LIFE

17 საიდუმლო „ეშმაკი ატარებს პრადას“ შესახებ, რომელიც არ იცოდით

17 საიდუმლო „ეშმაკი ატარებს პრადას“ შესახებ, რომელიც არ იცოდით

„ეშმაკი ატარებს პრადას“ ბევრი ადამიანის გამორჩეულად საყვარელი ფილმია, რომელიც აქტუალობას არასოდეს კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმის შესახებ წლებია არაერთი სტატია დაწერილა, არსებობს ისეთი საინტერესო ფაქტები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით. მაგალითად ის, რომ მირანდა პრისლის ვიზუალურ მხარეს საფუძვლად „ვოგის“ რედაქტორის, ანა ვინტურის გარეგნობა არ უდევს. ინსპირაციის წყარო ამ შემთხვევაში Harper’s Bazaar-ის რედაქტორი, ლიზ ტილბერისი გახდა.

ვნახოთ 17 საინტერესო ფაქტი „ეშმაკი ატარებს პრადას“ შესახებ:

1. კოსტიუმების მხატვარი, პატრიცია ფილდი „გლამურთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მირანდას ვიზუალური მხარის შესაქმნელად ინსპირაციის წყარო Harper’s Bazaar-ის რედაქტორი, ლიზ ტილბერისი იყო და არა „ვოგის“ რედაქტორი ანა ვინტური.

17 საიდუმლო „ეშმაკი ატარებს პრადას“ შესახებ, რომელიც არ იცოდით

2. თავდაპირველად ენდის როლზე რეიჩელ მაკ ადამსის კანდიდატურას განიხილავდნენ.

3. მერილ სტრიპი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მირანდას პერსონაჟში მისი თავდაჯერებულობა მოსწონს.

17 საიდუმლო „ეშმაკი ატარებს პრადას“ შესახებ, რომელიც არ იცოდით

4. ფილმში მირანდა პრისლის ზოგიერთი სამოსი დონა კარანისაა.

5. მერილ სტრიპის თქმით, მირანდას როლის შესრულების დროს ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის იყო ის, რომ მაყურებელს მასში ადამიანური თვისებები დაენახა.

6. მისივე თქმით, ამ როლის შესრულება არ ყოფილა სახალისო და ეს მსახიობში შფოთვას იწვევდა.

7. მერილ სტრიპს ფილმის გადაღებამდე მოდის შესახებ ბევრი არ გაეგებოდა

8. ფილმის დასასრულს მირანდა ამბობს ფრაზას - „ყველას სურს ჩვენს ადგილას ყოფნა“, ეს ფრაზა თავდაპირველად ასეთი იყო - „ყველას სურს ჩემს ადგილას ყოფნა“, თუმცა მერილმა ის თავად შეცვალა.

17 საიდუმლო „ეშმაკი ატარებს პრადას“ შესახებ, რომელიც არ იცოდით

9. ასევე მსახიობმა თავად გადაწყვიტა, როგორი ვარცხნილობა უფრო შეეფერებოდა მირანდას პერსონაჟს.

10. თავდაპირველად სცენარი სხვაგვარი იყო და ის ენდის სასტიკი შურისძიებით სრულდებოდა.

11. სცენა, სადაც მირანდა პარიზშია, სინამდვილეში პარიზში გადაღებული არ არის.

12. წიგნის ავტორი ლორენ ვისბერგერი ამბობს, რომ ნაწარმოებში ბევრი სიმართლეა, რომელიც მან თავისი მეგობრების ცხოვრებისგან აიღო.

13. როცა ენ ჰეთეუეი და მერილ სტრიპი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, მერილმა ენს უთხრა: „ვფიქრობ, რომ სრულყოფილი ხარ ამ როლისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ერთად ვიმუშავებთ. მაგრამ გაფრთხილებ, ეს უკანასკნელი სასიამოვნო რამაა რასაც გეუბნები“.

17 საიდუმლო „ეშმაკი ატარებს პრადას“ შესახებ, რომელიც არ იცოდით

14. მერილ სტრიპის თქმით, მირანდას საუბრის მანერა კლინტ ისტვუდის საუბრის მანერითაა ინსპირირებული. „ის არასოდეს აუწევს ტონს და მიუხედავად ამისა, ყველა მას უსმენს და აბსულუტურად ბუნებრივად ის ყველაზე ძლიერი და ავტორიტეტული ადამიანია ოთახში“, - ამბობს მსახიობი.

15. ენდის როლი რომ კარგად გაეთავისებინა, ენ ჰეთეუები ხელოვნების აუქციონის სახლში რამდენიმე კვირა ასისტენტად მუშაობდა.

16. მერილ სტრიპმა ფილმში გამოყენებული სამოსი აუქციონზე გაყიდა და თანხა ქველმოქმედებას მოახმარა.

17 საიდუმლო „ეშმაკი ატარებს პრადას“ შესახებ, რომელიც არ იცოდით

17. ენ ჰეთეუეი ამბობს, რომ ამ ფილმმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.



<a href="https://www.buzzfeed.com/">https://www.buzzfeed.com/</a>