LIFE

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, სხვებისგან ისეთი ჩვევებით გამოირჩევა, რომელიც მას თავდაჯერებულსა და წარმატებულს ხდის.

ვნახოთ, როგორია ასეთი ადამიანის ჩვევები და რას არ აკეთებს ის არასოდეს:

1. ის არ ცდილობს, ყველას თავი მოაწონოს - ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, აკეთებს იმ საქმეს, რომელიც თავად აბედნიერებს, თავად სიამოვნებს და არა იმ საქმეს, რომლითაც სხვებს ასიამოვნებს. რა საჭიროა ყველა გარშემომყოფს თავი მოაწონოთ?! უბრალოდ მიჰყევით თქვენს სურვილებს.

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

2. ის საკუთარ თავს უარყოფითად არ აფასებს - იმისთვის, რომ სხვებმა გცენ პატივი, პირველ რიგში, თავად უნდა იყოთ საკუთარი თავისადმი პატივისცემით გამსჭვალული. როცა საკუთარი თავისადმი პოტიზიურად ხართ განწყობილნი ცხოვრება უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევთ. 

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

3. ის არ არის უმოქმედოდ და არ ეშინია გამოწვევების - შეუძლია, წარმატების მისაღწევად სირთულეებს და გამოწვევებს თვალი გაუსწოროს, დატოვოს კომფორტის ზონა. მან იცის, რომ მხოლოდ მოქმედებაა გამოსავალი.

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

4. ის არ არის საკუთარ თავში ჩაკეტილი - ცდილობს, იყოს კომუნიკაბელური და ადამიანებთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ინტუიციით, მაგრამ ამავდროულად,აქვს კავშირების ფართო წრე. შეუძლია ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაცია.

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

5. ის არ აკეთებს იმ საქმეს, რომელიც არ მოსწონს - სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რომელიც სტანჯავს და სტრესში აგდებს. ამას აკეთებს. იპოვეთ ის საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. წარმატებას ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც საყვარელ საქმეს აკეთებენ. 

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

6. ის არ უგულებელყოფს ჯანმრთელობის პრობლემებს - ჯანმრთელობას თქვენ ნაცვლად ვერავინ გაუფრთხილდება. უმნიშვნელოვანესია ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა. უნდა გაუფრთხილდეთ მას. ის, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, ზრუნავს ჯანმრთელობაზე.

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

7. ის არავის აძლევს თავის ცხოვრებაში ჩარევის უფლებას - თუ გყავთ მეგობარი, ან პარტნიორი, რომელიც ცდილობს, რომ თქვენი ცხოვრება აკონტროლოს, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ასეთ ადამიანებს უნდა გაეცალოთ. არასოდეს მისცეთ სხვებს თქვენით მანიპულირების და თქვენი კონტროლის უფლება.

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

8. ის არ არის ზარმაცი - ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ სმარტფონებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, დიდ დროს ვკარგავთ უსარგებლო საქმეებში და ზოგჯერ ვზარმაცობთ, თუმცა თუ ადამიანი საკუთარ თავს პატივს სცემს, ის ასე არ იქცევა. მან იცის, რა ძვირფასია დრო და ცდილობს, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოს.

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს

9. არ ოცნებობს ბედნიერებაზე - ის კი არ ოცნებობს ბედნიერებაზე, არამედ აკეთებს ყველაფერს ბედნიერებისთვის და მცირე დეტალებშიც პოულობს მას.

9 რამ, რასაც ადამიანი არასოდეს გააკეთებს, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს



<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>