მშობლები

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

ქალის ცხოვრებაში ფეხმძიმობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი პერიოდია. თუმცა ვისაც ფეხმძიმობა გამოუცდია, დაგვეთანხმება, რომ ამ დროს გარშემომყოფები რჩევებს არ იშურებენ, რომელთა უმეტესობა სტერეოტიპულია, მითია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

გთავაზობთ ფეხმძიმობის შესახებ ყველაზე გავრცელებულ მითებს:

13. ფეხმძიმე ქალმა ორი ადამიანისთვის უნდა ჭამოს - აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის დიეტოლოგები ამბობენ, რომ თუ ქალს აქვს ჯანსაღი წონა, თუ ის ორსულობამდე ჯანსაღად იკვებებოდა, მას არ სჭირდება ორსულობის პერიოდში დამატებით ძალიან ბევრიკალორიის მიღება. სპეციალისტები გვირჩევენ,რომ მივიღოთ დღეში დამატებით 340 კალორიაორსულობის მეორე ტრიმესტრში და დაახლოებით დღში დამატებით 450 კალორია მესამე ტრიმესტრში. თანამედროვე დედები ძალიან ბევრ საჭმელს კი არ მიირთმევენ, არამედ იკვებებიან ჯანსაღად.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

12. ზოგიერთი ამბობს, რომ ორსულობა ქალს სულელად აქცევს - ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც ორსულობას ახლავს თან, რა თქმა უნდა, ქალს უფრო ემოციურს და მგრძნობიარეს ხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამ დროს ის სულელია. ორსულობის დროს ბევრი ქალი საკუთარ თავში ახალ ნიჭს პოულობს. მაგ: ზოგიერთ მათგანს ხატვა გამოსდის შესანიშნავად, ზოგი წიგნების წერას იწყებს, ან ბიზნეს იდეები უჩნდება. ბევრი მსახიობი ფეხმძიმობის დროსაც არ წყვეტს სამსახურებრივ საქმიანობას და სწორედ ამ პერიოდში შესრულებული როლები აღმოჩნდება ხოლმე მათ კარიერაში საუკეთესო.

11. ულტრაბგერთი გამოკვლევა ბავშვისთვის საზიანოა - ექიმების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებას სამჯერ ორსულობის განმავლობაში - სამ თვეში ერთხელ. უფრო მეტი გამოკვლევის ჩატარება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დედას, ან ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. თუმცა ზოგიერთ დედას დღემდე სჯერა, რომ ასეთი გამოკვლევა ბავშვისთვის საზიანოა, რაც ექიმების თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება. ის აუცილებელია, რათა თავიდანვე განისაზღვროს ბავშვის მდგომარეობა და თავიდან ავიცილოთ გართულებები.

10. ქალმა პირველი ბავშვი 30 წლამდე უნდა გააჩინოს - კიდევ ერთი მითი, რომლისაც ზოგიერთ ქალს კვლავ სჯერა. თუ 30 წელს ზემოთ ქალი გაუფრთხილდება თავს, მიიღებს ჯანსაღ საკვებს, ივარჯიშებს შესაბამისად, რეგულარულად გაივლის კონსულტაციას ექიმთან, გართულებების რისკი ძალიან დაბალი იქნება და ის უფრო ახალგაზრდა დედის შემთხვევაში არსებულ რისკებს გაუთანაბრდება.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

ასე რომ, ქალმა შეიძლება დაგეგმოს ორსულობა მაშინ, როცა ის ამისთვის მზად არის ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ექიმების უმეტესობა თვლის, რომ ქალისთვის ორსულობისა და მშობიარობისთვის საუკეთესოა 20-დან 30 წლამდე პერიოდი. ხოლო ახალი მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯანსაღი ბავშვის გაჩენისთვის საუკეთესო ასაკი 34 წელია.

9. ორსულობის დროს ყველა ქალი გიჟდება მარილიან საკვებზე - ასე არ არის. ამ დროს ის საკვები, იმ ვიტამინები, რომლებიც შედარებით ნაკლებადაა ორგანიზმში. ასე რომ, ქალი ფეხმძიმობის დროს შეიძლება გიჟდებოდეს როგორც მარილიან, ასევე ტკბილ საკვებზე.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

8. გავრცელებული აზრია, რომ ორსულობის დროს ქალი არ უნდა დადიოდეს სპორტდარბაზში, არც საცურაო აუზზე, 9 თვის განმავლობაში ის მშვიდად უნდა იჯდეს, ან დაწოლილი იყოს - ეს კიდევ ერთი მცდარი შეხედულებაა. თუ ქალს ორსულობის დროს რაიმე პრობლემები და გართულებები არ აქვს, არ არის საჭირო რომ ის მოდუნებული იყოს. პირიქით, უკეთესია, თუ ივარჯიშებს და ფიზიკური აქტივობით დაკავდება. თუ ორსულობის დროს ივარჯიშებთ, მშობიარობის პროცესი უფრო გაგიმარტივდებათ.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

7. ფეხმძიმობის დროს სექსმა შესაძლოა ბავშვს ავნოს - ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ადამიანები ამბობენ, რომ ორსულობის დროს სექსი ბავშვისთვის მავნებელია, ხოლო ორსული ქალისთვის უსიამოვნო. თუ ქალი ამ დროს რაიმე დისკომფორტს არ გრძნობს, სექსუალური აქტივობა ნაყოფისთვის სახიფათო არ არის. როგორც არაერთი კვლევითაა დამტკიცებული, სექსი განწყობას ამაღლებს და შეუძლია, სტრესის ხარისხი შეამციროს. ასე რომ, მომავალი დედებისთვის ორსულობის დროს სექსი სასარგებლოა, ვინაიდან ამ დროს უმნიშვნელოვანესია კარგ განწყობაზე იყოთ.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

6. ორსულმა ქალმა არ უნდა შეიღებოს თმა და არ უნდა წაისვას ფრჩხილებზე ლაქი - რა თქმა უნდა, ასე არ არის. მთავარია, გამოყენოთ ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

5. თუ თხილს, კაკალსა და თევზს მიირთმევთ თქვენი შვილი უფრო ინტელექტუალი იქნება - ეს პროდუქტები ჯანსაღია და რა თქმა უნდა, უნდა მიიღოთ. მათ ბევრი სასარგებლო თვისებები აქვთ. აუმჯობესებენ ადამიანის გონებრივად უკეთ მუშაობის უნარს, კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, მაგრამ ახდენს თუ არა ის მუცლად მყოფი ბავშვის გონებრივ განვითარებაზე გავლენას, მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

4. ზოგიერთი თვლის, რომ სტრესი სახიფათო არ არის - მუდმივ სტრესში ყოფნა კარგი არავისთვისაა. მუდმივი შფოთვა კიდევ უფრო უარესია ორსული ქალისთვის. ნუ მისცემთ ნებას მცირე პრობლემებს რომ ხასიათი გაგიფუჭონ და ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

3. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სტრიების საწინააღმდეგო კრემი - ხშირად ასეთი კრემზე გვგონია, რომ ჯანდოსნური ეფექტი აქვს, მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივი დამატენიანებელი ლოსიონისგან არაფრით განსხვავდება. რა თქმა უნდა, ამგვარი პროდუქტების გამოყენება კანს უფრო რბილს და ელასტიურს გახდის, მაგრამ მათ სტრიების მოშორება არ შეუძლიათ. სტრიების გაჩენა გენეტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჰკითხეთ დედას, ან ბებიას ჰქონიათ, თუ არა სტრიები. დიდი ალბათობით თქვენც მათ დაემსგავსებით.

2. ორსულობის მესამე ფაზაში წყლის მოხმარება უნდა შეამციროთ - წარსულში ქალებს წყლის მოხმარების შეზღუდვას ურჩევდნენ, იმ მოტივით რომ წყალი შეშუპებას იწვევს, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, შეშუპებასთან წყლის მომხარება არანაირ კავშირში არ არის. პირიქით, წყლის დიდი რაოდენობით მიღება ორსულისთვის ფეხმძიმობის ნებისმიერ პერიოდში სასარგებლოა.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

1. ცხოვრება ისეთივე იქნება ბავშვის დაბადების შემდეგ, როგორიც მანამდე იყო - ეს ასე არ არის. შესაძლოა, გაიმარტივოთ ბავშვის აღზრდის პროცესი, მაგრამ შვილის გაჩენის შემდეგ ბევრი რამ იცვლება. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე უფრო ცუდი, ან უფრო კარგი ხდება. უბრალოდ თქვენი ცხოვრების სტილი განსხვავებული იქნება.

13 მითი ფეხმძიმობის შესახებ, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>