1. „მესმის შენი“

როდესაც გარკვეული გარემოებები მამაკაცს ხელს უშლის წარმატებაში, ამ დროს რისი გაგებაც არ უნდა - კრიტიკაა ან რჩევები თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ყველაზე მეტად ამ დროს მას მხარში დგომა სჭირდება.

2. „ყველაფერს ვაფასებ, რაც გააკეთე“

მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ მისი ზრუნვა და ყურადღება გჭირდებათ. ეს რწმენას მატებს, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახლობელი ადამიანის ცხოვრებაში.

3. „დარჩი საკუთარ თავთან მარტო იმდენი ხანი, რამდენიც გჭირდება“

იმისათვის რომ გაერკვიოს პრობლემებში, მას მარტო დარჩენა სჭირდბა. მან უნდა გაანალიზოს სიტუაცია და ემოციურად გადალახოს ის, და ეს არ არის დაკავშირებული მის დამოკიდებულებაზე თქვენს მიმართ.

4. „შენ ეს შესანიშნავად გააკეთე“

დიახ, მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია თქვენი შექება და აღტაცება. საყვარელი ადამიანის მიერ გამარჯვებების აღიარება ფრთებს ასხამს მას და სტიმულს აძლევს შემდგომი გმირობებისთვის.

5. მადლობა

ამ მარტივი სიტყვის გაგება ახლობელი ადამიანისგან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ამჩნევთ და აფასებთ ყველაფერს, რასაც ის თქვენთვის აკეთებს.

6. მჭირდები

ამის თქმის დროს მამაკაცები შინაგანად ანათებენ. ის, რომ თქვენ მას საიმედო პარტნიორად აღიქვამთ, მნიშვნელოვანია მისი თვითშეფასების გასაძლიერებლად.

7. მჯერა შენი

თქვენ რწმენას მატებთ მას რომ გჯერათ მისი უნარების. ყველაზე ახლობელი ადამიანისგან მოსმენილი ამ სიტყვების შემდეგ ძალიან შეიცვლება თქვენი ურთიერთობა.