LIFE

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

ქირომანტიის ხელოვნებით ბევრი რამის გარკვევაა შესაძლებელი პიროვნების შესახებ. ამ მეთოდით უძველესი დროიდან განსაზღვრავდნენ ადამიანის მომავალს, მის ხასიათს და სჯეროდათ, რომ ხელისგულზე ბედისწერის წაკითხვა იყო შესაძლებელი.

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

ჩინური ქირომანტიის მიხედვით ხელს უნდა შეუსაბამოთ 5 მთავარი ელემენტი - წყალი, ცეცხლი, მიწა, ხე და ლითონი.

ჩინელები გამოყოფდნენ სწორედ ხელის 5 განსხვავებულ მოყვანილობას და მათ ამ ხუთ ელემეტს უსაბამებდნენ.

ჯერ დააკვირდით ფოტოს და შემდეგ კი, განსაზღვრეთ, რომელია თქვენი ხელის მოყვანილობა.

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

პირველ ფოტოზე აღბეჭდილ ხელს, ძველი ჩინელები მიწის ხელს, ან დედამიწის ხელს უწოდებდნენ, მეორე ფოტოზე ცეცხლის ხელია, მესამე წყლის ხელი, მეოთხე ხის, ხოლო მეხუთე ლითონის ხელი.

ახლა გავიგოთ რას ნიშნავს თითოეული მათგანი:

1. თუ პირველ ფოტოზე აღბეჭდილი ხელის მსგავსი მოყვანილობა გაქვთ,ანუ გაქვთ დიდი ზომის ხელი, პუტკუნა თითებით, ეს მიწის ხელია - თქვენ ბუნებრივები ხართ და თანამედროვე ცხოვრებას ფეხს ადვილად უწყობთ. ცხოვრებაში ყველანაირი მწვერვალის დაპრყობა შეგიძლიათ, მაგრამ არასოდეს ივიწყებთ საიდან მოდიხართ. შრომისმოყვარეობით გამოირჩევით, ხართ თავაზიანი და თბილი სხვების მიმართ. მხიარული და მოსიყვარულე ნატურა გაქვთ და ადამიანებს თქვენ გვერდით ყოფნა სიამოვნებთ.

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

მარტივად გიყვარდებათ. ფიქრობთ გულით და გადაწყვეტილებების მიღების დროს მხოლოდ გულის კარნახს ითვალისწინებთ. სენტიმენტალური ხართ და უპირობოდ ეხმარებით ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც გიყვართ. ჰუმანური ხართ და ადამიანების გამო თავგანწირვა შეგიძლიათ.

2. ცეცხლის ხელი - თუ ასეთი ხელი გაქვთ, ეს მიუთითებს, რომ ამბიციური ხართ და გაქვთ სწრაფად აზროვნების უნარი. ყოველთვის ყურადღებას ამახვილებთ დეტალებზე, ყოველთვის იცით, რა ხდება თქვენ გარშემო და მუდმივად მუშაობთ. როგორც წესი, საოცრად ენერგიულები ხართ. ზუსტად იცით რა გსურთ.

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებთ, მაგრამ ამავდროულად ეს გადაწყვეტილებები ყოველთვის კარგად გააზრებულია. თქვენს ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, არიან მხოლოდ სანდო და საჭირო ადამიანები. შესანიშნავად იცით, რომ უსარგებლო ურთიერთობებისთვის დრო არ უნდა დაკარგოთ.

3. წყლის ხელი - თუ მსგავსი მოყვანილობის ხელი გაქვთ, თქვენ ინტელექტუალი და ძალიან ჭკვიანი ხართ. განსხვავებულ სიტუაციებში მარტივად ადაპტირება შეგიძლიათ. როცა საჭიროა კარგი დიპლომატები ხდებით. გაქვთ საიდუმლოს შენახვის უნარი.

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

არ გიყვართ ადამიანების განსჯა. შეგიძლიათ ისინი თავიანთი ნაკლოვანებებით მიიღოთ. არ გჩვევიათ წუწუნი. გამუდმებით წუწუნს, საქმის მოგვარებას ამჯობინებთ. აფასებთ და უფრთხილდებით იმ ურთიერთობებს, რომელიც გაქვთ. როცა საქმე სიყვარულს ეხება, საოცარი შეყვარებული ხართ. მუდამ იცავთ საყვარელ ადამიანს და მხარდაჭერას უცხადებთ. ბედნიერია ის, ვისაც შეიყვარებთ.

4. ხის ხელი - თუ თქვენი ხელი მეოთხე ფოტოზე აღბეჭდილი ხელის მსგავსია, ეს მიუთითებს, რომ შემოქმედებითი უნარით გამოირჩევით. წამებში შეგიძლიათ ყველანაირი წვრილმანის შემჩნევა. დეტალებზე ხართ ორიენტირებული და შეგიძლიათ, მცირე რამითაც ბედნიერი იყოთ.

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

საკუთარ სამყაროში ცხოვრობთ, მარტივად არ გიყვარდებათ, მაგრამ როცა შეიყვარებთ, მთელი გულით და ეს ურთიერთობა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ხდება.

ამავდროულად, ხართ ძალიან ემოციურები და ემოციები დიდ როლს თამაშობენ თქვენს ცხოვრებაში. გადაწყვეტილებებს სწორედ ემოციურად იღებთ. გახასიათებთ სიჯიუტე. ხართ კეთილი, თბილი და კომუნიკაბელური ნატურა.

5. ლითონის ხელი - თუ მეხუთე ფოტოზე აღბეჭდილის მსგავსი ხელი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ლიდერობის ბუნებრივი უნარი გაქვთ. ამავდროულად, გაქვთ ლოგიკური აზროვნების საოცრად განვითარებული უნარი.

ძველი ჩინური ქირომანტია - რას ამბობს ხელის მოყვანილობა თქვენს პიროვნებაზე

ერთი ნახვით არასოდეს გიყვარდებათ. ადამიანს ჯერ კარგად გაიცნობთ და შეიყვარებთ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური პარტნიორის თვისებები შეესაბამება თქვენს ცხოვრებასა და ცხოვრების სტილს. გამოირჩევით თავდაჯერებულობით. შეგიძლიათ ერთდროულად ბევრი საქმე აკეთოთ.



<a href="https://voice.meaww.com">https://voice.meaww.com</a>