SEX

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი

რა არის სექსუალურობის გასაღები? - ეს არ არის მარტივად პასუხგასაცემი კითხვა. მკვლევარებმა არაერთი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინეს სექსუალურად მიმზიდველი ადამიანების 7 განსაკუთრებული მახასიათებელი.

1. სხვებისთვის დახმარების გაწევის უნარი ადამიანს სექსუალურობას ჰმატებს - როცა სხვებს ეხმარებით, რეალურად არ ფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოთ თავადაც. როცა სხვებისთვის დახმარების გაწევა ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს და ამავდროულად, კვლევის თანახმად, ასეთ დროს სექსუალურად უფრო მიმზიდველი ხართ.

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი

2. სექსუალურია ადამიანი, როცა ამოუცნობია - თუმცა ეს არ ეხებათ მამაკაცებს. კვლევის თანახმად, ქალებს ურჩევნიათ, რომ არ იყოს ბევრი საიდუმლო მის პარტნიორში. რაც შეეხება ქალებს, პარტნიორები მით უფრო სექსუალურებად მიიჩნევენ მათ, რაც უფრო ამოუცნობები და საიდუმლოებით მოცულნი არიან. ასეთი ქალები უფრო მეტ ინტერესს იწვევენ.

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი

3. სექსუალურია კრეატიული ადამიანი - კვლევის თანახმად, როცა აჩვენებთ შემოქმედებით უნარს, უფრო სექსუალური და მიმზიდველი ჩანხართ. ასეთ დროს ადამიანებისთვის თვალშისაცმები ხდება თქვენი ნიჭის, ინტელექტისა და კარგი გენების შესახებ, რაც უფრო მიმზიდველად წარმოგაჩენთ. აუცილებლად გაუსვით ხაზი თქვენ ნიჭს, ყველანაირ ტალანტს და ხშირად წარმოაჩინეთ ის. 

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი

4. სექსუალურია ადამიანი, რომელსაც აქვს სასიამოვნო და საინტერესო კომუნიკაციის უნარი - გულწრფელი, საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც ურთიერთობისას მეტყველებასთან ერთად სხეულის ენასაც იყენებენ, უფრო სექსუალურები და მიმზიდველები არიან.

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი

5. სექსუალური მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იუმორის გრძნობაა - იუმორი ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ქალებს მოსწონთ კაცები, რომლებიც მათ აცინებენ, ხოლო კაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც მათ ხუმრობებზე იცინიან. რატომ არის იუმორი ადამიანის სექსუალურობის განმაპირობებელი? - კვლევის თანახმად, იუმორის მქონე ადამიანები არიან ჭკვიანები, გონებამახვილები და შეუძლებელია, ჭკვიანი ადამიანი არ იყოს სექსულური.

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი

6. განსაკუთრებით მიმზიდველია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე გულწრფელად საუბრობს - კვლევის თანახმად, როცა ადამიანს შეუძლია გულწრფელად ისაუბროს, აღიაროს ნაკლოვანებები და საკუთარ თავზე ზოგჯერ გაიცინოს, ეს ძალიან მიმზიდველია სხვებისთვის.

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი

7. მნიშვნელოვანია არა ვიზუალი, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ თავს, ხარ თუ არა ბედნიერი - ბედნიერი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად უყურებს მოვლენებს, სექსუალური და მიმზიდველია.

მიმზიდველი ადამიანის 7 განსაკუთრებული მახასიათებელი



<a href="https://ideapod.com">https://ideapod.com</a>