LIFE

4 შეცდომა - როგორ დარჩეთ სამუდამოდ მარტოხელა დედად

4 შეცდომა - როგორ დარჩეთ სამუდამოდ მარტოხელა დედად

შეცდომა № 1: თქვენ საკმაოდ დიდხანს ელოდებით, რომ ნორმალურ ფორმას დაუბრუნდეთ

4 შეცდომა - როგორ დარჩეთ სამუდამოდ მარტოხელა დედად

პარტნიორთან დაშორების შემდეგ, აუცილებელია გარკვეული დრო გავიდეს რომ ფორმაში ჩადგეთ, მაგრამ გაჭიანურება არ ღირს. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობთ მარტოობის რეჟიმში, მით უფრო გაგიძნელდებათ გადაწყვეტილების მიღება დაუკავშიროთ ცხოვრება ვინმეს.

გამოსავალი: დაუბრუნდით ურთიერთობებს აუჩქარებლად. ერთ-ერთი ხერხი, რომელიც არაფერს არ გავალდებულებთ, - ეს ონლაინ-გაცნობაა. თქვენ ყველაფერს აკონტროლებთ და შეგიძლიათ არეგულიროთ სიჩქარე, რომლითაც განვითარდება ურთიერთობა.

შეცდომა № 2: თქვენ იციკლებით მონოგამიაზე

4 შეცდომა - როგორ დარჩეთ სამუდამოდ მარტოხელა დედად

ბევრი განქორწინებული ადამიანი ძნელად იღებს გადაწყვეტილებას ახალ ადამიანებთან შეხვედრაზე. გაცნობა და ურთიერთობა რამდენიმე მამაკაცთან მოგცემთ საშუალებას შეადაროთ მათი მიდგომა, დამოკიდებულება და ემოციები თქვენდამი.

გამოსავალი: მონოგამიის იდეა შეიძლება იმ ურთიერთობებში გაჩნდეს, სადაც უკვე არის ნდობა და ლტოლვა. უნდა გაატაროთ დრო სხვადასხვა ადამიანებთან, რომ მიხვდეთ, ვისთან უფრო უკეთესად გრძნობთ თავს.

შეცდომა № 3: თქვენ ძალიან ადრე ბრუნდებით

4 შეცდომა - როგორ დარჩეთ სამუდამოდ მარტოხელა დედად

განქორწინებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ემოციურ მზადყოფნაზე, რომ პირადი ცხოვრება თავიდან დაიწყოთ. ფსიქოლოგები გვირჩევენ განქორწინების შემდეგ ერთი წელი მაინც დავიცადოთ. საჭიროა ახლიდან შეგნება, ვინ ხართ და რა გინდათ ურთიერთობებისგან და საერთოდ ცხოვრებისგან. ასე შეძლებთ თავიდან აიცილოთ მორიგი უსიამოვნო გამოცდილება პირად ცხოვრებაში.

გამოსავალი: იდეაში კარგი იქნება რომ დაიცადოთ, სანამ არ მიეჩვევით მარტოხელობის სტატუსს და არ იგრძნობთ ახალი ცხოვრებისადმი სიამოვნებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქროთ იმის შესახებ, რომ შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი.

შეცდომა № 4: თქვენ ძალიან ადრე გადადიხართ სექსზე

4 შეცდომა - როგორ დარჩეთ სამუდამოდ მარტოხელა დედად

უნდა გესმოდეთ, რომ სექსი ქალების უმეტესობისთვის ემოციური მიჩვევაა. თქვენ გაგიძნელდებათ ურთიერთობების გაწყვეტა, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი თქვენი არ არის.

გამოსავალი: არ დაკავდეთ სექსით, სანამ არ იქნებით მზად. როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, თქვენით დაინტერესებული მამაკაცი დაიცდის და არ დაგაჩქარებთ. ვინც არ არის დაინტერესებული... დარწმუნებული ხართ, რომ ის ისევ გინდათ?



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>