LIFE

ხავიერ ბარდემის ცხოვრების 20 წესი

ხავიერ ბარდემის ცხოვრების 20 წესი

1. როდესაც ჟურნალის ყდაზე საკუთარ თავს ვხედავ, ვხვდები, რომ სამყარო გაგიჟდა.

2. მე არ მწამს ღმერთი, მაგრამ მწამს ალ პაჩინო. თუ ოდესმე დარეკავს ტელეფონი და შემეკითხებიან, ხომ არ მინდა მასთან ერთად თამაში, მე მგონი, უბრალოდ გავგიჟდები.

ხავიერ ბარდემის ცხოვრების 20 წესი

3. მივხვდი, რომ ოცნებები სრულდება. როდესაც რეჟისორმა ჯულიან შნაბელმა ალ პაჩინოს ჩემი ფილმი „სანამ არ დადგება ღამე“ აჩვენა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ ესპანური დროით დაახლოებით დილის 3 საათზე ნიუ-იორკიდან ალ პაჩინომ დამირეკა და მითხრა, რომ მას მოეწონა ჩემი ნამუშევარი.

4. არცერთ პრემიას არ შეუძლია გაქციოს კარგ მსახიობად. „ოსკარი“ საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ აიძულოს მაყურებელი მოვიდეს კინოში.

5. რაღაც მომენტებში საბოლოოდ ჩამოაყალიბო საკუთარი აზრი რა გინდა. არ შეიძლება მთელი ცხოვრება გადაწყვეტილებას ვერ იღებდე.

6. როგორც ბევრი მორცხვი ადამიანი, რომლებზეც არავის ჰგონიათ რომ მორცხვია, მეც ძალიან მორცხვი ვარ...

ხავიერ ბარდემის ცხოვრების 20 წესი

7. ჭეშმარიტი სილამაზე სიმახინჯეში იმალება - აი, რას ვეუბნები ყოველდღე საკუთარ თავს.

8. მე არ ვარ ფუფუნების მომხრე. ჩემთვის შავი ხიზილალა - ეს ორი შემწვარი კვერცხი და კარტოფილია. და ყველაფერი ეს - დიდ თეფშზე.

9. 20 წლის ასაკში ყველა ვნანობთ იმას რასაც 14 წლის ასაკში ვაკეთებდით, 33 წლის ასაკში ვნანობთ რასაც 25 წლის ასაკში ვაკეთებდით, 50 წლის ასაკში კი, მგონია, ვნანობთ აბსოლუტურად ყველაფერს. მაგრამ, აი, ერთ დასკვნამდე მივედი: ეშმაკსაც წაუღია ყველა ეს სინანული.

10. თითოეულ ადამიანში მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა, იმის შესახებ თუ ვინ არის ის, და ვინ უნდა გამხდარიყო. მართალია, ყველა ვერ ამჩნევს ამ ბრძოლას.

11. მე მიღებენ კინოში მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი არაფერი შემიძლია.

12. ვიღაცამ თქვა: განსხვავება მსახიობსა და შეშლილს შორის იმაშია, რომ მსახიობს ბილეთი ორივე მიმართულებით აქვს, შეშლილს კი მხოლოდ ერთი. და მე ამას ვეთანხმები.

ხავიერ ბარდემის ცხოვრების 20 წესი

13. მე მოვინდომებდი მომკვდარიყავი სიჩუმეში. ყველა სხვა გარემოება ნაკლებად მაღელვებს.

14. ყველაზე კარგად ის დღე მახსოვს, როცა მამაჩემი გარდაიცვალა.

15. იყო ცნობილი - ეს ისეთი სისულელეა. მადლობა ღმერთს, ქუდში და სათვალეში ისევ შემიძლია ვიხეტიალო უცნობივით სადაც მინდა.

16. მომწონს, როცა ცხოვრება მიმითითებს იმაზე რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია რასაც ვაკეთებ.

17. მე ცუდად არ ვმღერი, ალბათ იმიტომ, რომ გრძელი კისერი მაქვს.

18. ხანდახან საკუთარ თავს ვიჭერ, რომ უარს არ ვიტყოდი, ბრედ პიტის სხეული მქონოდა.

ხავიერ ბარდემის ცხოვრების 20 წესი

19. მინდა, რომ ყველას დავამახსოვრდე გაცინებული.

20. არა, მე ბრედ პიტი არ ვარ.



<a href="https://esquire.ru">https://esquire.ru</a>