LIFE

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

ორგანული საკვები

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

ადამიანებს, რომლებიც არ აღიარებენ გემრიელ, მაგრამ მავნე საკვებს და საგულდაგულოდ ირჩევენ ხარისხიან პროდუქტებს პესტიციდებისა და ჰორმონების გარეშე, სხვებზე მეტად აქვთ მიდრეკილება განკიცხვის, ალტრუიზმის არარსებობისა და სუბიექტურობისკენ.

სოლარიუმი

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმეტესობამ იცის რუჯის მავნე შედეგების შესახებ, მაინც დარჩნენ ადამიანები, ვინც რეგულარულად დადიან სოლარიუმში. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რუჯის მიღების სურვილი ხელოვნური მზის ქვეშ ამჟღავნებს თქვენს მიდრეკილებას სხვა დამოკიდებულებებისადმი. მაგალითად, ასეთი ადამიანები განიცდიან 6-ჯერ მეტ რისკს გახდნენ ალკოჰოლისტები და 3-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან სეზონური აფექტური აშლილობისგან.

გრილი შხაპი

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანს თავად შეუძლია აღადგინოს არასაკმარისი ემოციური სითბო წყლის ტემპერატურის რეგულირებით. მაგალითად, რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი შხაპის ქვეშ, მით უფრო ძლიერია მასში მარტოობის გრძნობა. გრილი შხაპის მოყვარულები კი ეგოცენტრულები და ჯიუტები არიან და ვერ იტანენ სხვის აზრს.

მრავალჯერადი პროდუქტებისთვის განკუთვნილი ჩანთები

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

კვლევის შედეგების მიხედვით, მყიდველები, რომლებიც იყენებენ ნაჭრის ჩანთებს, თვლიან, რომ ამით ისინი ეკოლოგიაზე ზრუნავენ, და ამიტომ უფლება აქვთ გაანებივრონ საკუთარი თავი რაიმე გემრიელით, მაგრამ მავნე პროდუქტით.

ელექტრონული წერილები

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

ელექტრონულ ფოსტას ბევრი რამ შეუძლია მოყვეს ადამიანის პიროვნებაზე:

ადამიანებს, რომლებიც არ ტოვებენ უყურადღებოდ ახალ წერილებს, სურთ ყველაფერი ჰქონდეთ კონტროლის ქვეშ.

თუ ადამიანი იშვიათად შლის წერილებს წაკითხვის შემდეგ, ეს მეტყველებს პერფექციონიზმზე.

ადამიანებს, რომლებიც ტოვებენ ელექტრონულ წერილებს წაუკითხავად და არ შლიან მათ, გააჩნიათ მაღალი ინტელექტი.

ლაიქები სოციალურ ქსელებში

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ ლაიქები წარმოადგენს „დივანური აქტივიზმის“ ერთ-ერთ ფორმას და ასევე სიზარმაცის ნიშანს. ადამიანებს რეალური ძალების გამოყენების გარეშე მაუსის ერთი დაკლიკებით შეუძლიათ გამოხატონ წუხილი ამა თუ იმ მოვლენების გამო და ამით დრო დაზოგონ.

მწარე პროდუქტები

7 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც ადამიანების ყველაზე მძიმე მხარეებს ამხელს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც სვამენ უშაქრო შავ ყავას, დიდი ალბათობით შეიძლება გააჩნდეთ ფსიქიკური აშლილობა. კვლევის შედეგების მიხედვით, სიყვარული მწარე პროდუქტების მიმართ შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ თქვენს წინ ფსიქოპატი დგას. ისინი კი ვინც უპირატესობას ანიჭებს ლუდს, ტონიკს და სხვა უშაქრო სითხეებს, მიდრეკილები არიან სადიზმისა და ნარცისიზმისკენ, ასევე ორპირობისკენ, პატივმოყვარეობასა და ეგოიზმისკენ.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>