LIFE

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

უკვე აღარ გიყვარს - იცი, რომ მის მიმართ გრძნობა აღარ გაქვს, თუმცა მას ისევ უყვარხარ. გსურს დაშორდე, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გიჭირს. არ გინდა, სიტუაცია დაძაბო და კიდევ უფრო გაართულო. როგორ უნდა უთხრა ეს ყველაფერი მას?

გთავაზობ 7 რჩევას, რომლებიც დაგეხმარება უმტკივნეულოდ დაასრულო უკვე არასასურველი ურთიერთობა.

7. იყავი კეთილი

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

განშორება ადამიანთა საშინელ მხარეებს ავლენს. შეეცადე, მსგავსი რამ შენც არ მოგივიდეს. წინასწარვე განეწყვე, რომ არ აპირებ იყო სასტიკი და შურისმაძიებელი იმის მიუხედავად, როგორი რეაქცია ექნება მას. შესაძლოა, გაცდუნოს უკვე ყოფილის ცუდმა ქცევამ, მაგრამ არ ინანებ, თუ მასავით არ „დაეცემი“.

6. კარგად მოიფიქრე სათქმელი

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

განშორება მასთან, ვისაც ჯერაც უყვარხარ არ არის მარტივი საქმე. ამიტომაც კარგად დარწმუნდი, რომ საკმარისად იფიქრე და შენი გადაწყვეტილება სწორედ ის არის, რისი გაკეთებაც გსურს. თუ ეს უკვე გადაწყვიტე, დროა იმაზე დაფიქრდე, რის თქმას აპირებ. საბოლოო მიზანია, წახვიდეთ სხვადასხვა გზაზე იმ გრძნობების მიუხედავად, რაც ერთმანეთთან გაკავშირებთ.

5. იყავი გულწრფელი და გახსნილი

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

დაშორების საუკეთესო გზა გულწრფელობაა. ადამიანს, რომელსაც შორდები, საკმაოდ ნორმალურია გაუჩნდეს კითხვები. განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობის დასასრული მისთვის მოულოდნელია. იყავი გახსნილი, გულწრფელი და მზად კითხვებზე საპასუხოდ.

4. დააზუსტე სამომავლო ურთიერთობა

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

"როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ცხოვრება მომავალში?" - სავარაუდოდ, ამ კითხვას ის აუცილებლად დაგისვამს. თქვი სიმართლე და ის არამხოლოდ იგრძნობს შენს გულწრფელობას, არამედ გაუადვილდება კიდეც წასვლა. თუ ფიქრობ, რომ განშორება საჭიროა რაღაც დროით კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად, ესეც აუცილებლად უთხარი. სჯობს იქვე გაარკვიო, რა გსურს მისგან მომავალში - მხოლოდ მეგობრობა თუ უფრო მეტი დისტანცია.

3. არ დამალო მიზეზი

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

ის ძალიან გარკვევით გკითხავს, თუ რატომ გსურს ამ ურთიერთობის დასრულება. თუ ამის კონკრეტული მიზეზი არსებობს, ის იმსახურებს ამის შესახებ იცოდეს. თუ ვერ ივიწყებ მის წარსულ შეცდომებს, უთხარი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი სწორი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია. თუმცა, თუ ის სამომავლოდ, სხვასთან ურთიერთობებში მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვას, თქმა ღირს. თუ მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მოგბეზრდა ან უბრალოდ აღარაფერს გრძნობ, ესეც აუხსენი.

2. ფრთხილად შეარჩიე მესაიდუმლე

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

როცა პარტნიორთან განშორების ამბებს განიხილავ, ფრთხილად შეარჩიე ადამიანი, ვისაც ამის შესახებ მოუყვები. ზოგს მხოლოდ ჭორი სჭირდება; ზოგს მხოლოდ მოჩვენებითი მზრუნველობა და თანადგომა შეუძლია. ენდე მხოლოდ შენს უახლოეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, არასაიმედო ადამიანმა, შესაძლოა, შენს პარტნიორს იქამდე გაუმხილოს ყველაფერი, სანამ ამისთვის თავად იქნები მზად.

1. იყავი გულწრფელი საკუთარ თავთანაც

მინდა დავშორდე, მაგრამ არ ვიცი როგორ

და ბოლოს, იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან. თუ დარწმუნებული ხარ, რომ განშორება გსურს, მაშინ დაშორდი! ნუ მოიტყუებ თავს! განშორება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ თუ ეს ნამდვილად ის არის, რაც გჭირდება, სირთულეები ადრე თუ გვიან დასრულდება და მალე ისევ ბედნიერი იქნები.