ჯანმრთელობა

Dash-დიეტა - ყველაზე პოპულარულია დღეს მსოფლიოში - ჰოლივუდის ვარკვლავების არჩევანი

Dash-დიეტა - ყველაზე პოპულარულია დღეს მსოფლიოში - ჰოლივუდის ვარკვლავების არჩევანი

კვების ეს სისტემა უკვე რამდენიმე წელია რაც პირველობას ინარჩუნებს. ამ დიეტას იცავენ ჰოლივუდის ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯენიფერ ჰადსონი და ჯესიკა სიმპსონი.

Dash-დიეტის უნიკალურობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ის არა მხოლოდ გეხმარებათ სწრაფ გახდომაში (3-5 კგ კვირაში), ამავე დროს ინარჩუნებთ წონას და სასიკეთოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, დიეტა შეიძლება გამოიყენოს დიაბეტითა და ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა.

Dash-დიეტის ძირითადი პრინციპებია:

1. უარის თქმა მარილზე, მაგრამ არა უცებ, უბრალოდ შეამცირეთ ნელ-ნელა. მაქსიმუმ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ½ ჩ.კ. დღეში. საკვები ნამდვილად არ იქნება უგემური - ეს უბრალოდ შეჩვევის ამბავია, რომელიც ნელ-ნელა უნდა გამოიმუშაოთ.

Dash-დიეტა - ყველაზე პოპულარულია დღეს მსოფლიოში - ჰოლივუდის ვარკვლავების არჩევანი

2. თქვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ ცხიმები, მაგრამ ზომიერად. ფრთხილად იყავით მცენარეულ ზეთებთან ( ზეითუნის ზეთთანაც კი).

Dash-დიეტა - ყველაზე პოპულარულია დღეს მსოფლიოში - ჰოლივუდის ვარკვლავების არჩევანი

3. იდეალური იქნება უარი თქვათ ხორცზე, მათ შორის უცხიმოზეც, მაგრამ თუ არ შეგიძლიათ, ეცადეთ არ შეწვათ, მოამზადეთ ორთქლზე.

4. წასახემსებლად ნუ მიირთმევთ ჩაის ტკბილეულით, ორცხობილით ან ტორტის ნაჭერით, ამის მაგიერ ჩაის დააყოლეთ რომელიმე ხილი, ჩირი ან მიირთვით ნატურალური იოგურტი.

5. აუცილებლად შეისწავლეთ იმ პროდუქტების შემადგენლობა, რომელსაც ყიდულობთ. მათში არ უნდა იყოს ბევრი ნატრიუმი.

Dash-დიეტა - ყველაზე პოპულარულია დღეს მსოფლიოში - ჰოლივუდის ვარკვლავების არჩევანი

გულის, ფილტვებისა და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტის ამერიკელი მეცნიერები ამბობენ: „მეტი იმოძრავეთ და ნაკლები ჭამეთ... ასე ზედმეტი წონა უფრო მალე დაგტოვებთ და არასოდეს დაბრუნდება!“


პროდუქტები, რომლებისგანაც თქვენი ყოველდღიური მენიუ უნდა შედგებოდეს:

თევზი, უცხიმო ხორცი (არაუმეტეს 180 გ დღეში), პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა), მარცვლეული და რძის პროდუქტები ცხიმის დაბალი შემცველობით. მიუხედავად იმისა, რომ მენიუ შეიძლება იყოს საკმაოდ მრავალფეროვანი, შესაძლებელია ზოგიერთი დღის გამეორება.



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>