LIFE

ყავისფერთვალებიანი ადამიანები უფრო სანდოები არიან - კვლევის შედეგი

ყავისფერთვალებიანი ადამიანები უფრო სანდოები არიან - კვლევის შედეგი

ადამიანის პირველივე შეხედვისთანავე ყველაზე დიდ ყურადღებას მისი თვალები იპყრობს. ზოგჯერ თვალების მიხედვით ვწყვეტთ რამდენად სანდოა ესა თუ ის პიროვნება.

ნდობა ყოველდღიური სოციალური ინტერაქციის შედეგად ჩნდება. ჩვენ შეგვიძლია ადამიანს, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი პირადი ამბები გავუზიაროთ მაშინაც კი, როცა არ ვიცით ის რეალურად ჩვენი მტერია, თუ არა.

ჩვენმა წინაპრებმა უძველეს დროში, როცა საკვებისთვის იბრძოდნენ, იცოდნენ, თუ ვინ გაუწევდათ დახმარებას და ვინ იქნებოდა მათი მტერი. ამის გარჩევა კი, ყველაზე სწრაფად ვიზუალური დაკვირვების შედეგად შეეძლოთ. ვიზუალური დაკვირვების გამოყენება ადამიანის სანდოობის განსასაზღვრად დღესაც შეგვიძლია.

ახალი კვლევის თანახმად, ყავისფერთვალებიანი ადამიანები უფრო მეტად სანდოები არიან, ვიდრე სხვა თვალის ფერის მქონე ადამიანები.

ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყავისფერთვალებიანი ადამიანები ალტრუისეტები არიან და მოსწონთ სხვებისთვის დახმარების გაწევა. ღია ფერის თვალების მქონე ადამიანები კი, უფრო კონკურენტულები და ეგოცენტრულები არიან. ასევე ისინი ეჭვის თვალით უყურებენ სხვების იდეებს და საქმიანობას.

ყავისფერთვალებიანი ადამიანები უფრო სანდოები არიან - კვლევის შედეგი

ყავისფერთვალებიანი ადამიანები უფრო სანდოებად მიიჩნევიან. ისინი გამოირჩევიან გუნდურობით, ხოლო ფერადი თვალის მქონე ადამიანებს არ უყვართ კომუნიკაცია და ხისტ ხასიათს ამჟაღავნებენ.

კვლევის თანახმად, ყავისფერთვალებიანებს შემდეგი მახასიათებლები აქვთ:

სქელი ტუჩები;

დიდი და ფართო თვალის ჭრილი;

სქელი წარბები.

როგორც წესი, სახის მსგავსი მახასიათებლებლები უფრო სანდომიანად აღიქმება.

რაც შეეხება ცისფერთვალებიანი ადამიანების სახის მახასიასიათებლება, კვლევის თანახმად მათ აქვთ:

უფრო პატარა ზომის თვალები;

ამავდროულად თვალები ახლოსაა ერთმანეთთან;

აქვთ პატარა ტუჩები.

სახის ასეთი მახასიათებლები საზოგადოებაში მეტწილად არასანდოდ აღიქმება.

ცისფერი და მწვანე თვალების მქონე ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სანდოებად არ აღგიქვამენ, სადარდებელი არ გაქვთ ბევრი მიზეზის გამო. თქვენი თვალის ფერი იშვიათია და ამდენად უნიკალური ხართ, ხართ კონკურენტუნარიანი, გაქვთ ლიდერის თვისებები.

ასე რომ, გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ხოლო ნდობას დროთა განმავლობაში, თუ მოინდომებთ, აუცილებლად მოიპოვებთ კიდეც.



<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>