ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, სხვებისგან ისეთი ჩვევებით გამოირჩევა, რომელიც მას თავდაჯერებულსა და წარმატებულს ხდის.

ვნახოთ, როგორია ასეთი ადამიანის ჩვევები და რას არ აკეთებს ის არასოდეს:

1. ის არ ცდილობს, ყველას თავი მოაწონოს - ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, აკეთებს იმ საქმეს, რომელიც თავად აბედნიერებს, თავად სიამოვნებს და არა იმ საქმეს, რომლითაც სხვებს ასიამოვნებს. რა საჭიროა ყველა გარშემომყოფს თავი მოაწონოთ?! უბრალოდ მიჰყევით თქვენს სურვილებს.

2. ის საკუთარ თავს უარყოფითად არ აფასებს - იმისთვის, რომ სხვებმა გცენ პატივი, პირველ რიგში, თავად უნდა იყოთ საკუთარი თავისადმი პატივისცემით გამსჭვალული. როცა საკუთარი თავისადმი პოტიზიურად ხართ განწყობილნი ცხოვრება უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევთ.

3. ის არ არის უმოქმედოდ და არ ეშინია გამოწვევების - შეუძლია, წარმატების მისაღწევად სირთულეებს და გამოწვევებს თვალი გაუსწოროს, დატოვოს კომფორტის ზონა. მან იცის, რომ მხოლოდ მოქმედებაა გამოსავალი.

4. ის არ არის საკუთარ თავში ჩაკეტილი - ცდილობს, იყოს კომუნიკაბელური და ადამიანებთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ინტუიციით, მაგრამ ამავდროულად,აქვს კავშირების ფართო წრე. შეუძლია ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაცია.

5. ის არ აკეთებს იმ საქმეს, რომელიც არ მოსწონს - სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რომელიც სტანჯავს და სტრესში აგდებს. ამას აკეთებს. იპოვეთ ის საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. წარმატებას ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც საყვარელ საქმეს აკეთებენ.

6. ის არ უგულებელყოფს ჯანმრთელობის პრობლემებს - ჯანმრთელობას თქვენ ნაცვლად ვერავინ გაუფრთხილდება. უმნიშვნელოვანესია ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა. უნდა გაუფრთხილდეთ მას. ის, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, ზრუნავს ჯანმრთელობაზე.

7. ის არავის აძლევს თავის ცხოვრებაში ჩარევის უფლებას - თუ გყავთ მეგობარი, ან პარტნიორი, რომელიც ცდილობს, რომ თქვენი ცხოვრება აკონტროლოს, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ასეთ ადამიანებს უნდა გაეცალოთ. არასოდეს მისცეთ სხვებს თქვენით მანიპულირების და თქვენი კონტროლის უფლება.

8. ის არ არის ზარმაცი - ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ სმარტფონებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, დიდ დროს ვკარგავთ უსარგებლო საქმეებში და ზოგჯერ ვზარმაცობთ, თუმცა თუ ადამიანი საკუთარ თავს პატივს სცემს, ის ასე არ იქცევა. მან იცის, რა ძვირფასია დრო და ცდილობს, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოს.

9. არ ოცნებობს ბედნიერებაზე - ის კი არ ოცნებობს ბედნიერებაზე, არამედ აკეთებს ყველაფერს ბედნიერებისთვის და მცირე დეტალებშიც პოულობს მას.