ჯანმრთელობა

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ

გთავაზობთ 7 სწრაფ და მარტივ ტესტს, რომელთა საშუალებითაც, ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენთ.

1. მხედველობის ტესტი - ეს არის ამსლერის ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ მაკულოდისტროფია. დაავადება, როგორც წესი, 50 წლის შემდეგ ვითარდება და სწრაფად პროგრესირებს. ტესტის ჩასატარებლად აუცილებელია ოთახი კარგად იყოს განათებული. 

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ

მოათავსეთ მოცემული ფოტო თვალიდან დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის დაშორებით. არ გადახაროთ თავი არც წინ და არც გვერდზე, არ მოჭუტოთ თვალები.

ცალ თვალზე აიფარეთ ხელი და შეხედეთ ფოტოს მეორე თვალით, გააკეთეთ იგივე მეორე თვალზეც. თუ ყველა ხაზს ხედავთ, სწორად და არა გამრუდებულად, არც ნაცრიფერ ლაქებს ამჩნევთ და ხაზები წყვეტილად არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ მხედველობაზე პრობლემები არ გაქვთ. მაგრამ თუ ასე არ არის, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 

2. სასიცოცხლო ძალა, ენერგია - მძიმე ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის ასაკში შესული ადამიანებისთვის, ასევე გულ-სისხძარღვთა პრობლემებით დაავადებულებისთის. სანამ რაიმე ფიზიკური აქტივობით დაკავდებით, ჯერ მცირე ტესტი ჩაიტარეთ.

 იპოვეთ პულსი და დაითვალეთ რამდენ დარტყმას იგრძნობთ ერთ წუთში. 

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ

გააკეთეთ 20 ბუქნი

ახლა თავიდან დაითვალეთ პულსი

თუ გულისცემის რიცხვი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა, ე.ი ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ თუ განსხვავება 25-დან 50%-მდეა, ექიმთან უნდა წახვიდეთ. 

ფიზიკური დატვირთის დროს გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ზღვარს. დასაშვები ზღვარი სხვადასხვა ასაკის ადამიანებში განსხვავებულია. მის გამოსათვლელად 220-ს უნდა გამოაკლოთ თქვენი ასაკი, ეს არის რიცხვი, რომელსაც არ უნდა აღემატებოდეს თქვენი პულსაცია ერთ წუთში.

გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და ხანდაზმულებისთვის კი, მიღებული შედეგი უნდა გაამრავლოთ 0,5-ზე და 0,6-ზე. მაგ: 220-60=160, 160×0.5 = 80, 160×0.6 = 96. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების გულისცემის რაოდენობა, ფიზიკური დატვირთვის დროს, წუთში 80-96 დარწტყმას შორის უნდა მერყეობდეს. 

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ

3. ხერხემლის მდგომარეობა - დადექით თქვენთვის ბუნებრივ, ჩვეულ პოზაში და ვინმეს სთხოვეთ, რომ დაგაკვირდეთ. თუ თქვენი ზურგი 45°-ით, ან უფრო მეტადაა მოხრილი, თეძოები კი წინაა გამოწეული, ეს ხერხემლის გამრუდებაზე მიუთითებს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ

4. კიდევ ერთი მარტივი ტესტი, ხერხემლის პრობლემების გამოსავლენად - ორივე ხელში დაიკავეთ კალამი და დაუშვით ხელები. თუ ფანქრები ერთმანეთის პარალელურადაა, ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ ერთმანეთისკენაა მიმართული, ეს ხერხემლის პრობლემაზე მეტყველებს. 

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ

5. მესამე ტესტი, რომელიც ასევე ხერხემლის გამრუდებას ავლენს - სთხოვეთ ვინმეს დაგაკვირდეთ, ან ფოტო გადაგიღოთ პროფილში. გამოიყენეთ სახაზავი, ან წარმოიდგინეთ ვიზუალურად. გაავლეთ ხაზი ყურის ბიბილოდან მხრამდე, თუ ხაზი სწორია, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ თუ ყურის ბიბილო წინ არის გაწეული, ეს ხერხემლის პრობლემას ავლენს. 

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ

6. ტესტი სასუნთქი სისტემის პრობლემის გამოსავლენად - დაჯექით კომფორტულად და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ და ცხვირზე ხელი მოიჭირეთ. „ტაიმერის“ საშუალებით დაითვალეთ რამდენ წამს გაძლებთ ამ მდგომარეობაში. ნორმალური შედეგი კაცებში უნდა იყოს 40 წამი, ხოლო ქალებში 30 წამი. 5 წუთის შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ და ისევ იგივე გაიმეორეთ. ჯანმრთელი ადამიანი ამ მდგომარეობაში 25-დან40 წამამდე ძლებს. რაც შეეხება სპორტსმენებს, მათ სუნთქვის შეკავება უფრო დიდხანსაც შეუძლიათ.

6 მარტივი ტესტი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოავლენენ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>