სახის როგორი გამომეტყველება უნდა გქონდეთ პირველ პაემანზე იმისთვის, რომ „მას“ თავი მოაწონოთ? - ფსიქოლოგების რჩევა
- 22.12.2017
დავუშვათ პირველად ხართ იმ ადამიანის პირისპირ, რომელიც ონლაინ სივრცეში გაიცანით და ნერვიულობთ იმაზე, თუ როგორ მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება, გსურთ, რომ გამოჩნდეთ მშვიდი იმისთვის, რომ პაემანი კომფორტულ გარემოში წარიმართოს. რა თქმა უნდა, შესაძლოა კომუნიკაცია არც ინტერნეტით გქონიათ, არც ტელეფონით, მაგრამ პირველად ხედავთ ადამიანს და მასზე შთაბეჭდილების მოხდენა, მისთვის თავის მოწონება გსურთ - ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახის გამომეტყველებას.
ჩნდება კითხვა, სახის როგორი გამომეტყველება უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ ადამიანზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ პირველივე შეხედვისთანავე.
კვლევის თანახმად, წამის მეათასედი ნაწილიც კი საკმარისია იმისთვის, რომ სახის გამომეტყველებით ადამიანს თქვენზე პირველი შთაბეჭდილება შეექმნას. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ აბსოლუტურად სპონტანურადგვიყალიბდება ერთმანეთზე წარმოდგენა და სპონტანურად განვსაზღვრავთ პატიოსანია, ინტელექტუალია, სანდოა, კომპეტენტურია თუ არა ის.
როგორი სახის გამომეტყველებაა საჭირო იმისთვის, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და ადამიანს პირველივე პაემანზე თავი მოაწონოთ?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საუკეთესო შთაბეჭდილებას ადამიანი მაშინ ახდენს, როცა მისი სახიდან პოზიტიური ემოციები მოდის. კვლევა აჩვენებს, რომ სახეზე ღიმილი პოზიტიურ აურას აფრქვევს, თუმცა განსაკუთრებით დადებითი ეფექტი ღიმილს მაშინ აქვს, როცა ის ყალბი არ არის. კვლევის თანახმად, ადამიანი პირველივე შეხედვისთანავე არჩევს ყალბ და ნამდვილ ღიმილს.
თავადაც შეგიძლიათ გაიხსენოთ სხვადასხვა მაღაზიებში კონსულტანტები ღიმილიანი სახით. ჩვენ ერთი შეხედვისთანავე ვხვდებით ვისი ღიმილია ნამდვილი, გულწრფელი და ვისი ნაძალადევი. ყალბი ღიმილი მარტივად შესამჩნევია.
კვლევის თანახმად, ნამდვილი ღიმილი თბილია, ხოლო ყალბი ღიმილი ცივი და მას ეტყობა რომ იძულებითია. ასევე აღსანიშნავია, რომ ნამდვილი ღიმილი ადამიანს სახეზე უფრო დიდხანს უნარჩუნდება, ხოლო ყალბი ღიმილი სახიდან მალევე ქრება.
ამიტომაც, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პირველ პაემანზე საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენა ღიმილით შეგიძლიათ. როცა ადამიანი მეორე ადამიანს უღიმის, საპასუხოდაც იგივეს იღებს, ხოლო როცა ადამიანები პირველივე პაემანზე გაცვლიან ღიმილს, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ისინი ერთმანეთით მოიხიბლონ.
შეუნარჩუნდება თუ არა დამიანს თქვენზე შექმნილი პირველი დადებითი შთაბეჭდილება დამოკიდებულია თქვენს უნარზე, რამდენად კარგი მსმენელი ხართ და რამდენად ყურადღებიანი. თუ ყურადღება გაფანტული გაქვთ, კარგი მსმენელი ვერ იქნებით.
პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად აუცილებელია ასევე გამოავლინოთ კონცენტრაციის უნარი. თუ ერთი ხელით მენიუს ფურცლავთ, მეორე ხელით „ფეისბუქს“ სქროლავთ, ან ტელეფონიდან თავს არ სწევთ, როცა ის გესაუბრებათ, მსგავსი ქმედებით დადებით შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ. ეს თქვენ გაფანტულ, კონკრეტულ საკითხზე არაფოკუსირებულ ადამიანად წარმოგაჩენთ.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, პაემანი
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია