ჯანმრთელობა

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ

ყველას სურს არ აწუხებდეს ზედმეტი წონა, დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები მაქსიმალურად სწრაფად, მაგრამ ეს არ არის მარტივი. წონაში დაკლება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც, წონის პრობლემა არ შეგაწუხებთ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ეს არის ჯანსაღი ჩვევები და თუ ამ ჩვევებს გამოიმუშავებთ, ზედმეტ კილოგრამებს დაივიწყებთ.

1. უარი თქვით ალკოჰოლზე - ალკოჰოლი ხელს უშლის ორგანიზმმს დაწვას ცხიმები, ამცირებს მეტაბოლიზმის დონეს. დადასტურებულია, რომ ალკოჰოლური სასმელი 73%-ით ამცირებს მეტაბოლიზმს. შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ჭიქა ღვინო, ან ლუდი დღის განმავლობაში, მაგრამ ამ ლიმიტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოთ.

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ

2. ნუ დაჯდებით დიდხანს - ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი მოდუნებულია, საოფისე სამსახურის გამო, მათ მთელი დღის გატარება კომპიუტერთან, მჯდომარე მდგომარეობაში უწევთ. ამ დროს მცირდება მეტაბოლიზმის დონე, წარმოიქმნება გულ-სსხლძარღვთა დაავადებები, ზიანდება ხერხემალი. ამიტომ, ადექით ფეხზე ყოველ საათში. გააკეთეთ მარტივი მოძრაობები, გაიარეთ. ესეც კი შვებას მისცემს ორგანიზმს.

3. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი - ხშირად რეკომენდაციას უწევენ, რომ დღის განმავლობაში 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ, მაგრამ თუ წონაში დაკლება გსურთ, გაცილებით მეტი წყლის მღება მოგიწევთ. წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ხარისხს. დიდი რაოდენობით წყლის მიღების შედეგად, ზედმეტ კილოგრამებს იმაზე უფრო სწრაფად მოიშორებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ

4. მიირთვით ნაკლები ულუფებით - გარდა იმისა, რომ მნიშვნელობა აქვს რას მიირთმევთ, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა რაოდენობით მიირთმევთ. ეცადეთ მიირთვათ ყოველთვის უფრო ნაკლები ულუფა, უფრო ცოტა და ასე დაიკმაყოფილოთ შიმშილის შეგრძნება.

5. მიიღეთ ცილები - ორგანიზმმა რომ ჯანსაღად იფუნქციონიროს, ცილების მიღება აუცილებელია, ამიტომაც ეცადეთ, რომ ცილებით მდიდარი საკვები მიირთვათ. ორგანიზმი უფრო ჯანსაღი გახდება.

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ

6. კარდიო - თუ წონის დაკლება გსურთ, თავდაპირველად კარდიოთი უნდა დაიწყოთ. კარდიოს ორგანიზმისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის დაგეხმარებათ ცხიმებისა და კალორიების დაწვაში, გული ხდება უფრო ჯანსაღი, უმჯობესდება განწყობა, მცირდება სტრესის ხარისხი.

7. მიირთვით ბევრი პოპკორნი - პოპკორნი ჯანსაღი საკვებია. ის სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს ასტაბილურებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. პოპკორნი მდიდარია ორგანიზმისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით.

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ

8. იცეკვეთ - დღის განმავლობაში 2 საათით ცეკვის შედეგად 650 კალორიას დაწვავთ. ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, იცეკვეთ და დაიკელით წონაში ამ სასიამოვნო მეთოდით. ყოველ დღე ცეკვა გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას და ასევე, განწყობას.

9. ნუ გამოიყენებთ ლიფტს - ჩვენ ყოველთვის გვეჩქარება და კიბეების ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში, ლიფტს ვიყენებთ, მაგრამ თუ ამ ჩვევას შეცვლით და კიბეებით გადაადგილდებით, ნახავთ, რომ წონაში დაიკლებთ. ამ სახის ფიზიკური აქტივობა კარგია ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღისთვის.

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ

10. ჭამის დაწყებამდე მიირთვით რაიმე მსუბუქი საკვები - ხილი, ან იოგურტი. შედეგად გადაჭარბებით აღარ შეჭამთ.

11. უარი თქვით პიცაზე - პიცას მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ, ის ყველაზე არაჯანსაღი საკვებია. იწვევს წონაში მატებას, ზრდის ქოლესტერინს, საჭმლის მომნელებელი სისტემის სიჯანსაღეს საფრთხეს უქმნის, ამცირებს მეტაბოლიზმს. ასე რომ, სანამ პიცას შეუკვეთავთ, კარგად დაფიქრდით.

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ

12. დაკავდით ცურვით - ცურვა აძლიერებს კუნთებს და სხეულს უფრო ძლიერს და მოხდენილს ხდის, ამასთანავე, აშორებს ზედმეტ კილოგრამებს. ასე რომ, თავისუფალი დრო გამოიყენეთ ამ სასიამოვნო და ჯანსაღი აქტივობისთვის. ის ყველაფერთან ერთად, ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს და თავდაჯერებულობას ჰმატებს.

13. ჭამეთ ნელა - ბევრი ადამიანის ჩვევაა სწრაფად ჭამა და ეს რეალურად საშიში და სახიფათო ჩვევააჯანმრთელობისთვის. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. სცადეთ, მიირთვათ ნელა და ისიამოვნოთ გემრიელი საკვებით.

13 მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ და დიეტა არ დაგჭირდეთ



<a href="https://www.gofit-stayfit.com">https://www.gofit-stayfit.com</a>