LIFE

როგორ უნდა მიხვდეთ „მას“ თქვენთან მეგობრობა სურს, თუ სასიყვარულო ურთიერთობა?

როგორ უნდა მიხვდეთ „მას“ თქვენთან მეგობრობა სურს, თუ სასიყვარულო ურთიერთობა?

ზოგჯერ ადამიანები, ურიერთობის თვალსაზრისით, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდებით ხოლმე. გვიჭირს იმის გარკვევა კონკრეტულ ადამიანს ჩვენთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა სურს, თუ მხოლოდ მეგობრობა უნდა.

რთულია ადამიანის ნამდვილი განზრახვის წაკითხვა. ამის გამო კი, ხშირად ვართ უხერხულ სიტუაციებში.

როგორ უნდა მიხვდეთ „მას“ თქვენთან მეგობრობა სურს, თუ სასიყვარულო ურთიერთობა?

კანზასის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შესაძლებელია რომ მეგობრობა და რომანტიკული ურთიერთობა ერთმანეთისგან მარტივად გავარჩიოთ და ამისთვის საჭიროა ადამიანის მზერას დავაკვირდეთ და კარგად შევისწავლოთ.

როგორ უნდა მიხვდეთ „მას“ თქვენთან მეგობრობა სურს, თუ სასიყვარულო ურთიერთობა?

ადამიანები ერთმანეთს განსხვავებული მზერით აკვირდებიან როცა სასიყვარულო ურთიერთობა უნდათ და როცა მხოლოდ მეგობრობა სურთ.

„სიყვარულის მზერაა“ ეს, თუ „მეგობრობის მზერა“?

კვლევაში ჩართული იყო 100 ჰეტეროსექსუალული. მათ აჩვენეს ერთმანეთის ფოტოები ხოლო შემდეგ, მზერის მიხედვით დაადგინეს რომანტიკული ურთიერთობის სურვილს ამჟღავნებდნენ, თუ მხოლოდ მეგობრობის სურვილს.

მკვლევარები გამოყოფენ სამ პუნქტს, რომლებიც დაგეხმარებათ რომ გაარკვიოთ ადამიანის რეალური ინტერესები თქვენ მიმართ:

როგორ უნდა მიხვდეთ „მას“ თქვენთან მეგობრობა სურს, თუ სასიყვარულო ურთიერთობა?

1. განსაზღვრეთ პირველი შეხედვა - ქალებიც და მამაკაცებიც, როცა საპირისპირო სქესისადმი რომანტიკული მიზნები აქვთ, გულ-მკერდის არეში აკვირდებიან. მეგობრული შეხედვა კი სხვაგვარია, როგორც წესი, ამ დროს პირველი მზერა სახისკენ მიდის.

როგორ უნდა მიხვდეთ „მას“ თქვენთან მეგობრობა სურს, თუ სასიყვარულო ურთიერთობა?

2. მნიშვნელოვანია მზერის ხანგრძლივობის გათვალისწინება - ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთისადმი რომანტიკული მიზნები აქვთ, უფრო დიდხანს უყურებენ ერთმანეთს, ვიდრე ისინი, რომლებსაც მხოლოდ მეგობრობა სურთ და განსაკუთრებით ეს ეხებათ მამაკაცებს.

როგორ უნდა მიხვდეთ „მას“ თქვენთან მეგობრობა სურს, თუ სასიყვარულო ურთიერთობა?

3. მზერამ შეიძლება იწინასწარმეტყველოს ის, თუ როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება ადამიანებს შორის - ქალების მიზანი, რომლებიც მამაკაცებს პირველად წელზე უყურებენ, რომანტიკული ურთიერთობაა, ხოლო თუ სახისკენაა მათი მზერა მიპყრობილი, უფრო მეტად მეგობრობით არიან დაინტერესებულნი. გულ-მკერდის არეში და ფეხებზე შეხედვა კი, რომანტიკული ურთიერთობის დაწყების დიდ ინტერესზე მეტყველებს.

როგორ უნდა მიხვდეთ „მას“ თქვენთან მეგობრობა სურს, თუ სასიყვარულო ურთიერთობა?



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>