სტილი

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

10. 80-იანი წლების დაბრუნება

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

ფერები – მეტალური, სიგრძე – მოკლე და, რაც მთავარია, გახევებული, ცოტა უხეში მხრები – მოდის კვირეულზე ასეთი ჩაცმულობა წარმოადგინეს მოდის ისეთმა სახლებმა, როგორებიცაა Saint Lauren და Vuitton.

9. ყვავილების შოუ

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

თუ გეგონა, რომ ყვავილების პრინტი მთავარია, შეცდი! მთავარია დიზაინერების განსხვავებული მიდგომა. გაზაფხულისთვის ეს ნიშნავს დიდ, გაბედულ გრაფიკას და ჭრელ ფერებს. მოდის კვირეულზე Balenciaga-მ და Gucci-მ შემოგვთავაზეს ასეთი პრინტი.

8. საავტომობილო პრინტი

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

ათლეტური სილუეტი, სადაც ერთი ძირითადი ფერი დომინირებს და უამრავი ხაზი და გადაკვეთაა, თითქოს ეს ყველაფერი საავტომობილო რბოლა იყოს. Fendi და Versace-ის მოდის სახლმა სწორად ასეთი ტანსაცმლის დემონსტრირება მოახდინეს.

7. ჯარისკაცის ფერები

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

შთაგონების წყაროა როგორც პრაქტიკულობა, ასევე ისიც, რომ ასეთ ფერებში (ხაკისფერი, ჯარის მწვანე) ხალხს კი არ შეერევი, არამედ, პირიქით, ყველას ყურადღებას მიიპყრობ. Balmain და Céline წარმოგიდგენთ მსგავს ტანსაცმელს.

6. ძალიან კონტრასტული სპორტული მოტივები

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

მოდის სახლების შთაგონების წყარო სწორად სპორტული, ათლეტური ქალები არიან. ყოველდღიურ ცხოვრებას მორგებული, განსხვავებული, ინოვაციური ფორმებითა და ქსოვილებით შექმნილი ტანსაცმელი Alexander Wang-მა და Max Mara-მ წარადგინეს. დომინანტი ფერები – შავი და თეთრი.

5. საქორწილო წვეულება

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

ჰაეროვანი თეთრი, გადათეთრებული ყვავილები და გიჟური მაქმანები – ასეთი კაბებს სხვა სამყაროში გადავყვართ, იქ, სადაც პატარძლები მხოლოდ ოცნებობენ ასეთ კაბებზე. სინამდვილეში კი ეს კაბები ჩვეულებრივი წვეულებებისთვის არის შექმნილი. წარმოგიდგენთ Valentino-სა და Alberta Ferretti-ს კაბებს.

4. მოგზაური კარადა

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

დაპრინტული, სხვადასხვა ნაჭრებისა და ბევრი ფენისგან შემდგარი ფართო კაბები შემოგვთავაზეს Roberto Cavalli da Loewe-მ. მსგავსი ტანსაცმელი შექმნილია იმისთვის, რომ კომფორტულად იმოგზაურო.

3. ვარდისფერი

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

გაზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო ფერი, მაგრამ დიზაინერებმა არჩევანი გააკეთეს ბაც, მოტკბო, თბილ ვარდიფერზე. Valentino და Bottega Veneta ამ ფერით ხაზს უსვამენ ძლიერ ფემინურობას.

2. ბანკირი მეგობარი ბიჭი

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

პოპლინის მაისურები ისევ მოდაშია, პატარა თავგადასავლით, რომელიც თავს ისე გაგრძნობინებთ, თითქოს თქვენი მეგობარი ბიჭი ბანკირია. ღილები შეხსნილია მაისურებზეც და კაბებზეც. იხილეთ Hermés და Marni.

1. ლურჯი ჯინსის დედოფალი

2017 წლის გაზაფხულის კოლექცია

თუ მოდის კვირეულის ქუჩის სტილს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მოდის მოყვარულებს არაფერი უყვართ ლურჯ ჯინსებზე მეტად. დიზაინერებმაც მრავლად გამოიყენეს ლურჯი ჯინსი თავიანთ კოლექციებში. წარმოგიდგენთ Stella McCartney და Dolce & Gabanna.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.harpersbazaar.com/fashion/fashion-week/g8002/spring-2017-runway-fashion-trends/?slide=1">www.harpersbazaar.com</a>