მშობლები

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

დედობა არ არის მარტივი. განსაკუთრებულ სირთულეებს რა თქმა უნდა, ახალბედა დედები აწყდებიან. ისინი სწავლობენ ბავშვის გაზრდას, მასთან მოქცევას. მათ ბევრ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება და ალბათ ხშირად მოგისმენიათ, რომ ამა თუ იმ ქმედების გამო თავს დამნაშავედ გრძნობენ.

მშობიარობის შემდგომ პერიოდს ბევრი სირთულე ახლავს თან და არსებობს ისეთი რაღაცები, რის გამოც რეალურად თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ:

1. თქვენი სხეული მაშინ, როცა შვილი ახალი გაჩენილი გყავთ, არ არის ისეთი, როგორიც ფეხმძიმობადე იყო - მუცელზე კანი იწევა, ზოგიერთ ქალს უჩნდება სტრიები. ეს ყველაფერი თქვენგან დამოუკიდებლად ხდება და დამნაშავედ თავი ნამდვილად არ უნდა იგრძნოთ. 

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

2. ახლა თქვენ გაცილებით მეტი საქმე გაქვთ და ნუ გაგიკვირდებათ თუ ოფლიანობა მოიმატებს. 

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

3. ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, აკოცეთ თქვენს პატარას მაშინაც კი, თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ასე არ შეიძლება და ამით ბავშვს ათავხედებთ - ის მალე გაიზრდება და ასე ტკბილად ვეღარ მოეფერებით. 

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

4. გააკეთეთ რაიმე საკუთარი თავისთვის, ზოგჯერ დაუთმეთ დრო მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თავს და ამის გამო თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ - შესაძლოა, გამოცდილი დედები გეუბნებიან, რომ ახლა საკუთარ თავზე ზრუნვის დრო არ არის, მაგრამ ნუ დაუჯერებთ მათ. შვილის გაჩენა საკუთარ თავზე უარის თქმას არ ნიშნავს. 

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

5. მშობიარობის შემდეგ, სანამ ფორმაში ჩადგებით და სანამ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით, სჯობს, სოციალურ ქსელებს თავი დაანებოთ.

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

6. დაიძინეთ მაშინ, როცა ბავშვს სძინავს და ამ დროს ნუ დაიწყებთ ჭურჭლის, ან სარეცხის რეცხვას, არც მეილებზე პასუხის გაცემის დროა - უბრალოდ დაისვენეთ, დაიძინეთ და გახსოვდეთ, რომ არაფერში არ ხართ დამნაშავე.

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

7. ან როცა ბავშვს სძინავს, ეს დრო რაიმე სასიამოვნო საქმისთვის გამოიყენეთ - შეგიძლიათ ერთ ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად ფილმს უყუროთ.

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

8. ნორმალურია, რომ შფოთავთ და ყოველ წუთას პატარას სუნთქვას ამოწმებთ.

9. ნუ მისცემთ მნახველებს უფლებას, რომ მაშინ მოვიდნენ, როცა მოესურვებათ.

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

10. გამუდმებით ბავშვზე ნუ იფიქრებთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ გიყვართ შვილი და არ ზრუნავ მასზე - უბრალოდ, არსებობს სხვა საქმეებიც, რომელთა მოგვარებაც ბავშვის კეთილდღეობისთვისვეა კარგი.

11. შესაძლოა, ბავშვის გაჩენის შემდეგ სექსის სურვილი გაგიქრეთ და ეს არ არის საკვირველი და არც ამის გამო უნდა იგრძნოთ თავი დანმაშავედ - მშობიარობის შემდეგ ქალი გამოფიტულია, ეს არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არ იდარდოთ, მცირე დროის გასვლის შემდეგ პრობლემა მოგვარდება.

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

12. თქვენ უნდა შეარჩიოთ დრო როდის აჭმევთ ბავშვს - ნუ მისცემთ სხვებს ამ საქმეში ჩარევის უფლებას.

13. ნუ მიიღებთ ყველას რჩევებს - ახალბედა დედებს უამრავი მრჩეველი ჰყავთ. ბავშვის აღზრდის თვალსაზრისით ყველას სხვადასხვაგვარი მეთოდი აქვს. შეგიძლიათ, მრჩეველებს თავაზიანად გადაუხადოთ მადლობა, თუმცა აუცილებლად მოიქეცით ისე, როგორც თქვენ და რა თქმა უნდა, პატარას პედეატრს მიაჩნია სწორად.

14. არც ის არის დანაშაული, თუ მთელი დღე თქვენს პატარასთან ერთად გინდათ ყოფნა და არ ჩქარობთ სამსახურში დაბრუნებას.

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ

15. ზოგიერთ დედას კი პირიქით, სურს, რომ სწრაფად დაუბრუნდეს მშობიარობის შემდეგ სამსახურს. ამის გამო თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ - ეს თქვენი საქმეა და შვილის გაზრდა და სამსახური შეგიძლიათ ერთმანეთს შეუთავსოთ.

16. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, თუ ახალბედა დედებისთვის განკუთვნილი უამრავი წიგნი წაიკითხეთ და იქ ამოკითხული რჩევები არ მოგწონთ - გახსოვდეთ, რომ ჩვენმა წინაპრების დროს სულაც არ იყო ასეთი წიგნები და ისინი თავისით ახერხებდნენ შესანიშნავი დედები ყოფილიყვნენ. ვფიქრობთ, რომ ამას თქვენც შეძლებთ.

16 რამ, რომელთა გამოც ახალბედა დედებმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნონ



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>