სტილი

H&M Conscious Exclusive - ის ახალი კოლექცია

H&M Conscious Exclusive - ის ახალი კოლექცია

H&M Conscious Exclusive-ი აგრძელებს მოდის მდგრად განვითარებაში ინოვაციების წარმოჩენას, აწარმოებს რა აქსესუარებს ჩამოწერილი სასანთლეებისაგან და ქმნის კაბებს ბადეებისა და ნეილონის სხვა ნარჩენებისაგან.


H&M Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექცია შეიქმნა შვედეთში, მოძრაობა „Arts and Crafts“-ის პატივსაცემად. მასში გამოყენებულია ისეთი ახალი მდგრადი მასალები, როგორებიცაა, მაგალითად, გადამუშავებული ვერცხლი და ECONYL®-ი, რომელიც ბადეებისა და ნეილონის სხვა ნარჩენებისგან იწარმოება. Conscious Exclusive-ის კოლექცია 2018 წლის 19 აპრილიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, H&M-ის რჩეულ მაღაზიებში იქნება წარმოდგენილი.

H&M Conscious Exclusive - ის ახალი კოლექცია



Conscious Exclusive-ის რიგით მეშვიდე კოლექციაში ხელახლა ჩნდება დახვეწილი, პრემიუმ კლასის ასორტიმენტი. ის ახალ სეზონს ეძღვნება და მოდის მდგრადი განვითარების მზარდ შესაძლებლობებს წარმოაჩენს, რაც განვითარებასა და ინოვაციებზეა ორიენტირებული.

 გადამუშავებულ პოლიესტერსა და ორგანული ქსოვილისაგან წარმოებულ TENCEL™-თან ერთად, H&M-ი სიამაყით წარმოგიდგენთ ECONYL®-სა და გადამუშავებულ ვერცხლს. ECONYL®-ი დრამატული ნაქარგებითაა ჩაქსოვილი ნაზ, მსუბუქ ქსოვილში და წარმოდგენილია ლამაზ მაქმანებიან თეთრ საქორწინო კაბაზე ან რომანტიკული მუქი ელფერის მქონე ლურჯ-ნაცრისფერ მაქმანებიან და გრძელმკლავიან მოკლე კაბაზე. ამავდროულად, გადამუშავებული ვერცხლი ჩნდება Arts and Crafts-ის მოძრაობით შთაგონებულ ნატიფ სამკაულებშიც, რომლებიც სპეციალურად ამ კოლექციისათვის შეიქმნა.

 

H&M Conscious Exclusive - ის ახალი კოლექცია

„მდგრადი მასალების სფეროში არსებული სხვადასხვა ინოვაცია ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევს. გადამუშავებული ვერცხლი ლითონის ნარჩენებისაგან იწარმოება და გარემოზე მინიმალურ ზეგავლენას ახდენს; ECONYL®-ი კი ნეილონის ნარჩენების გადამუშავებისაგან მიღებული ნეილონის ბოჭკოა, რომელიც სუფთა ოკეანეების არსებობას უწყობს ხელს. Conscious Exclusive-ის კოლექცია სწორედ ამ მასალებისგან შედგება და ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება უახლესი და ტრადიციული ტექნოლოგიების შერწყმით გასაოცარი შედეგების მიღება“, – აცხადებს ანა-სოფია იოჰანსონი, H&M-ის კრეატიული მრჩეველი.

 

H&M Conscious Exclusive - ის ახალი კოლექცია



Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექცია შთაგონებას მე-19 და მე-20 საუკუნეებში მოღვაწე კარინ და კარლ ლარსონების ხელოვნების სახლიდან იღებს. კოტეჯი Lilla Hyttnäs-ი, მისი ულამაზესი ნახატებითა და გობელენებით, Conscious Exclusive-ის დიზაინერთა გუნდმა გარდაქმნა ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების თანამედროვე და შთამბეჭდავ კოლექციად, რომელიც მდგრადი მასალებისგანაა შექმნილი.

H&M Conscious Exclusive-ის 2018 წლის კამპანიაში მონაწილეობს კრისტი ტარლინგტონ ბარნსი (Christy Turlington Burns), რომელიც მსოფლიოში ცნობილი მოდელი და მშობელთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის – Every Mother Counts-ის დამფუძნებელია. ბეჭდური კამპანია მიკაელ იანსონმა (Mikael Jansson) გადაიღო.

 „H&M Conscious Exclusive-ის კამპანიაში მონაწილეობით ძალიან ბევრი რამ გავიგე მდგრადი მასალების მნიშვნელობისა და ჩვენი ძალისხმევის შედეგების შესახებ. თავად კოლექცია კი ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია“, – აღნიშნავს კრისტი ტარლინგტონ ბარნსი.

სხვა ფოტოების სანახავად, ეწვიეთ ფოტოგალერეას hm.com