სუნამო ქალების უმეტესობისთვის უმნიშვნელოვანესია და როგორც ამბობენ, ქალის სუნამოს მიხედვით, მისი ხასიათის შტრიხების გარკვევაა შესაძლებელი.
წელიწადის სხვადასხვა სეზონს განსხვავებული არომატები უხდება.
ვნახოთ, რომელი სუნამოებია 2018 წლის გაზაფხულზე ტრენდული.
1. L'eau Rosée, MIU MIU - ეს გაზაფხულის არომატი ვარდის სურნელითაა გაჯერებული და კლასიკურის ნაცვლად, თანამედროვე ნოტებს შეიცავს.
2. Proenza, Schouler Arizona - ძალიან ქალური და თბილი სურნელი, რომელსაც აბსოლუტურად უნიკალური არომატი აქვს. გაზაფხული ყველაზე მეტად ამ სუნამოთი შეიგრძნობა.
3. NEST, Wisteria Blu - ამ სუნამოს შესახებ ამბობენ, რომ მას განახლების და ახლის დაწყების სურნელი აქვს და ადამიანს აგრძნობინებს, რომ ის რაღაც სიახლის დასაწყისთან დგას.
4. Maison Martin Margiela, Wicked Love - ნაზი და ქალური სურნელი.
5. Oscar De La Renta, Bella Blanca - ხილისა და ყვავილების სურნელით გაჯერებული სუნამო გაზაფხულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არომატია.
6. Louis Vuitton Le Jour Se Léve - ამბობენ, რომ ეს იქნება სურნელი, რომლის შეგრძნებაც ყოველ დილით მოგინდებათ. არომატი ციტრუსებისა და ყვავილების ნოტების კომბინაციითაა შექმნილი.
7. Glossier, You - ალბათ გიგრძვნიათ, რომ ვიღაცისგან სასიამოვნო სურნელი მოდის, თუმცა ვერ გაგირკვევიათ ეს სუნამოს სუნია, თუ ბუნებრივი სასიამოვნო სურნელი. სწორედ ასეთ არომატს სთავაზობს Glossier ქალებს. ეს არის ნეიტრალური სუნი, რომელიც გამაღიზიანებელი არავისთვისაა.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, თავდაჯერებულობა, რჩევები, სუნამო
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>