1. ფულის შოვნა ადრეული ასაკიდან დაიწყეთ - თუ ბავშვობიდანვე ფულის გამომუშავებას ცდილობთ, ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ზრდასრულ ასაკში მილიონერი გახდებით. უორენ ბაფეტი ბავშვობაში ჯიბით საღეჭ რეზინებს დაატარებდა და მეზობლებში ყიდდა. ამ დროს ის მხოლოდ 6 წლის იყო. ბიზნესმენის სული ბავშვობაში ვლინდება.
2. თუ მიღწეული შედეგით კმაყოფილი არასოდეს ხართ და უფრო მეტი გსურთ - თუ არასოდეს ხართ კმაყოფილი მიღწევებით და უფრო მეტი გსურთ, მოსალოდნელია, რომ გამდიდრდებით. მილიონერის ოცნება 1 მილიონის შოვნა კი არ ყოფილა, არამედ გაცილებით მეტის.
3. თუ კარგად გამოიყურები, ვიზუალურად მომხიბვლელი ხართ - შესაძლოა, ეს უცნაურად და დისკრიმინაციულად ჟღერს, მაგრამ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის, დენიელ ჰამერმეშის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვიზუალურად მომხიბვლელი ადამიანების გამდიდრების შანსი უფრო დიდია.
4. თუ თქვენი გონება მუდამ აქტიურია და საქმის კეთებისკენაა მიმართული - თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველა შესაძლებლობის გამოყენება შეუძლია, მუდამ მოქმედებაშია და საქმის კეთებაზეა ორიენტირებული, გილოცავთ, თქვენ მარტივად მოიპოვებთ ფინანსურ დამოუკიდებლობას და მოსალოდნელია, რომ მდიდარი გახდებით. მილიონერობა არ არის მარტივი, ამისთვის ადამიანს მუდმივი შრომა, აქტიურობა და საქმეზე კონცენტრირება სჭირდება.
5. თუ მუდამ გეჩქარებათ - მილიონერები არ ელოდებიან სრულყოფილ დროს ბიზნესის წამოსაწყებად, ინვესტიციის ჩასადებად. ისინი აანალიზებენ, რომ დღევადელ დღეზე უკეთესი დრო ფულის საშოვნელად არ არსებობს. ისინი არ სხედან და არ არიან ოცნებებით გართულნი. ისინი მოქმედებენ.
6. თუ უფრო მეტად კონცენტრირებული ხართ ფულის შოვნაზე და არა მის დაზოგვაზე - მილიონერი თანხას ხარჯავს გონივრულად და ფულის დაზოგვაზე მეტად ორიენტირებულია მის შოვნაზე. თუ საკუთარ თავში ამ თვისებას აღმოაჩენთ, თქვენ მომავალი მილიონერი ხართ.
7. თუ გონებამახვილი ხართ - მილიონერებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ განსაზღვრონ რომელ საქმეში ინვესტირება იქნება უფრო მომგებიანი და რომელ საქმეში არ უნდა ჩადონ ფული არავითარ შემთხვევაში. მათ შეუძლიათ, სწრაფად მიიღონ მახვილგონივრული გადაწყვეტილებები.
8. თუ თქვენ სკოლაში პოპულარული იყავით - კვლევის თანახმად, სკოლაში პოპულარობა ადამიანის გამდიდრების ერთ-ერთი წინაპირობაა. სკოლაში პოპულარობა ნიშნავს, რომ ბევრი მეგობარი გყავთ, ბევრი კონტაქტი და ეს კარგ შესაძლებლობას გიქმნით გასამდიდრებლად.
9. თუ შეგიძლიათ იცხოვროთ ფუფუნების საგნების გარეშე და იყოთ ისეთი, როგორიც გამდიდრებამდე იყავით - მილიონერების დიდი ნაწილი მდიდრულ მანქანებსა და მოდურ სახლებს უბრალო ცხოვრებას ამჯობინებს. ისინი რთულად და წვალებით ნაშოვნ ფულს არ ხარჯავენ ასეთ საგნებში.
10. თუ შეგიძლიათ გადადოთ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ - თუ ბიზნესის გამო სხვა საქმეების გადავადება შეგიძლიათ და მთელ დროს დაუთმობთ ამ საქმის წარმატებით განხორციელებას, ეს დიდი უპირატესობაა.
11. თუ გყავთ მენტორი, ადამიანი, რომლისგანაც რჩევებს იღებთ - გვერდით ისეთი ადამიანი უნდა გყავდეთ, რომელიც ნეგატიურად არ განგაწყობთ, მოგცემთ პროფესიონალურ რჩევებს და თქვენს გადაწყვეტილებებს კომპეტენტურ შეფასებას მისცემს. ასეთი ადამიანები მოტივაციას გვმატებენ და წარმატებისკენ გვიბიძგებენ.
12. თუ წარსულზე არ ხართ მიჯაჭვული - თუ გამუდმებით წარსულ მძიმე გამოცდილებაზე და წარუმატებლობაზე ფიქრობთ და თვლით, რომ ახლაც არაფერი გამოგივათ, მცდარი დამოკიდებულებაა. წარსულს თქვენი მომავლის განსაზღვრის საშუალება არ უნდა მისცეთ. წარსულის წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს უბრალოდ გაკვეთილი იყო, რომლის წყალობითაც ბევრი ისწავლეთ და ახლა, უკვე გამოცდილს, ნამდვილად შეგწევთ წარმატების მიღწევის ძალა.
13. თუ თქვენ ყოველთვის გაქვთ მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვით - თუ გამდიდრება თქვენი მიზანია, ამისთვის გჭირდებათ, რომ გრძელვადიანი გეგმა დასახოთ. გამდიდრება ხანგრძლივი პროცესია. ერთ კვირაში ვერავინ მდიდრდება. უნდა დასახოთ შესაბამისი გეგმა.
14. თუ არ ხართ განქორწინებული - კვლევის თანახმად, განქორწინებული ადამიანის გამდიდრება ნაკლებად მოსალოდნელია. მკვლევარები ამბობენ, რომ განქორწინების პროცესი რთულია, ადამიანებს მძიმე ფსიქოლოგიური ფონი აქვთ, პრობლემებს ქმნის ქონების გაყოფაც. ყოველივეს შემდეგ კი, განქორწინებულებს უჭირთ ფინანსური თვალსაზრისით წარმატების მიღწევა.
15. თუ იცით, როგორ გახდეთ უფრო ძლიერი - მილიონერებმა იციან თავიანთი სუსტი მხარეების შესახებ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უფრო ძლიერები გახდნენ. ყველას აქვს სისუსტე. მთავარია, აღიაროთ ის და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ იყოთ უფრო ძლიერი.
16. თუ ოპტიმისტი ხართ - პესიმისტური შეხედულებებით ვერაფერს მიაღწევთ. ყველა ადამიანის წინაშეა დაბრკოლებები და ზოგიერთს არ შესწევს ძალა ამ დაბრკოლებების გადალახვის. მილიონერები იღებენ ყველა გამოწვევას, ყველა დაბრკოლებას, ოპტიმისტურად უყურებენ საკითხს და მარტივად პოულობენ გამოსავალს. თუ დაბრკოლებები ვერ გაშინებთ და პრობლემების მოგვარების უნარი გაქვთ, დიდი ალბათობით, გამდიდრდებით.
17. ცოტა ალკოჰოლურ სასმელს სვამთ, მაგრამ არ ეწევით - კვლევის თანახმად, მამაკაცები, რომლებიც ცოტა ალკოჰოლს სვამენ, 21%-ით უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ. ასევეა ქალებში - ალკოჰოლის მოყვარული ქალები 8%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები, რომლებიც საერთოდ არ სვამენ. მწერალი ჯიმ ბრიტი წერს, რომ იმ ადამიანის სოციალური წრე, რომელიც სასმელს საერთოდ არ სვამს, როგორც წესი, ძალიან ვიწროა. რაც შეეხება მწვეველებს, ისინი იშვიათად მდიდრდებიან. მწეველები რეალურად დიდ თანხას ხარჯავენ მოსაწევში. მათ არ შეუძლიათ ფულის ჭკვიანურად დახარჯვა.
18. თუ შეგიძლიათ გაუძლოთ კრიტიკას - და ამავდროულად, შეგიძლიათ, მიიღოთ ჯანსაღი კრიტიკა.
19. თუ მხედველობიდან არ გრჩებათ თქვენი ბიზნესის გარდა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები - უნდა იყოთ ინფორმირებულები და არ უნდა გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მოვლენები.
20. თუ მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრობთ - მილიონერები არასოდეს წყვეტენ სწავლას, ახლის შეცნობას და მუდამ ზრუნავენ თვითგანვითარებაზე. ბიზნესმენის სულთან ერთად აუცილებელია განათლება, რომლის საშუალებითაც თქვენი იდეების რეალიზაციას შეძლებთ.
თემები: თავდაჯერებულობა, რჩევები, ფული, მილიონერი
<a href="https://www.entrepreneur.com">https://www.entrepreneur.com</a>