1. არასაკმარისად გულახდილები ხართ საკუთარ თავთან, როდესაც სურვილების სიას ადგენთ
შეადგინეთ საკუთარი სურვილების სია. შემდეგ გადახედეთ და წაშალეთ ყველა ის სურვილი, რომლებიც თავზე მოგახვიათ მოდამ, ახლობლებმა და მეგობრებმა. გაიაზრეთ, რა გინდათ მხოლოდ თქვენ, და მაშინ ნამდვილად იქნებით მოტივირებული და იშრომებთ სურვილის ასასრულებლად.
2. თქვენ გინდათ, რომ ყველაფერი იყოს იდეალურად ან საერთოდ არ იყოს
ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი. მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლებაც. სხვაგვარად არსებობს რისკი რომ ვერასოდეს მიიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე.
3. მიზანი ძალიან დიდი მოცულობისაა და ვერ ითვალისწინებთ რა წინაღობები შეიძლება შეგხვდეთ
შეისწავლოთ ენა, ისწავლოთ ახალი ჩვევები, დააგროვოთ თანხა მოგზაურობისთვის - ეტაპებად დაყოფილი ნებისმიერი რთული ამოცანა უფრო შესრულებადი ხდება. ქვეცნობიერსაც აღარ ეშინია მოცულობის. გარდა ამისა, ასე სწორად აკონტროლებთ მიზნისკენ წინსვლას.
4. მისტირით წარსულს
როცა ადგენთ ახალი გეგმების სიას, ქვეცნობიერად გეშინიათ მასშტაბების. ნუ შეგეშინდებათ იმის დაკარგვის რაც ახლა გაგაჩნიათ, ეს ძალიან აფერხებს მომავლის პერსპექტივას და ამასობაში შესაძლებლობები ხელიდან გეცლებათ.
5. იწყებთ ფიქრს ჩანაფიქრის გადადებაზე
ახალი ცხოვრების დაწყება ახალი წლიდან იმით არის მოხერხებული, რომ დასახული მიზნებისთვის ბრძოლის დაწყება მარტივია. მაგრამ ქვეცნობიერი მუდმივად გიბიძგებთ საქმის გადადებაზე, რაც დაუშვებელია.
6. არც ცდილობთ საკუთარი თავის მოტივირებას
მოახდინეთ საკუთარი ოცნების ვიზუალიზაცია. მკვეთრ ფერებში წარმოიდგინეთ მისი რეალიზაციის უპირატესობები. ისეთი მოტივაცია დასახეთ, რომ შემდეგ არ გაამართლოთ ფრაზით: „არა უშავს, არც ისე ძალიან მინდოდა...“
7. ჩვენ საკმაოდ ბევრს ვსაუბრობთ საკუთარ გეგმებზე
როდესაც ახალ მიზანს ვისახავთ, ამის შესახებ ვუყვებით მეგობრებსა და ახლობლებს. მაგრამ ხშირად ამ განზრახვებს არ უწერიათ ასრულება. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს დაკავშირებულია თვითიდენტიფიკაციასთან. ქვეცნობიერებაში ჩნდება აზრი, რომ ყველაფერი კარგად არის, და რა საჭიროა შრომა? ასე რომ, ნაკლები სიტყვები, მეტი საქმე და ყველაფერი გამოვა!
თემები: რჩევები, ახალი წელი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია