის ტვინი შეისწავლეს.
მკვლევარების თქმით, მათ შორის განსხვავების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგანაც შედეგად საშუალება გვეძლევა დავინახოთ, რა განსხვავებას იძლევა ქალისა და მამაკაცის მოქმედებას შორის მათი ტვინის განსხვავებულად მუშაობა.
ქალებს მამაკაცებზე უფრო ხშირად უსვამენ ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზს, მათ მამაკაცებზე უფრო მეტად აწუხებთ დეპრესია და შფოთვა, ხოლო მამაკაცებს აქვთ ქალებთან შედარებით კონცენტრაციის ნაკლები უნარი. ყოველივე კი, ქალისა და მამაკაცის ტვინის განსხვავებულად მუშაობას უკავშირდება.
კვლევის თანახმად, ქალის ტვინი მამაკაცის ტვინზე გაცილებით აქტიურია ბევრ არეალში. განსაკუთრებით პრეფრონტულ ქერქში, რომელზეც არის დამოკიდებული იმპულსების კონტროლი.მამაკაცის ტვინზე აქტიურია ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია შფოთვაზე, ხასიათის ცვლილებაზე და ემოციურ კონტროლზე.
ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ვიზუალურ მეხსიერებაზე, კოორდინაციის უნარებზე, მამაკაცს ქალზე უფრო მეტად აქტიური აქვს.
მკვლევარებმა ტვინის 128 არე შეისწავლეს. მეცნიერების დასკვნით, ბევრ არეში ქალის ტვინის უფრო მეტ აქტიურობას უკავშირდება ის, რომ მათ მამაკაცებზე უფრომეტად განვითარებული ინტუიცია აქვთ, გამოირჩევიან უფრო მეტად თანაგრძნობისა და უკეთესი კომუნიკაციის უნარით. სწორედ ქალის ტვინის უფრო მეტ აქტიურობას უკავშირდება ქალის მამაკაცზე უფრო მეტი მგრძნობიარობა და ემოციურობა.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, ტვინი
<a href="https://www.weforum.org">https://www.weforum.org</a>